შტორმის შედეგად კალიფორნიაში სტუდენტები დაიკარგნენ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 20 იანვარი 2016 16:03

კალიფორნიაში დაკარგულ სტუდენტებს ეძებენ. 5 მეტრიანმა ტალღებმა შტორმის დროს სანაპიროს გადაუარა და სანტა კრუზის უნივერსიტეტის კოლეჯის 5 სტუდენტი გაიტაცა. სამმა ოკეანიდან ამოსვლა მოახერხა. დანარჩენ ორს კი მაშველები ამ დრომდე ეძებენ.

უკვე რამდენიმე დღეა კალიფორნიაში გადაუღებლად წვიმს, რასაც ძლიერი ქარი ახლავს თან. სანტა კრუსში დატბორილია საცხოვრებელი სახლები და გზები. ასობით ოჯახს არ მიეწოდება ელექტროენერგია.

ძლიერმა ქარმა ხეებიც წააქცია, რაც ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებს. ხელისუფლება მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ურჩევს სახლებთან დამცავი ბარიკადების ასაგებად მოემზადონ.

წაკითხულია 309 ჯერ

Related items

  • დაშავებული სამხედროების მორიგი წარმატება კალიფორნიაში

    ქართველი დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურები ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიაში მიმდინარე „საზღვაო ქვეითთა კორპუსის“ თამაშებში წარმატებით ასპარეზობენ.

    ამჯერად საქართველოს გუნდმა მჯდომარე კალათბურთის ფინალში აშშ-ის საზღვაო ქვეითთა გუნდი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა. წარმატებით იასპარეზა ვიცე-პოლკოვნიკმა ალუდა სეთურიძემაც ტრენაჟორზე ნიჩბოსნობაში. მან 1 და 4-წუთიან შეჯიბრში ორი ოქროს მედალი აიღო.

    პენდელტონის საზღვაო ქვეითთა ბაზაზე საერთაშორისო თამაშები 24 თებერვლიდან - 10 მარტის ჩათვლით იმართება. დღეს მოპოვებული 11 მედლის გარდა, ასპრეზობის განმავლობაში ქართველმა დაჭრილმა და დაშავებულმა სამხედროებმა 23 მედალი უკვე აიღეს, მათ შორის ველოსპორტში - 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაოს მედალი, მშვილდით სროლაში - 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაოს მედალი, ეტლით სირბილში - 4 ოქრო, შაშხანით სროლაში - 1 ბრინჯაო და პისტოლეთის სროლაში - 1 ბრინჯაო.

    ტურნირში დაჭრილი და დაშავებული ქართველი სამხედროები სპორტის 8 სახეობაში ასპარეზობენ: მჯდომარე კალათბურთი, ცურვა, სროლა, მშვილდოსნობა, ნიჩბოსნობა, ეტლით სირბილი, ველოსპორტი. ტურნირისთვის დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებულმა 12-კაციანმა ნაკრებმა ინტენსიური მომზადება თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და ძალისხმევით გაიარა.

    ასპარეზობის მიზანი დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება და მოტივაციის გაზრდა, ასევე მათი რეაბილიტაციის პროცესში სპორტის აქტიურად გამოყენებაა.

  • მაშველებმა 12 საათის განმავლობაში შტორმის დროს 31 ადამიანი გადაარჩინეს

    შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე მაშველებმა ბათუმსა და ქობულეთში, ბოლო 12 საათის განმავლობაში, ხუთბალიანი შტორმის დროს, 31 ადამიანი გადაარჩინეს.

    შსს-ს მაშველებმა ყველა შემთხვევაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს და განსაცდელში მყოფი მოქალაქეები ზღვიდან ნაპირზე უსაფრთხოდ გამოიყვანეს.

    ამ დროისათვის, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე არსებულ ყველა საგუშაგოზე აღმართულია ცურვის ამკრძალავი წითელი ალმები. მიუხედავად ამისა, დამსვენებელთა ნაწილი ზღვაში მაინც შედის. მოქალაქეებს ვთხოვთ, უსაფრთხოების მიზნით, დაემორჩილონ წყალზე მაშველების მითითებებს და გაითვალისწინონ მათი რეკომენდაციები.

    შტორმის დასრულებისთანავე, როგორც კი ზღვაში შესვლა უსაფრთხო იქნება, სანაპირო ზოლზე არსებულ საგუშაგოებზე თეთრი ალმები აღიმართება.

  • 28-30 ივლისს ზღვისპირა რაიონებში ამინდი გაუარესდება

    28 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 30 ივლისის დილამდე შავი ზღვის სანაპირო რაიონებში მოსალადნელი დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარის გამო, ზღვაზე შესაძლებელია 3–5 ბალიანი შტორმი აღინიშნოს.

  • შავი ზღვის სანაპიროზე შტორმია მოსალოდნელი

    შავი ზღვის სანაპიროზე შტორმია მოსალოდნელი. როგორც newsday.ge-ს   გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების სამმართველოს ხელმძღვანელმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა დღეს საღამოს შავი ზღვის სანაპიროზე   4-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.

  • აჭარის სანაპიროზე შტორმია- არასტაბილური ამინდი 4 სექტემბრამდე შენარჩუნდება
    აჭარაში უამინდობამ პრობლემები შექმნა. ძლიერი წვიმის გამო ადიდებულმა მდინარემ ცენტრალური გზა დატბორა და გზაზე მოძრაობა 1 საათით შეაფერხა, თუმცა ამ დროისთვის მოძრაობა უკვე აღდგენილია.

     

    4 ბალიანი შტორმი ფიქსირდება სარფისა და ქობულეთის სანაპიროებზე.

    აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით პირველ სექტემბერს ძლიერი წვიმა იქნება ფაქტობრივად მთელი დღის განმავლობაში, დაუბერავს დასავლეთის ქარი 20-25 მ/წმ-ში.

    არასტაბილური ამინდი აჭარის სანაპირო ზოლსა და მაღალმთიანეთში 4 სექტემბრის ჩათვლით შენარჩუნდება. რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას – დღისით 24-25 გრადუსამდე დაეცემა.

     

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური