თბილისის მერია ხვალიდან C ჰეპატიტის პროგრამაში ერთვება

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
სამშაბათი, 12 მაისი 2015 13:50

თბილისის მერია ხვალიდან C ჰეპატიტის პროგრამაში ერთვება. როგორც მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსმა , გელა ჩივიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, C ჰეპატიტის დიაგნოსტიკა სწრაფი მარტივი მეთოდით უფასო იქნება თბილისში იურიდიულად რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე იძულებით გადაადგილებული პირებისთვის და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირებისთვის, რომლებსაც ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი აქვთ თბილისში. 
მისი თქმით, აღნიშნული მომსახურების მისაღებად მოქალაქეებმა თბილისის მერიის ააიპ "ეროვნულ სკრინინგ ცენტრს" უნდა მიმართონ. 
გელა ჩივიაშვილის განმარტებით, C ჰეპატიტის მკურნალობაში ჩართვამდე , პირებისთვის რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს, კვლევები უფასო იქნება. ჯანდაცვის სამინისტრო მათ 70%-ით, ხოლო თბილისის მერია 30%-ით დააფინანსებს. 
"თბილისში იურიდიულად რეგისტრირებულ ყველა სხვა პირს და იძულებით გადაადგილებულ პირებს კი თანხის მხოლოდ 10%-ის გადახდა მოუწევთ, ვინაიდან ჯანდაცვის სამინისტრო მათ 30%-ით, ხოლო თბილისის მერია 60%-ით დააფინანსებს. C ჰეპატიტის მკურნალობაში ჩართვამდე აუცილებელი კვლევების ჩატარების მიზნით, პირებმა, რომლებიც ჩართული არიან ჯანდაცვის სამინისტროს, "C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე სახელმწიფო პროგრამის" C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა დიაგნოსტიკის კომპონენტში, უნდა მიმართონ ჰეპატოლოგიურ კლინიკა "ჰეპას", შპს "ნეოლაბს", სს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრსა და შპს "მრჩეველს", - აცხადებს გელა ჩივიაშვილი. 
მისი თქმით, C ჰეპატიტით დაავადებულ პირებში მკურნალობის ტაქტის განსაზღვრისთვის საჭირო კვლევების დაფინანსების" პროგრამის მიზანია, დაავადების დიაგნოსტიკაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გზით, C ჰეპატიტით გამოწვეული ავადობის სიკვდილიანობისა და ინფექციის გავრცელების შემცირება. პროგრამით დაგეგმილი ღონისძიებების დასაფინასებლად თბილისის 2015 წლის ბიუჯეტში 800 000 ლარია გათვალისწინებული. 

წაკითხულია 188 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური