პრემიერ-მინისტრი ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლების გახსნაზე

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 11 მაისი 2015 17:49

„ღირსეული პარტნიორი" - ქართულ-ამერიკული ერთობლივი სამხედრო სწავლება ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე დღეს ოფიციალურად გაიხსნა.
ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.
მთავრობის მეთაურმა ამერიკელ პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ი საქართველოს ნამდვილი მეგობარი სახელმწიფო და სტრატეგიული პარტნიორია.
„საქართველომ მრავალჯერ დაადასტურა, რომ შესწევს უნარი, საკუთარი წვლილი შეიტანოს მსოფლიოს უსაფრთხოების განმტკიცებაში. ჩვენი შეიარაღებული ძალები ალიანსის წევრი ქვეყნების სამშვიდობო ძალებთან ერთად იბრძვიან მსოფლიოში უსაფრთხოების განმტკიცებისა და მშვიდობის დამყარებისთვის. მინდა, საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით მადლობა გადავუხადო ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, რომლებიც აძლიერებენ ქართულ სახელმწიფოს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ამერიკის შეერთებული შტატების ევროპულ სარდლობასა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, სწავლების სახელწოდება - „ღირსეული პარტნიორი", სიმბოლურია, რადგან ქართული შეიარაღებული ძალები ყველაფერს აკეთებენ, რათა საქართველომ აშშ-ს ღირსეული პარტნიორობა გაუწიოს.
„მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ სამხედრო სწავლება - ,,ღირსეული პარტნიორი" პირველად ტარდება და ამერიკასა და საქართველოს შორის მტკიცე სამხედრო თანამშრომლობის კიდევ ერთი დადასტურებაა. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ სწავლება არ არის მიმართული რაიმე კონკრეტული საფრთხის წინააღმდეგ. ეს სწავლება მიზნად ისახავს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებს შორის ურთიერთთავსებადობის გაზრდას, რათა მთელი მსოფლიოს მასშტაბით უზრუნველყოფილი იყოს კრიზისების ოპერაციების მხარდაჭერა. დარწმუნებული ვარ, ქართველი სამხედროები, როგორც გამორჩეულად ერთგული და ღირსეული ჯარისკაცები, შესაფერის პარტნიორობას გაუწევენ თავიანთ ამერიკელ კოლეგებს, მიიღებენ სათანადო გამოცდილებას და მზად იქნებიან ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში მონაწილეობისთვის", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
„ღირსეული პარტნიორი", რომელიც საველე სწავლებასა და საბრძოლო სროლებს მოიცავს, ვაზიანში 11-25 მაისს ჩატარდება. სწავლებაში 600-მდე ქართველი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

წაკითხულია 595 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური