ლაგოდეხის რაიონში დაკარგული ახალგაზრდების მშობლები საპროტესტო აქციას მართავენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 14 იანვარი 2016 14:39

ლაგოდეხის რაიონის სოფელ მსხალგორში გაუჩინარებული მონადირეების ოჯახის წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკარგული მონადირეების ადგილსამყოფელის დადგენისთვის ორ დღიან ვადას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მასშტაბური საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.

გაუჩინარებული ახალგაზრდების მშობლები ამბობენ, რომ ძალოვანი სტრუქტურები მათთან კომუნიკაციას გაურბიან და დაკარგულების შესახებ არანაირ ინფორმაციას არ აწვდიან.

სამი ახალგაზრდა მამაკაცი ლაგოდეხის მთებში სანადიროდ დეკემბრის ბოლოს წავიდა, თუმცა მათ დიდთოვლობის გამო სოფელში დაბრუნება ვერ შეძლეს.

მონადირეებს მაშველები მე-17 დღეა უშედეგოდ ეძებენ.

წაკითხულია 540 ჯერ

Related items

  • დაკარგული ახალგაზრდა

    უშედეგოდ ეძებენ  მეხუთე დღეა,  სოფელ ქორდადან გაუჩინარებულ   ნიკა საღირაშვილს. ნათესავების განცხადებით, 26 წლის ახალგაზრდა  თანასოფლელებთან ერთად, სტუმრად იმყოფებოდა ერთ-ერთ ოჯახში, იქიდან კი, სავარაუდოდ, სარწყავი წყლის დასაკეტად გავიდა. ამის შემდეგ ის აღარავის უნახავს. სარწყავი წყლის სათავე ნაგებობა ოკუპირებულ ტერიტორიაზეა და ოჯახი ვარაუდობს, რომ, შესაძლოა,ის რუსმა სამხედროებმა დააკავეს, თუმცა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია არც ოჯახს და არც ქართველ სამართალდამცველებს აქვთ. საძიებო სამუშაოებში ჩართულია სამაშველო სამსახურიც.

  • 3 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს

    სამი პირის მკვლელობაში ბრალდებულ დავით ბეჭვაიას ზუგდიდის სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

    დაცვის მხარე კი აცხადებს, რომ ის უდანაშუალოა და დღეს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. თავად ბრალდებულმა პროცესზე განაცხადა, რომ აღიარებითი ჩვენება, რომელიც საქმის ერთადერთი მტკიცებულებაა, მას არ დაუწერია.

    ბეჭვაიას თქმით, ის სამართალდამცველებმა შეადგინეს. მან კი ხელი ოჯახის უსაფრთხოების გამო მოაწერა, რადგან დაარწმუნეს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ საფრთხე ემუქრებოდათ მოკლულთა ოჯახების მხრიდან. დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს და პროტესტის ნიშნად უვადო შიმშილობა დაიწყო.

    დაცვის მხარე პროცედურულ დარღვევებზეც საუბრობს. ამ დრომდე არ არის ნაპოვნი მკვლელობის იარაღი. 

  • ზუგდიდში დაკარგული სამივე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

    ზუგდიდის რაიონის სოფელ ურთადან გაუჩინარებული სამივე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. ცხედრებს სოფელ ნარაზენში მიაგნეს.
    ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობითკომენტარს არ აკეთებენ.
    ზუგდიდის რაიონის სოფელ ურთადან სამი მამაკაცი 3 დღის წინ გაუჩინარდა. მოგვიანებით იპოვეს მიკროავტობუსი, რომლითაც დაკარგულები გადაადგილდებოდნენ. ასევე მდინარე უჩაღალში მიიაგნეს ერთ-ერთი დაკარგულის მობილურ ტელეფონსაც. 

  • დაკარგული სამი მამაკაცის ახლობლებმა ზუგდიდში აქცია გამართეს
    ხმაური იყო ზუგდიდში პოლიციის სამმართველოსთან, სადაც აქცია გამართეს რამდენიმე დღის წინ დაკარგული სამი მამაკაცის ახლობლებმა. ისინი სამართალდამცველებთან შეხვედრას და ჩატარებული საგამოძიებო სამუშაოების პირველადი ინფორმაციის გაცნობას ითხოვდნენ. მას შემდეგ, რაც მათ საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები არ შეხვდნენ, პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს, რომელიც სამართალდამცველების ჩარევის შემდეგ გაიხსნა. მოგვიანებით მათ განუცხადეს, რომ საგამოძიებო სამუშაოებისთვის კიდევ რამდენიმე დღე სჭირდებოდათ. სამ დაკარგულს უკვე სამი დღეა ეძებენ. ოჯახის ინფორმაციით, ისინი მსხვილფეხა საქონლის შესაძენად იყვნენ წასული და თანხაც ქონდათ. ახლობლები ამას უკავშირებენ მათ გაუჩინარებას.
  • სამეგრელოში მესამე დღეა 3 დაკარგულ ბიზნესმენს უშედეგოდ ეძებენ
    სამეგრელოდან სამი ადამიანი გაუჩინარდა. გავრცელებული ინფორმაციით მესამე დღეა ახლობლები მცირე ბიზნესით დაკავებულ სამ მამაკაცს ეძებენ. როგორც ირკვევა, დაკარგულებიდან ორი - პაატა ჩუბინიძე და მისი ბიძაშვილი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ საზანოდან არიან. მათი პარტნიორი კი რომელიც ასევე გაუჩინარდა, ხობის მკვიდრია. აღნიშნულ პირებს ხორცის ბიზნესი ჰქონდათ და სამეგრელოში პირუტყვის შეძენით იყვნენ დაკავებულები. ხორცის ექსპორტს კი თათრეთში ახორცილელებდნენ. როგორც დაკარგული ჩიბუნიძის ახლობლები აცხადებენ , სამი დღის წინ პაატა ჩიბინიძის ტელეფონზე ზარი განხორციელდა. მას შეატყობინეს, რომ სოფელ ურთაში მოსახლეობა საქონლის გაყიდვას გეგმავდა. ჩუბინიძე ბიძაშვილთან ერთად "ფორდის" მარკის მიკრეოავტობუსით აღნიშნული სოფლისკენ 8 თებერვალს , დილის 6:00 საათზე გაემართა. სწორედ ურთის გადასახვევთან იპოვეს დღეს მიტოვებული ავტომობილი. ადგილზე ამ წუთებში კრიმინალისტები მუშაობენ. დაკარგულის ოჯახი ეჭვობს, რომ ბიზნესმენები გაიტაცეს. "იქ მიიტყუეს, ავტომობილი ტყეშია შეყვანილი"- ამბობენ ჩუბინიძეები.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური