ზამთრის საკურორტო ზონებში ავიარეისებს ავსტრიული კომპანია Wucher Helikopter Gmbh შეასრულებს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 25 იანვარი 2016 17:48

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დააკმაყოფილა ავსტრიული კომპანიის Wucher Helikopter Gmbh განაცხადი და კომპანიას მიმდინარე წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით ზამთრის საკურორტო ზონებში, ფრენის ნებართვა მიანიჭა. ანალოგიურ ფრენებს კომპანია 2013-2015 წლებშიც ახორციელებდა.

საქართველოში ოპერირების განმავლობაში „Wucher Helikopter Gmbh“ ძირითადად ორიენტირებული იქნება მცირე ტურისტული ჯგუფების მომსახურებაზე, კერძოდ, კომპანია სტეფანწმინდა-გუდაურის ზონაში განახორციელებს ე.წ. Heli-skiing ტურებს, რაც ვერტმფრენებით მოთხილამურეების და სნოუბორდისტების გაუკვალავ თოვლში გადასხმას, თხილამურებით სრიალისა და სნოუბორდინგის ორგანიზებას გულისხმობს.

 

ფრენები AS 350 B3 Ecureuil და AS 350 B Lama-ს ტიპის თანამედროვე ვერტმფრენებით, ხელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში, ვიზუალური ფრენის წესებით (VFR) განხორციელდება.

ავიაკომპანიის ოპერირება საქართველოში ხელს შეუწყობს ზამთრის ტურიზმის განვითარებას, უცხოელი ტურისტების მოზიდვას საქართველოს ზამთრის სათხილამურო კურორტებზე და მათთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნას.

 

 

წაკითხულია 590 ჯერ

Related items

  • კომპანია "სოკარ ენერჯი ჯორჯიამ" სოციალურად დაუცველ ოჯახებს 300 ათას ლარამდე ღირებულების საკვები პროდუქტები გადასცა

    Covid 19-მა განვლილ წელს ყველა ჩვენთაგანის ცხოვრება შეცვალა, თუმცა პანდემია განსაკუთრებით მძიმედ სოციალურად დაუცველ ოჯახებზე აისახა. ამის შესახებ განცხადებას კომპანია - სოკარ ენერჯი ჯორჯია ავრცელებს.
    სწორედ ამიტომ, კომპანია - სოკარ ენერჯი ჯორჯიამ, მისი გენერალური დირექტორის - მაჰირ მამედოვისა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის ჩართულობით, გადაწყვიტა სოციალურად დაუცველ ოჯახებს 300,000 ლარამდე ღირებულების საკვები პროდუქტებით დახმარებოდა.
    სულ ბენეფიციართა სიაში მოხვდა კონფლიქტის ზონებთან მოსაზღვრე რაიონებში მცხოვრები 2 174 და კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონეში მცხოვრები 800-მდე ოჯახი.
    შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანული კომპანია "სოკარი" მულტინაციონალური კომპანიაა, რომელიც 6 ქვეყანაში ფუნქციონირებს. კომპანია ქართულ ბაზარზე 2006 წელს შემოვიდა. პირველი ავტოგასამართი სადგური 2008 წლის 25 აპრილს გაიხსნა. სოკარ ჯორჯია მზარდი კომპანიაა, რომელშიც 1500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. სოკარის ავტოგასამართ სადგურთა ქსელში აღსანიშნავია ისეთი თანამედროვე და გამორჩეული ობიექტები, როგორიცაა ურბნისის მრავალფუნქციური კომპლექსი, თბილისის შემოვლით გზაზე არსებული მრავალფუნქციური კომპლექსი და სოკარისა და მაკდონალდსის ერთობლივი პროექტი ბათუმში.

  • კოვიდ-19-ის ვაქცინა შეიძლება ოქტომბრისთვის იყოს ხელმისაწვდომი

    ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ი აცხადებს, რომ შეიძლება, კოვიდ-19-ის ვაქცინა მზად ოქტომბრის ბოლოსთვის იყოს. ამის შესახებ TRT-ქართული წერს.

    კომპანია Pfizer–ის აღმასრულებელმა დირექტორმა ალბერტ ბურლამ ამერიკულ CBS-ის ტელევიზიას განუცხადა, რომ კორონავირუსის ვაქცინა ცდების დასკვნით ეტაპზე იმყოფება.

    მისივე თქმით, ვაქცინის წარმოებაში ჩაშვება წლის ბოლომდე შეიძლება, თუ ის „უსაფრთხო და ეფექტური“ იქნება.  „თუ ყველაფერი კარგად წარიმართება და ჩვენ გვექნება საკმარისი მტკიცებულება მისი უსაფრთხოების და ეფექტურობის შესახებ, ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ვაქცინა შეიძლება ხელმისაწვდომი ოქტომბრისთვის გახდეს“, - განაცხადა ალბერტ ბურლამ.

     

  • კომპანიამ „პორშე ცენტრი თბილისი“ პირველი სრული ელექტრომობილი „Taycan“-ი წარადგინა

    24 ივლისს, თბილისში გაიმართა საზეიმო ღონისძიება, სადაც „პორშე ცენტრი თბილისის“ დირექტორმა პეტრე წაქაძემ მედიის წარმომადგენლებს ავტოკონცერნ „პორშეს“ პირველი სრული ელექტრომობილი „Taycan“-ი, წარუდგინა. პ. წაქაძემ დაწვრილებით ისაუბრა ახალი ელექტრო ავტომობილის უპირატესობაზე და აღნიშნა, რომ ეკოლოგიურად სუფთა ელექტრომობილი 450 კმ-ს გადის და მის დამუხტვას სულ რაღაც 3-4 საათი სჭირდება.

    კომპანიამ ინსტალაციის დახმარებით გადაწყვიტა მიეტანა თავისი სათქმელი მომხმარებლებისთვის. 17 ივლისს, თბილისში, ღვინის ქარხნა #1-ის ტერიტორიაზე გამოჩნდა ინსტალაცია, რომელზეც გამოსახულია ლათინური სიტყვა „SOUL“, სადაც „O“ ბორბლის და წყლის წისქვილის შინაარსის მატარებელია. ბორბალი გადაამუშავებს წყალს და ფუნქციურად ელექტროენერგიას აწვდის ინსტალაციას. ინსტალაციის განათება აწყობილია პორშეს ავტო ნაწილებით, ინსტალაცია დოდო ჩხეიძემ შექმნა. სული შეგვიძლია ყველაფერს შთავბეროთ და გავიაზროთ მისი არსი. ინსტალაციის შინაარსის გაგებაში მასზე დამონტაჟებული ტექსტი დაგეხმარებათ - „სული არის შინაარსი და სხეული არის ფორმა“. 

    „Soul Electrified“ ანუ სულის ელექტრიფიცირება, ასე ჟღერს „Taycan“-ის მთავარი საკომუნიკაციო გზავნილი, რომელიც პორშესთვის დამახასიათებელ ემოციურ და სპორტულ ხასიათს, ელექტრულ ენერგიაზე გადაყვანის მიუხედავად ინარჩუნებს. „პორშე ცენტრი თბილისის“ კამპანიის მთავარი მიზანიც სწორედ ეს არის, ქართველ აუდიტორიამდე „Taycan“-ის ღირებულებების გასაგებ ენაზე მიტანა. 

    კამპანიის პირველ ეტაპზე საქართველოში მოღვაწე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს ერთი და იგივე კითხვა დაუსვეს - რა არის სული?“, მიუხედავად იმისა, რომ ყველა პასუხი განსხვავებული იყო, ყველა მათგანს აერთიანებდა „გრძნობა“, როგორც სულის მთავარი განმსაზღვრელი ნიშანი, ეს კი პორშეს ღირებულებებთან ძალიან ახლოს დგას.

    შეგახსენებთ, რომ 2019 წელს „პორშეს“ ბრენდმა თავისი პირველი ელექტრო ავტომობილი „Taycan“ წარუდგინა მსოფლიოს. „პორშეს“ ისტორია სწორედ ელექტრო ავტომობილით დაიწყო, ჯერ კიდევ 1898 წელს, ფერდინანდ პორშეს მიერ დაპროექტებული პირველი ავტომობილი ელექტროძრავით იყო აღჭურვილი.

    „პორშეს“ ბრენდი ლეგენდარულ 70 წლიან ისტორიას ითვლის. მისი ლეგენდარულობა ორი მთავარი მიზეზით არის განპირობებული, პირველი ეყრდნობა გამოცდილებას, ცოდნას და შრომას, „პორშე“ არასდროს ღალატობს მისთვის დამახასიათებელ მაღალ ხარისხს, პროფესიონალიზმს და ინოვაციურობას; მეორე მიზეზი აბსტრაქტულია - ემოცია, კავშირის მთავარი დამამყარებელი მომხმარებელსა და ავტომობილს შორის, შეგრძნება რომელსაც „პორშეს“ მართვისას იღებს მძღოლი. ყველა მოდელი 911-ის “დნმ”-ით იქმნება და ბრენდის სპორტული სული იგრძნობა როგორც მის ქროსოვერებში, ასევე ბიზნეს კლასის სედანის ტიპის ავტომობილებში. სწორედ ამიტომ, ბრენდი ხშირად იყენებს „სულს” იმის განსამარტავად, რომ ყველა ავტომობილი ერთი სპორტული ხასიათის მატარებელია, მათ შორის „Taycan“-იც, რომლის „სული“ იგივე დარჩა და ზუსტად ის ემოციური „პორშეა“ რომელიც გიყვართ, განსხვავებული ენერგიის წყაროთი.

     

  • GM Pharma-ს ახალი სტრატეგიული პარტნიორი - ევროპული კომპანია „CINFA“

    GM Pharma წარმოადგენს საერთაშორისო, მულტინაციონალურ, ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები (ბად-ები)  იწარმოება საქართველოსა და დასავლეთ ევროპის ქვეყნების (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში.

    ბოლო პერიოდში GM Pharma-ს  პროდუქციაზე მოთხოვნილების მნიშვნელოვანი მატების გამო, განსაკუთრებით საზღვარგარეთ კომპანიის ზრდის მასშტაბებიდან გამომდინარე, გარკვეული პროდუქტების ფარმაცევტული წარმოების ევროპის სხვადასხვა კომპანიაში დაწყების აუცილებლობა დადგა.  ამიტომ  GM Pharma-ს და ესპანურ კომპანია Cinfa-ს შორის გაფორმდა სალიცენზიო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც Cinfa კონტრაქტულ წარმოებაში GM Pharma-ს სტრატეგიული პარტნიორი გახდა. აღნიშნული სალიცენზიო შეთანხმების თანახმად Cinfa-მ მის საკუთრებაში მყოფ ევროკავშირის  GMP-სერტიფიცირებულ ქარხანაში GM Pharma-სთვის დაიწყო პრეპარატის - მონსერა - წარმოება.

    მონსერა ესპანეთში წარმოებული  პროდუქტია, რომელიც წარმატებით გამოიყენება კარდიოვასკულური დაავადებების სამკურნალოდ მთელს მსოფლიოში. ცნობილია, რომ კარდიოვასკულური დაავადებები ხასიათდება გართულებების (ინფარქტი, ინსულტი) და სიკვდილობის  მაღალი მაჩვენებლებით, ამიტომ აღნიშნული კატეგორიის პაციენტთა მკურნალობისთვის თანამდროვე და ხელმისაწვდომი მედიკამენტების არსებობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 

    GM Pharma-ს პრეპარატთა ჩამონათვალში არის თანამედროვე მედიცინისთვის აქტუალური პროდუქტები, რომლებიც რეკომენდებულია უკანასკნელი წლების  საერთაშორისო გაიდლაინების მიხედვით.  სწორედ ერთ-ერთი ასეთი პროდუქტი - მონსერა -  დაემატა  GM Pharma-ს პორტფელს. უახლოეს მომავალში აღნიშნული პრეპარატი GM Pharma-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ დაინერგება საექსპორტო ბაზრებსა და საქართველოში, სულ ექვს ქვეყანაში.  

    სინფა ჯგუფი წარმოადგენს მულტინაციონალურ ფარმაცევტულ კომპანიას, რომლის წლიურმა ბრუნვამ 2019 წელს ნახევარი მილიარდი ევრო შეადგინა. კომპანიას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აქვს 5 ფარმაცევტული ქარხანა და ჰყავს 2000 თანამშრომელი.

    GM Pharma-ს სამომავლო გეგმებშია ინვესტიციები თანამედროვე ტექნოლოგიებში (ამპულების, ლიოფილიზატების, ორალური ხსნარების საწარმოო სიმძლავრეების დამატება), წარმოების მოცულობის ხუთჯერადი გაზრდა, ყოველ წელს ერთი ახალი საექსპორტო ბაზრის დამატება (ევროკავშირის ფარმაცევტულ ბაზარზე შესვლის ჩათვლით) და 2025 წლამდე ფარმაცევტული პროდუქციის ექსპორტის 100 მლნ აშშ დოლარამდე გაზრდა.

  • კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზმა“ პურის ქარხნებსა და საცხობებს გაზის ტარიფი შეუმცირა

    საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობასთან, კერძოდ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან კოორდინაციით, კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზმა“, რომელიც საქართველოში ბუნებრივი აირის მიმწოდებელი ერთ-ერთი უმსხვილესი სადისტრიბუციო კომპანიაა, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინა და მის ქსელში ჩართულ პურის ქარხნებსა და საცხობებს გაზის სამომხმარებლო ტარიფი 10 თეთრით შეუმცირა.

    აღნიშნული უწყების ცნობით, მიმდინარე წლის აპრილსა და მაისში ყველა ეს ობიექტები ერთ კუბურ მეტრ გაზში 86 თეთრის ნაცვლად 76 თეთრს გადაიხდიან.

    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება პურის ქარხნებსა და საცხობებს მისცემს შესაძლებლობას, შეინარჩუნონ პურის ფასი, რაც დღეისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის მოსახლეობისთვის.

    ეკონომიკის მინისტრმა გულითადი მადლობა გადაუხადა კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ ხელმძღვანელობას მიღებული გადაწყვეტილებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ასეთი სახის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური