რა კავშირი აქ პროკურორის მკვლელობასთან,"საქართველოს ხმის" დამფუძნებელს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 17 იანვარი 2016 15:05

 გავრცელებული ინფორმაციით, პროკურორის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, მისი ნათესავი და „საქართველოს ხმის“ დირექტორი ბიძინა კუჭავაა. ვრცელდება ინფორმაცია ,რომ კუჭავამ  სიცოცხლე თვითმკვლელობით მას შემდეგ დაასრულა, რაც სამართალდამცველები მის კვალზე გავიდნენ.გავრცელებული ინფორმაციით, ბინა, რომელშიც წუხელ ქირიას გვამი აღმოაჩინეს, მკვლელობაში ეჭვმიტანისლის დაქირავებული იყო.შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ . უწყებაში ამბობენ, რომ განცხადება მოგვიანებით გაკეთდება.

შეგახსენებთ, რომ 5 დღის წინ გაუჩინარებული სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორი თბილისში მოკლული გუშინ იპოვეს. მკვლელობის ფაქტს უკვე ადასტურებს მთავარი პროკურორის მოადგილე. ვახტან ქირიას ცხედარი სამართალდამცველებმა ვაჟა-ფშაველას მეშვიდე კვარტლის 24-ე კორპუსში აღმოაჩინეს. მიცვალებული ექსპრტიზაზე გადაასვენეს. შემთხვევის ადგილზე მისულები იყვნენ მთავარი პროკურორი და შინაგან საქმეთა მინისტრი. მეზობლების განცხადებით, ბინა, რომელშიც გარდაცვლილი პროკურორი აღმოაჩინეს, სისტემატურად ქირავდებოდა, სამართალდამცველები კი მათ პირველად კორპუსის მიმდებარედ ორი დღის წინ შენიშნეს. პოლიცია მეზობლების გამოკითხვას აწარმოებდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორი 5 დღის წინ სახლიდან გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. მისი მობილური ტელეფონი ორი დღის წინ რუსთავში იპოვეს.

გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

წაკითხულია 376 ჯერ

Related items

  • საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე გახდა

    საქართველოს უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძე დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა.

    რეგისტრაცია 89 დეპუტატმა გაიარა, ირაკლი შოთაძეს 82-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი არც ერთი არ იყო. შვიდმა დეპუტატმა თავი შეიკავა. კენჭისყრა ფარული წესით ჩატარდა.

    ოპოზიცია კენჭისყრას არ დასწრებია.

    კანონმდებლობის გათვალისწინებით, პარლამენტმა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძე ექვსი წლის ვადით აირჩია.

    ირაკლი შოთაძე გენერალურ პროკურატურას 2015 წლიდან ხელმძღვანელობდა. მან აღნიშნული თანამდებობა 2018 წლის 31 მაისს „ხორავას ქუჩის“ საქმესთან დაკავშირებით, საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა.

    ირაკლი შოთაძემ პროკურატურაში მუშაობა 2006 წლის მარტიდან დაიწყო და 2010 წლის სექტემბრამდე სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.

  • 10 წელი აგვისტოს ომიდან

    2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წელი გავიდა. ოში დაღუპული გმირების ხსოვნის პატივსაცემად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დილიდან პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებთან ერთად იმყოფებოდა. მათ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და კიდევ ერთხელ გაიხსენეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული სამხედროები.

    მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და გენერალური შტაბის სხვა მაღალჩინოსნები. მოგვიანებით, თავდაცვის მინისტრი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე შეკრებილ ომში დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებსაც გაესაუბრა და თანაგრძნობა კიდევ ერთხელ გამოხატა.

    2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირებისთვის პატივის მისაგებად მუხათგვერდში, მრავალეროვნული სამხედრო სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2018“ მონაწილე ქართველი და უცხოელი სამხედროებიც იმყოფებოდნენ.

  • შსს გუდაურში ახალგაზრდა ბიჭის დაღუპვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

    შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალ გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

    "შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტში ახალი გუდაურის ტერიტორიაზე მომხდარი შემთხვევის დროს ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.

    მიმდინარე წლის 28 ივნისს ყაზბეგის რაიონში, ახალი გუდაურის შესასვლელთან მდებარე ავტოსადგომის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა სატრანსპორტო საშუალების - ე.წ . მუხლუხა ტვირთამწის დემონტაჟი, რა დროსაც ამწეს დეტალი მოსწყდა და ერთ-ერთ მუშას - 1982 წელს დაბადებულ ხ.ტ.-ს დაეცა. იგი მიღებული დაზიანებების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა.

    ამ დროისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ" - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • "დადგენილია ის შესაძლო წრე, რომლისგანაც დეკანოზს ციანიდის შეძენა შეეძლო" - პროკურორი

    მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული სასულიერო პირის დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე განაჩენს მოსამართლე დღეს 12:00 საათზე გამოაცხადებს.


    სხდომის დაწყებამდე კომენტარები გააკეთეს საქმის პროკურორმა და დაკავებული დეკანოზის ადვოკატებმა.

    პროკურორი დარწმუნებულია, რომ მოსამართლე გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, რადგან მისი თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე ანგარებით მკვლელობას გეგმავდა.

    რაც შეეხება საკითხს, ვისგან შეიძინა მამა გიორგიმ მომწამვლელი ნივთიერება, ციანიდი პროკურორის თქმით ეს საკითხი , ცალკე საქმედ არის გამოყოფილი, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები და დადგენილია, ის შესაძლო წრე, რომლისგანაც დეკანოზს ციანიდის შეძენა შეეძლო.

    „მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები იმის დასადგენად, თუ ვისგან შეიძინა გიორგი მამალაძემ ციანიდი და ცეცხლსასროლი იარაღი. თუ ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი დადგა, ამის თაობაზე, რა თქმა უნდა, საზოგადოებას ეცნობება

  • პარლამენტის თავმჯდომარემ და პარლამენტის წევრებმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

    პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის წევრებმა, 2008 წლის აგვისტოს ომის მე-9 წლისთავთან დაკავშირებით, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და საქართველოს პარლამენტის სახელით, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. 

    „9 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 2008 წელს აგვისტოს ომი დაიწყო. პირველ რიგში, ჩვენი ვალია პატივი მივაგოთ ჩვენს დაღუპულ გმირებს და გავიხსენოთ ისინი, ასევე ჩვენი ვალია ყველაფერი გავაკეთოთ, რომ შესრულდეს ის, რისთვისაც ჩვენი გმირები იბრძოდნენ - ეს არის ჩვენი სამშობლოს ერთიანობა და ეს არის საქართველოს გამთლიანება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

    პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტის წევრები 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ოჯახის წევრებს შეხვდნენ და მიუსამძიმრეს.

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური