გურიაში თოვლის საფარის სიმაღლე 50 სანტიმეტრს აჭარბებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 26 იანვარი 2016 17:49

გურიაში უამინდობა გრძელდება. თოვლის საფარის სიმაღლე 50 სანტიმეტრს აჭარბებს. მუნიციპალური ორგანოები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გზებს სპეციალური ტექნიკა 24 საათის განმავლობაში ასუფთავებს. იწმინდება სოფლებში მისასვლელი ცენტრალური გზები, სასაფლაოს მისადგომები და შიდა სასოფლო გზები. ადგილზე იმყოფება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე. გადაადგილების პრობლემა ამ დროისთვის არცერთი მიმართულებით არ დგას. მიმდინარეობს დიდთოვლობის გამო დაზიანებული ელექტროსადენების აღდგენაც.

წაკითხულია 974 ჯერ

Related items

  • ბათუმი-ახალციხის გზაზე არსებული ვითარება

    ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ87-კმ106 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

  • ჯვარი-უშგულის მონაკვეთზე აკრძალვებია

    ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ188 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე და ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ88-კმ125 (ლენტეხი-ბენიერი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

  • შეზღუდვები ნაქერალას უღელტეხილზე

    ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ35-კმ65 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე და ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის კმ1-კმ22 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

  • დიდთოვლობის გამო, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო მიმოსვლა შეჩერებულია

    დიდთოვლობის გამო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო მიმოსვლა შეჩერებულია, - ამის შესახებ აეროპორტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 
     მათი ცნობით, შეფერხება შეეხო ბუდაპეშტის, ვარშავის, კიევის და სალონიკის ავიარეისების შესრულებას. 
    ”მგზავრები გადაყვანილნი არიან აეროპორტის ტერმინალის შენობაში. ველოდებით ამინდის გაუმჯობესებას. განახლებულ ინფორმაციას შეიტყობთ ჩვენი გვერდის მეშვეობით. 
    შეკითხვებით შეგიძლიათ მოგვმართოთ აეროპორტის ცხელ ხაზზე: 0341 23 70 00”, - ნათქვამია განცხადებაში.

  • დიდთოვლობა ხულოში

     

    დიდთოვლობის გამო ხულოში ორი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა. მელაძეების საცხოვრებელი მთლიანად დაინგრა, ჭერი ჩამოინგრა ჯაყელების სახლშიც. ნგრევის გამო არავინ დაშავებულა, რადგან ოჯახის წევრები თავს ახლობლებს აფარებდნენ.

    უსახლკაროდ დარჩენილები დახმარებას ითხოვენ. ისინი რამდენიმე თვეა მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობენ, აქვთ შესაბამისი გეოლოგიური დასკვნებიც, რომ მათ სახლებში ცხოვრება არ შეიძლება, თუმცა იმის გამო, რომ ალტერნატიული საცხოვრებელი არ გააჩნიათ, ამ დრომდე სახლებს ვერ ტოვებდნენ.

    ხულოს გამგეობაში აცხადებენ, რომ დაზარალებულთა მდგომარეობა მათთვის ცნობილია. ისინი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს პასუხს ელოდებიან, სადაც შესაბამისი გეოლოგიური დასკვნები რამდენიმე თვის წინ გადააგზავნეს.

    მეწყრული პროცესები განვითარდა შუახევსა და ქედაშიც. შუახევში ნგრევის საშიშროების გამო, ერთი ოჯახი უსაფრთხო ადგილზე გახიზნეს.

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური