ყველას მოვუწოდებ, რომ მიიღონ ანტივირუსული წამლები და არა - ანტიბიოტიკები

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ოთხშაბათი, 20 იანვარი 2016 14:55

დაავადებათ კონტროლის ცენტრის წარმომადგენელმა, პაატა იმნაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე რჩევები გაავრცელა.

იმნაძემ დაწესებულებათა მენეჯერებს მიმართავს, გაციებული თანამშრომლები გამოჯანმრთელებამდე სამსახურიდან გაათავისუფლონ.

მისი თქმით, ე.წ. ღორის გრიპის ვირუსის ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს, მაგრამ პრევენცია მაინც აუცილებელია.

„ყველა გრიპი არის H1N1 ტიპის, მოხლოდ ერთია H3. ყველას მოვუწოდებ, რომ მიიღონ ანტივირუსული წამლები და არა  - ანტიბიოტიკები. ეპიდემია შეიძლება მაშინ იყოს, როდესაც 100 000 კაცზე 500-600 დაავადებული გვყავს. ახლა ეს ნიშნული არ არის. გაციების პიკი თებერვლის ბოლოსკენ არის მოსალოდნელი. მენეჯერეს მოვუწოდებ, რომ გაციებული თანამშრომლები სამსახურში არ დაუშვან და გამოჯამრთელებამდე გაათავისუფლონ“, -აღნიშნა იმნაძემ. 

 

 
წაკითხულია 764 ჯერ

Related items

  • საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

    საქართველოში კორონავირუსით /COVID-19/ კიდევ ერთი პაციენტი დაიღუპა და გარდაცვლილთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

    არსებული ინფორმაციით, დღეისათვის კარანტინის რეჟიმშია 5160 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 579 პირი იმყოფება.

    სეგახსენებთ, რომ, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 411 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 98 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

  • საქართველოში კორონავირუსის 97 შემთხვევაა დადასტურებული

    საქართველოში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამგვარად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 97 -მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

    კარანტინის რეჟიმშია 4876 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 264 პირი.

    შეგახსენებთ, რომ 97 ადამიანიდან 18 გამოჯანმრთელებულია.

    ინფორმაციისთვის, მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 722 000-ს აჭარბებს, გარდაცვლილია 34 000-მდე ადამიანი.

    Worldometers-ის მონაცემებით, ყველაზე მეტი შემთხვევა დადასტურებულია აშშ-ში - 142 070 ადამიანი, იტალიაში - 97 689, ჩინეთში - 81 470, ესპანეთში - 80 110 და გერმანიაში - 62 435 ადამიანი.

    რაც შეეხება გარდაცვლილთა სტატისტიკას, 10 779 ლეტალური შემთხვევაა რეგისტრირებული იტალიაში, 6 803 - ესპანეთში, 3 304 - ჩინეთში, 2 640 - ირანში, 2 606 საფრანგეთში და 2 484- აშშ-ში.

    გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა 151 766-ია, ყველაზე მეტი ინფიცირებული - 75 700 ადამიანი, ჩინეთში გამოჯანმრთელდა.

  • საქართველოში კორონავირუსის 9 შემთხვევა დადასტურდა

    საქართველოში კორონავირუსის /COVID-19/ 9 შემთხვევა დადასტურდა და მათ შორის 5 ახალი შემთხვევაა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

    ამავე ვებგვერდის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 162 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 45.

    მონაცემები სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა. მანამდე დადასტურებული იყო ოთხი შემთხვევა. შესაბამისად, ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი, ჯამში კი,  ცხრა შემთხვევაა გამოვლენილი. ხუთივე ახალი შემთხვევა იტალიასთან არის დაკავშირებული. აჟამად მიმდინარეობს უკვე ამ 5 ადამიანთან დაკავშირებული კონტაქტების კვლევა. 

     
  • მსოფლიოში ზიკას ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

    ზიკას ვირუსმა ვენესუელაში სამი ადამიანი იმსხვერპლა. ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებით, ვენესუელაში ინფიცირების 319 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან სამი პაციენტი იმდენად დამძიმდა, რომ მათი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.

    მესამე პაციენტი გარდაიცვალა ვირუსის გართულებით ბრაზილიაში. ორი ახალი შემთხვევა კი პერუში დადასტურდა. საშიში ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატზე მსოფლიოს მასშტაბით ერთდროულად 15 ფარმაცევტული კომპანია მუშაობს, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ვაქცინების ფართომასშტაბიანი გამოცდები მხოლოდ 18 თვის შემდეგ დაიწყება. ორგანიზაციის ინფრომაციით, უახლოეს დღეებში ბაზარზე სპეციალური დიაგნოსტიკური ტესტები გამოჩნდება, რომლებიც ზიკას ვირუსის გამოვლენას გახდის შესაძლებელს.

  • H1N1 ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა
    H1N1 ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ე.წ. ღორის გრიპით საქართველოში სულ 317 ადამიანი დაინფიცირდა, რომელთაგან 13 დაიღუპა. ლეტალური შემთხვევების გამომწვევ მიზეზად მედიკოსები დაგვიანებულ მკურნალობას და ქრონიკულ დაავადებებს ასახელებენ. მედიკოსების თქმით, რისკჯგუფს ორსულები და მცირეწლოვანი ბავშვები წარმოადგენენ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური