ზუგდიდში საოლქო პროკურორს ეძებენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 16 იანვარი 2016 12:47

ზუგდიდის საოლქო პროკურორს ვახტანგ ქირიას 4 დღეა უშედეგოდ ეძებენ. ქირია სახლიდან 4 დღის წინ გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. მისი მობილური ტელეფონი კი რუსთავში იპოვეს.

პროკურორი არ დაკავშირებია არც ოჯახის წევრებს და არც სამართალდამცველებს. რამდენადაც ცნობილია, ვახტანგ ქირია ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულებს იძიებდა. 

წაკითხულია 392 ჯერ

Related items

  • თბილისსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სიჩქარის მზომი რადარები 10 ადგილზე ამოქმედდა

    2018 წლის 10 დეკემბრიდან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, თბილისში და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სიჩქარის მზომი სექციური რადარები კიდევ 10 ადგილზე აამოქმედა.

    ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით ჯამში 88 სიჩქარის მზომი სექცია ფუნქციონირებს. სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით საავტომობილო გზის 319 კმ. კონტროლდება.

    ახალი სექციური რადარების მდებარეობა:

    თბილისი:

    1. ვარკეთილი, ვ. კუპრაძის ქუჩიდან (თბილისის ზღვის ასასვლელი) - თემქა, ანაპის 414-ე დივიზის ქუჩამდე (თბილისის ზღვის ჩასასვლელი), ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ.

    2. თემქა, ანაპის 414-ე დივიზის ქუჩიდან (თბილისის ზღვის ასასვლელი) - ვარკეთილი, ვ. კუპრაძის ქუჩამდე (თბილისის ზღვის ჩასასვლელი), ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ.

    3. თემქა, ანაპის 414-ე დივიზის ქუჩიდან (თბილისის ზღვის ასასვლელი) - მუხრანის ქუჩამდე (თბილისის ზღვის სასაფლაო), ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ.

    4. მუხრანის ქუჩიდან (თბილისის ზღვის სასაფლაო) - თემქა, ანაპის 414-ე დივიზის ქუჩამდე (თბილისის ზღვის ჩასასვლელი), ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ.

    5. მუხრანის ქუჩიდან (თბილისის ზღვის ჩასასვლელი) - ვანათის ქუჩამდე (თბილისის ზღვის მოედანი), ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ.

    6. ვანათის ქუჩიდან (თბილისი ზღვის მოედანი) - მუხრანის ქუჩამდე (თბილისის ზღვის სასაფლაო), ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ.

    7. კახეთის გზატკეცილი მ. გრიგორაშვილის ქუჩის კვეთიდან (ქალაქის გასასვლელი) - კახეთის გზატკეცილი ი. იუმაშევის ქუჩის კვეთამდე (ქალაქის გასასვლელი ლილოს დასახლება), ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ.

    8. კახეთის გზატკეცილი ი. იუმაშევის ქუჩის კვეთიდან (ქალაქში შემოსასვლელი ლილოს დასახლება) - კახეთის გზატკეცილი მ. გრიგორაშვილის ქუჩის კვეთამდე (ქალაქში შემოსასვლელი), ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ.

    ზუგდიდის მუნიციპალიტეტი:

    9. თბილისის-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 320-ე კმ-დან (ზუგდიდი, სოფ. ცაიში) - თბილისის-სენაკი-ლესელიძის 325-ე კმ-მდე (ზუგდიდი სოფ. ჭითაწყალი), ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ.

    10. თბილისის-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 325-ე კმ-დან (ზუგდიდი, სოფ. ჭითაწყალი) - თბილისის-სენაკი-ლესელიძის 320-ე კმ-მდე (ზუგდიდი, სოფ. ცაიში), ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ.

    შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით „ჭკვიანი“ ვიდეოკამერების და სიჩქარის მზომი სექციური რადარების მთელი ქვეყნის მასშტაბით დამონტაჟებას.

  • ზუგდიდში ცოლ-ქმარმა ქალს შვილი წააართვა

    ზუგდიდში აღმაშენებლის ქუჩაზე რამდენიმე წუთის წინ სამართალდამცველებმა ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ბავშვის გატაცების ბრალდებით საკუთარ სახლში დააკავეს. მეზობლების მტკიცებით, არასრულწლოვანი მათ არ გაუტაციათ, ის რამდენიმე საათით, ბაბუას ნებართვით წამოიყვანეს. მათივე ინფორმაციით, ოჯახებს დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებთ.

    " მათ ოჯახთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ეს ბავში აქ ჭამდა და სვამდა. ბავშვის დედას ამ ოჯახის ვალი აქვს. ჩვენ როგორც ვიცით, ცოლ-ქმარს ამ ბავშვის ოჯახისთვის სესხი ჰქონდა გამოტანილი და არ იხდიდა. იმ დღეს სწორედ ამის გასარკვევად იყო მისული. დედა სახლში არ დახვდა, მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც თავისი შვილის კლასელია, ბაბუას ნებართვით წამოიყვანა. გოგონა მოიყვანა, დაბანა, აჭამა და აქ ბავშვებთან ეზოში თამაშობდა. გატაცებული რომ ყოფილიყო, აქ ყველას დასანახად მოიყვანდა?! უბრალოდ ის ოჯახი არის თაღლითი და სიტუაციით სარგებლობს. არ უნდათ ვალის გადახდა. სხვა შემთხვევაში პატრულს რატომ არ დაურეკეს და არ განაცხადეს იმავე დღეს, ბავშვი გატაცებულიაო?! თურმე პროკურატურაში შეუტანიათ საჩივარი და დღეს, რამდენიმე დღის შემდეგ მოვიდნენ პოლიციელები", - აცხადებენ მეზობლები.

    მათივე ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა და ბავშვი ოჯახმა სახლში იმავე დღეს, დაახლოებით ორ საათში წაიყვანა.

    შს სამინისტროში ორი პირის დაკავების ფაქტს ადასტურებენ. როგორც უწყებაში განაცხადეს, ისინი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. გამოძიება 144-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს.

  • ახალგაზრდას ცოლი და მცირეწლოვანი შვილი დარჩა - მეგობრები 31 წლის მეკარეს ემშვიდობებიან

    პირველ ოქტომბერს, მცხეთაში, 16:00 საათზე საქართველოს ეროვნული ლიგა 2-ის შეხვედრა "ვიტ ჯორჯიასა" და "ზუგდიდს" შორის უნდა გამართულიყო. თუმცა, ტრაგიკული შემთხვევის გამო აღნიშნული მატჩი გადაიდო.

     


    ზუგდიდის მეკარემ, 31 წლის შოთა მამინაშვილმა ვარჯიშზე გონება დაკარგა და საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

    როგორც გარდაცვლილის მეგობრები „ნიუპოსტს“ უყვებიან, ახალგაზრდა გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრეც გამხდარა ცუდად, უთქვამს გული მაწუხებსო და პირველი ტაიმიდან გასულა.

    „მატჩამდე 15 წუთი წუთი რჩებოდა. გუნდი ვარჯიშობდა, როცა შოთამ გონება დაკარგა. პირველადი დახმარება გუნდის ექიმებმა აღმოუჩინეს“- ამბობს შოთა მამინაშვილის მეგობარი.

    ახალგაზრდას ცოლი და მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

    „ოჯახი ბათუმში ყავდა. რაც არ უნდა დატვირთული გრაფიკი ჰქონოდა, ყოველთვის ახერხებდა ერთი საათით მაინც ენახა შვილი, რომელზეც გიჟდებოდა. ვერაფრით ვანუგეშებთ, მის ცოლს. ეს უდიდესი დანაკლისია, გუნდისთვის, მეგობრებისა და ქვეყნისთვის“- აცხადებს ფეხბურთელი.

     

    წყარო: newposts.ge

     

  • GEM Fest-იდან ზუგდიდის საავადმყოფოში კიდევ 5 ახალგაზრდა გადაიყვანეს

    GEM Fest-იდან სამედიცინო დაწესებულებაში კიდევ ხუთი ახალგაზრდა გადაიყვანეს, მათგან 2 ახალგაზრდას დაუზუსტებელი სუბსტანციის და ნივთიერების ტოქსიკური ეფექტის დიაგნოზი დაუსვეს, მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას სამედიცინო პერსონალის დახმარებით, ამ დროისათვის საფრთხე აღარ ემუქრება. ხუთიდან სამ პირს სხვა სიმპტომები აღენიშნება.

    ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 19 წლის გოგო, რომელიც საავადმყოფოში გუშინ გამთენიისას მოათავსეს, მას დღეს გაწერენ.

    შეგახსენებთ, რომ 4 აგვისტოს 22 წლის გოგო გარდაიცვალა. პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა.

  • აფეთქება ზუგდიდში - დანგრეულია თამბაქოს საწყობი

    ზუგდიდში თამბაქოს საწყობი აფეთქდა. შემთხვევა დაახლოებით ნახევარი საათის წინ მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, იქ იმყოფებოდა დარაჯი, რომელსაც სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ამ დრომდე ეძებენ. დარაჯის ავტომანქანა ეზოშია. აფეთქების სავარაუდო მიზეზი მოკლე ჩართვა იყო, საწყობი მთალინად დანგრეულია. ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. შემთხვევის ადგილზეა ზუგდიდის მერი.

    წყარო: newposts.ge

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური