ნეპალში მორიგი მიწისძვრა მოხდა. ამერიკის გეოლოგიური ცენტრის თაანხმად, სტიქია 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო.
ბიბისის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ევერესტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნამჩე ბაზარში დაფიქსირდა. ბიძგები იგრძნობოდა ინდოეთისა და ბანგლადეშის დედაქალაქებში, დელსა და დაკაში.
შეგახსენებთ, რომ ნეპალში ორი კვირის წინ 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. სტიქიის შედეგად 7 000 ადამიანი დაიღუპა.