ღორის გრიპით თბილისში ადამიანი დაიღუპა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 17 იანვარი 2016 14:28

თბილისში 39 წლის მამაკაცი ე.წ. ღორის   გრიპით დაიღუპა.

მამაკაცი დედაქალაქში დასავლეთ საქართველოდან ჩამოიყვანეს. სპეციალისტები ვირუსების მატებას ქვეყნის მასშტაბით თებერვალში ელოდებიან და ამ დროისთვის არსებულ სტატისტიკაზე საუბრობენ.

„წინა კვირაში გარდაცვალების ერთი შემთხვევა იყო, პაციენტი დასავლეთ საქართველოდან იყო და თბილისში გადმოყვანის შემდეგ გარდაიცვალა, ავადობა არის 240 შემთხვევა, 100 ათას მოსახლეზე, მათ შორის იშვიათად, მაგრამ არის მძიმე შემთხვევები. თებერლვალში ალბათ უფრო მეტი შემთხვევა იქნება მაგრამ ეპიდემიის ზღვარი არის  500 შემთხვევა 100 ათას მოსახლეზე და ამ ზღვარიდან ჯერჯერობით შორს ვართ,“ - აღნიშნა  დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ.

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტში A (H1N1)  ვირუსის სიმპტომებზე და მათი თავიდან აცილების გზებზე საუბრობენ.

“სიმპტომები იწყება  მაღალი სიცხთ და გამოხატული ინტოქსიკაციით, რაც ნიშნავს თავის ტკივილს, კუნთების და სახსრების ტკივილს, რომელსაც თან ახლავს ყელის ტკივილი და ხველა, ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ჩატარდეს გრიპის საწინააღგმდეგო ვაქცინაცია და დაავადებულები უნდა დარჩნენ სახლში“ - ხათუნა ზახაშვილი.

წაკითხულია 775 ჯერ

Related items

  • აშშ-ში საზღვაო ძალების ყოფილი სარდალი დაიღუპა

    ნიუ იორკში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს საზღვაო ძალების ყოფილი სარდალი ბესიკ შენგელია ემსხვერპლა. 

    პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ყოფილ დირექტორს, პირველი რანგის კაპიტანს, სამართალდამცველების განცხადებით, ავტომობილი იმ დროს დაეჯახა, როდესაც საკუთარი მანქანის უკანა სალონიდან ნივთის აღებას ცდილობდა. 

    ინციდენტის შემდეგ, ეჭვმიტანილი მძღოლი ადგილიდან მიიმალა. მის დასაკავებლად სამძებრო სამუშაოები უკვე დაწყებულია. 

    გავრცელებული ინფორმაციით, ბესიკ შენგელია ბრუკლინში ცხოვრობდა. მისი მეუღლე ადგილობრივ ტელეკომპანიასთან მოხმდარის შესახებ არ საუბრობს. მომხდარზე მხოლოდ თვითმხილველები საბრობენ.

  • თბილისის აეროპორტში სარემონტო სამუშაოების დროს მამაკაცი დაიღუპა

    თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ასაფრენ ბილიკზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დროს მამაკაცი დაიღუპა. ის  კომპანია "ბლექ სი გრუპის" თანამშრომელი იყო, რომელიც   აეროპორტში ასაფრენი ზოლის რეაბილიტაციის სამუშაოებს აწარმოებს. 

    არსებული ინფორმაციით, მამაკაცს სარემონტო სამუშაოების დროს სატვირთო მანქანა დაეჯახა.   გამოძიება   სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

  • H1N1 ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა
    H1N1 ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ე.წ. ღორის გრიპით საქართველოში სულ 317 ადამიანი დაინფიცირდა, რომელთაგან 13 დაიღუპა. ლეტალური შემთხვევების გამომწვევ მიზეზად მედიკოსები დაგვიანებულ მკურნალობას და ქრონიკულ დაავადებებს ასახელებენ. მედიკოსების თქმით, რისკჯგუფს ორსულები და მცირეწლოვანი ბავშვები წარმოადგენენ.
  • ღორის გრიპით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

    H1N1 ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა.  შემთხვევა დიღომში მოხდა , გარდაცვლილი ქალბატონი 58 წლის იყო, როგორც მისი ოჯახის წევრები ყვებიან, ქალბატონი ბოლო ორი კვირის განმავლობაში ავადობდა. შედეგად ე.წ. ღორის გრიპით დაღუპულთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა. მედიკოსები მოსახლეობას ურჩევენ , ფატალური შედეგის თავიდან ასაცილებლად ავადობის დროს დროულად მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს ან გამოიძახონ ექიმი . 

  • ე.წ. ღორის გრიპით ჯარისკაცი გარდაიცვალა

    გორის სამხედრო ჰოსპიტალში ე.წ ღორის გრიპით ჯარისკაცი გარდაიცვალა. გარდაცვლილი 38 წლის იყო და  სპეციალური ოპერაციის ძალებში მსახურობდა. ჯარისკაცი გორის ჰოსპიტალში რამდენიმე დღე მკურნალობდა.

    გორის სამხედრო ჰოსპიტალში გრიპის ვირუსით ინფიცირებული სულ 12 ჯარისკაცი მკურნალობს.

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური