საკადრო ცვლილებებზე გავრცელებულ ინფორმაციას თამარ სანიკიძე არ ადასტურებს

გამოქვეყნებულია განათლება
ოთხშაბათი, 13 იანვარი 2016 15:16

 მთავრობაში დაგეგმილ საკადრო ცვლილებების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას განათლების მინისტრი არ ადასტურებს.

თამარ სანიკიძე ამბობს, რომ პრემიერთან ყოველდღიურ რეჟიმში აქვს კომუნიკაცია.

"მუშაობას ვაგრძელებთ და ამ ეტაპზე, როგორც პრემიერმინისტრმა განაცხადა, არანაირი ცვლილების განხორციელებას არ აპირებს. ხვალ, ზეგ რა იქნება და ღმერთმა დაგვიფაროს ყველა, რომ აქ სამუდამოდ დავრჩეთ, არცერთი მინისტრის სურვილი ეს არ არის, მჯობნის მჯობნი არ დაილევა და ყველა პოზიტიურ ცვლილებას მივესალმებით", - განაცხადა თამარ სანიკიძემ. 

წაკითხულია 567 ჯერ

Related items

  • მიხეილ ჩხენკელი ლონდონში მიმდინარე „განათლების მსოფლიო ფორუმში“ მონაწილეობს

    საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი განათლების მსოფლიო ფორუმში იღებს მონაწილეობას, რომელიც ლონდონში იმართება. ფორუმზე 95 ქვეყნის 1200-ზე მეტი დელეგატი განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებს, მათი გადაჭრის გზებს, ახალ მიდგომებსა და სტრატეგიებს განიხილავს. ფორუმის ძირითადი თემაა - სწრაფად ცვალებად სამყაროში განათლების გრძელვადიანი ხედვის ჩამოყალიბება.

    ფორუმის ფარგლებში მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მსოფლიო ბრენდების - HP-ისა და Microsoft-ის წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოში მიმდინარე განათლების კომპლექსური რეფორმის განხორციელებისას უმნიშვნელოვანესია განათლების ყველა საფეხურზე სწავლა-სწავლების პროცესში ტექნოლოგიების ინტეგრაცია. მიხეილ ჩხენკელმა და წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებმა ასევე ისაუბრეს სკოლებში, პროფესიულ კოლეჯებსა და უმაღლეს სასწავლებლებში თანამედროვე ტექნოლოგიების, როგორც დამატებითი საგანმანათლებლო რესურსის დანერგვაზე და ამ მიმართულებით მომავალი ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე.

    საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ბრიტანეთის საბჭოს ორგანიზებით განხორციელდა.

  • განათლების მინისტრმა თელავის ორი სკოლა მოინახულა

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თელავის პირველი და მეოთხე საჯარო სკოლები მოინახულა. ალექსანდრე ჯეჯელავა სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და სკოლის წარმომადგენლებს შეხვდა

  • განათლების მინისტრმა თბილისის სკოლები მოინახულა

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ამჯერად, თბილისის მე-200 სკოლა-პანსიონს, 136-ე საჯარო სკოლას და კერძო სკოლა აია-ჯეზის ესტუმრა. ალექსანდრე ჯეჯელავა სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და სკოლის წარმომადგენლებს შეხვდა.

  • რამდენადაც ვიცი, პოსტზე ვრჩები, - ალექსანდრე ჯეჯელავა

    ”რამდენადაც ვიცი, პოსტზე ვრჩები, თუმცა ვიდრე პრემიერი  არ წარადგენს და პარლამენტი სანამ არ დაამტკიცებს, 100%-იანი დარწმუნება ვერ გვექნება.  ვგეგმავ რამდენიმე წლის განმავლობაში ამ სამინისტროში ვიმუშავო. ძალიან შორს მიმავალი გეგმებია. ძალიან ბევრი სამსჯელო და სანერვიულო საკითხი იქნება, რომელიც ქართველებმა ერთად უნდა გადაწყვიტონ თავისი მომავალი თაობის განათლებასთან დაკავშირებით”, -  აღნიშნული განცხადება განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

  • განათლების მინისტრის ვიზიტი სამეგრელოს სკოლებში

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი აგრძელებს რეგიონის სკოლების მონახულებას. ამჯერად, მინისტრი ზუგდიდის N1 და N2, რუხის საჯარო სკოლებსა და ჯიჯის კერძო სკოლას ესტუმრა. ალექსანდრე ჯეჯელავა რეგიონის სკოლებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის, ამავე სკოლების მე-10 კლასელები პერსონალური კომპიუტერებით დააჯილდოვა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური