ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გეგმიური სწავლება გაიმართა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 12 მაისი 2015 15:09

ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გეგმიური სწავლება გაიმართა. წვრთნაში საქართველოს შეიარაღებული ძალების  IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის „ჩარლი“ ასეული მონაწილეობდა.

სამხედრო სწავლება რამდენიმე კომპონენტისგან შედგებოდა. ქართველმა ჯარისკაცებმა თვითმკვლელის აფეთქების შემდეგ, შიდა პატრულის ჯგუფების მოქმედებები, დაშავებულის ევაკუაციის პროცედურები და პოზიციების გაძლიერების სხვადასხვა მეთოდები დახვეწეს. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები სტანდარტული ოპერაციული პროცედურების მიხედვით მოქმედებდნენ.

ტაქტიკური სწავლებები სამხედრო ბაზის უსაფრთხოების სხვადასხვა სექტორში განხორციელდა. 43-ე ბატალიონის პირად შემადგენლობას სწავლება საცეცხლე მომზადებაშიც ჩაუტარდა. ქართული ქვედანაყოფისა და ბაგრამის საავიაციო ბაზის მეთაურობის შეფასებით, პირადი შემადგენლობა საბრძოლო მზადყოფნის მაღალ ხარისხს ინარჩუნებს.

საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი "მტკიცე მხარდაჭერის" (Resolute Support) მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებს. მათი მთავარი ამოცანა საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

წაკითხულია 703 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური