ზურაბ ჯაფარიძე "გაზპრომთან" დაკავშირებით (ვიდეო)

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 15 იანვარი 2016 14:11

„ენერგეტიკის სამინისტრომ არ იზრუნა თავის დროზე და ვერ გათვალა ის, რომ დღეს შეიძლება დავმდგარიყავით ასეთი რეალობის წინაშე და გავმხდარიყავით დამოკიდებული "გაზპრომზე". რუსული კომერციული გაზი, რომელიც მიეწოდება საწარმოებს, სადაც ადამიანები არიან დასაქმებულები, რაღაც დონის ბერკეტი უკვე აღმოჩნდება “გაზპრომის“ ხელში და გათიშვის შემთხვევაში, შეიძლება არ დაგვანგრიოს, მაგრამ დაგვაზიანებს როგორც მინიმუმ,“- განაცხადა დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ „აქტუალურ თემასთან“ ინტერვიუში. გასაიდუმლოებული მოლაპარაკებები „გაზპრომთან“ - ეკონომიკური თუ პოლიტიკური საკითხი - უყურეთ „სტარვიზიის“ ეთერში და უსმინეთ რადიო „სტარეფემზე“, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს დეპუტატი, პოლიტიკური ცენტრი „გირჩის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ზურაბ ჯაფარიძე პასუხობს. გადაცემის სრული ვერსია ნახეთ დღეს, 15 იანვარს, 21 საათსა და 30 წუთზე.

წაკითხულია 574 ჯერ

Related items

  • კახა კალაძე დღეს „გაზპრომ-ექსპორტის” ხელმძღვანელობას შეხვდება

    ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე დღეს ქალაქ მინკსში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კომპანია „გაზპრომ-ექსპორტის” ხელმძღვანელობას შეხვდება.

    როგორც ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, კომპანია „გაზპრომ-ექსპორტთან“ მორიგი სამუშაო შეხვედრა რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით ბუნებრივი აირის ტრანზიტის საკითხთან დაკავშირებით გაიმართება.

  • ზურაბ ჯაფარიძე ჯონ მაკკეინს შეხვდა

    აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ თავმჯდომარე სენატორ ჯონ მაკკეინს შეხვდა. ზურაბ ჯაფარიძემ სენატორს გიგა ოთხოზორიას მკვლელობის კადრები გადასცა. შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება, ქვეყნის წინაშე მდგარი ეკონომიკური პრობლემები. მხარეებმა აგრეთვე ისაუბრეს მომავალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე. სენატორმა ხაზი გაუსვა ოქტომბრის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების მნიშვნელობას და გამოთქვა მზადყოფნა, რომ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მეშვეობით, უცხოელი დამკვირვებლების მაქსიმალური ჩართულობა უზრუნველყოს

  • „ივანიშვილი არც არასდროს წასულა პოლიტიკიდან“ - ზურაბ ჯაფარიძე (ვიდეო)

    „მთავარი პრობლემა ამ ხელისუფლების და ალბათ, ივანიშვილისაც არის ის, რომ მათ კარგად არ აქვთ გააზრებული, რა არის ეკონომიკა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ეკონომიკა არ წასულა რეცესიაში, ბოლო წლებში არ მომხდარა ეკონომიკის შემცირება. გვაქვს ზრდა, მაგრამ ეს ზრდა არის მინიმალური. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველო არის განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, ჩვენ არ ვართ მაღალგანვითარებული ქვეყანა, რომელსაც შესაძლოა, აკმაყოფილებდეს 2-3%-იანი ზრდა, მაშინ ეს არის კატასტროფული მაჩვენებელი. ეს ზუსტად აჩვენებს სად ვიქნებით 5, 10, 20, 50 წელიწადში. ამიტომ მთავარი არჩევანი, რაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს აქვთ გასაკეთებელი, არის - რა გვინდა ჩვენ, რამდენ ხანში გვინდა მივაღწიოთ, იმას რომ ვიყოთ ნორმალური განვითარებული ქვეყანა. რაც არ ესმის „ქართულ ოცნებას“ არის ის, რომ მათ გადადგეს უამრავი არასწორი ნაბიჯი ეკონომიკური პოლიტიკის თვალსაზრისით...რაც შეეხება ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას, მან ერთხელ თქვა უკვე რომ წავიდა და აღარ არის პრემიერ-მინისტრი, თუმცა რეალურად არც არასდროს წასულა და ის არის ქვეყნის დე-ფაქტო მმართველი. არც ახლა გააქტიურდება განსაკუთრებულად, უბრალოდ ახლა საჯაროდ გამოჩნდება.“ - განაცხადა „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ თავმჯდომარემ, ზურაბ ჯაფარიძემ, „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის შეკითხვებს“ ზურაბ ჯაფარიძე პასუხობს.

  • ზურაბ ჯაფარიძე ყოფილ და მოქმედ პრემიერს მიმართავს

    პარლამენტის სხდომაზე განცხადებები საპარლამენტო ოპოზიციამ გააკეთა. ახალი პოლიტიკური ცენტრის - გირჩის წევრმა, ზურაბ ჯაფარიძემ გიორგი კვირიკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს მოუწოდა, რომ ეკონომიკურ პროგრამასთან დაკავშირებით მზად არის დებატებში დაუჯდეს.„შევხვდები და დეტალებში მოვუყვები, ვაჩვენებ გავლებს, თუ რა ნაბიჯები არის გადასადგმელი“- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

    პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ფრაქცია ქართული ოცნების წევრმა, ლუკა კურტანიძემ განცხადება გააკეთა.„ჩვენს პარლამენტს აქვს მაგალითი, რომ გვერდზე სომეხი, აზერბაიჯანელი და სხვა ერის წარმომადგენლები მშვიდობიანად თანაცხოვრობენ, ეს არის ქართული ოცნების, ბიძინა ივანიშვილის იდეის ქვეშ გაერთიანებული ხალხი, რომელიც გამარჯვებული იქნება,“- განაცხადა ლუკა კურტანიძემ. 

  • „საარჩევნო რეჟიმის თვალსაზრისით სრულ გაუგებრობაში ვართ“ - ზურაბ ჯაფარიძე (ვიდეო)

    „საარჩევნო რეჟიმის თვალსაზრისით სრულ გაუგებრობაში ვართ. პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებამ რაღაც კაზუსური შექმნა, თუმცა სერიოზულ ტრაგედიას ამაში მე ვერ ვხედავ. ამით არსებითად არაფერი იცვლება. ოფიციალურად იქნება თუ არა ეს 7 თვე საარჩევნო კამპანიად გამოცხადებული, ამით, შეიძლება, გარკვეული ბარიერები ჰქონოდა თვითონ ხელისუფლებას, მაგრამ ამის გარეშეც მთელი სახელწმიფო ბიუჯეტი მათ ხელშია და ვხედავთ რაშიც ხარჯავენ. ისედაც ჩანს, რომ ეს ყველაფერი ხმარდება იმას, რომ მათ არჩევნები მოიგონ. ისინი არ არიან წელს ფოკუსირებული იმაზე, რომ რაიმე ნაბიჯები გადადგან, იმისათვის, რომ კონკრეტული პრობლემები მოგვარდეს ქვეყანაში. ამიტომ, თარიღის გამო შეზღუდვები ექნებოდათ თუ არა, ამით მნიშვნელოვნად არაფერი იცვლება, ჩემი აზრით. ისედაც, სახელმწიფო ბიუჯეტი, რაც წელს იხარჯება, ხმარდება ქართული ოცნების ერთგვარ პარტიულ მანქანას.“ - განაცხადა „ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ, სტარვიზიის ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო „star fm-ზე“, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს ზურაბ ჯაფარიძე პასუხობს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური