მუსიკალური შოუს „საქართველოს ხმის“ გამარჯვებული გიორგი ნადიბაიძე გახდა

გამოქვეყნებულია შოუ ბიზნესი
ოთხშაბათი, 13 იანვარი 2016 00:54

გრანდიოზული მუსიკალური შოუს „საქართველოს ხმის“ (The Voice) მესამე სეზონის გამარჯვებული ქეთა თოფურიას გუნდის წევრი გიორგი ნადიბაიძე გახდა და მას  „არქი ჯგუფისგან“ სამოთახიანი ბინა გადაეცა. „The Voice საქართველოს“ გამარჯვებულმა ხმათა 55 % მიიღო.
24 წლის ახალგაზრდა მომღერალი გიორგი ნადიბაიძე „ვოისში“ ქეთა თოფურიას გუნდის წევრია. მან ქეთაც მოხიბლა და მაყურებლის, განსაკუთრებით  კი გოგონების ფავორიტიც გახდა.
მუსიკალურ შოუს ტელეკომპანია „იმედი“ პირდაპირ ეთერში გადასცემდა.
პროექტში მონაწილეობის უფლება 16 წელს ზევით სოლო შემსრულებლებს, დუეტებს და ტრიოებს ჰქონდათ. მონაწილეები მწვრთნელებმა: ანრი ჯოხაძემ, ქეთა თოფურიამ, ნოდიკო ტატიშვილმა და ნუცა შანშიაშვილმა ბრმა ქასთინგის საშუალებით შეარჩიეს. ქასთინგში მონაწილეობის სურვილი 1000-ამდე მონაწილემ გამოთქვა. მათგან ჯერ 300, შემდეგ კი 85 საუკეთესო აარჩიეს, რაც იმას ნიშნავს, რომ სწორედ ისინი წარსდგნენ მწვრთვნელების ჯგუფებში მოსახვედრად.
შეგახსენებთ, რომ „The Voice“ ამერიკული ტელეკომპანია NBC-ის მიერ შწარმოებული მუსიკალური რეალითი შოუა, რომლის კონცეფციაც ფართო საზოგადოებისთვის უცნობი, ნიჭიერი მომღერლების აღმოჩენაში მდგობარეობს. პროექტი ეფუძნება ‘The Voice of Holland’-ის ორიგინალ ვერსიას და მსოფლიოს ახალი ხმის აღმოჩენას ემსახურება. დაარსების დღიდან, 2010 წლიდან დღემდე, შოუმ მრავალი ქვეყნის წამყვანი ტელევიზიები დაიპყრო და ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ ტელეპროგრამათა რიგს უერთდება. ტელეშოუს ახალი სეზონი სექტემბრიდან რამდენიმე ქვეყანში ერთდროულად დაიწყო.აღნიშნული პროექტის ქართული ვერსიის ხილვის შესაძლებლობა,მაყურებლებს 2012 წლიდან აქვთ.

წაკითხულია 1389 ჯერ

Related items

  • "იცოდით, რომ სოჭი ადრე საქართველოსი იყო?" - რუსი ჟურნალისტი ქეთას შეკითხვამ დააბნია.. (ვიდეო)

    "იცოდით, რომ სოჭი ადრე საქართველოსი იყო?" - ქეთა თოფურიამ, რომელიც საკუთარ ჯგუფთან ერთად ყუბანის ადგილობივი არხის ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრად იმოყფებოდა, რუს ტელეწამყვანს მოულოდნელად კითხვა შეუბრუნა.

  • ნუცა შანშიაშვილის ღრმა დეკოლტემ და საოცრად შესრულებულმა სიმღერამ საზოგადოების ყურადღება მიიპყრო (video)

    ნუცა შანშიაშვილის ღრმა დეკოლტემ და საოცრად შესრულებულმა სიმღერამ საზოგადოების ყურადღება მიიპყრო.

  • "თუ ქმარს აქვს პატარა და ქალს აბრალებს?" - უხერხული რეპლიკა ეთერში ინტიმურ თემაზე საუბრისას (ვიდეო)

    ტელეკომპანია "იმედის" გასართობ გადაცემა "პრაიმშოუში" თანამედროვე ცხოვრებაში პლასტიკური ქირურგიის როლს განიხილავდნენ. საუბარი შეეხო ინტიმური ადგილების პლასტიკასაც, რა დროსაც ნინო კუზანოვამ უხერხულად იხუმრა.

  • ვისთან ერთად ჩამოვიდა ქეთა თოფურია საქართველოში (ვიდეო)

    მომღერალი ქეთა თოფურია საქართველოშია.

    მან "ინსტაგრამ-სთორიში" წყნეთში გადაღებული ვიდეოები გამოაქვეყნა. ქეთა საქართველოში ქალიშვილთან, ოლივია გეიხმანთან ერთად ჩამოვიდა.

    როგორც ვიდეოდან ირკვევა, მომღერალთან ერთად მისი მეგობრებიც იმყოფებიან.

  • ქეთა თოფურია ქმარს გაშორდა

    რუსული მედია უკვე აქტიურად წერს ახალი ინფორმაციის შესახებ - ქეთა თოფურია ქმარს გაშორდა. როგორც ჩანს, გავრცელებულმა ხმებმა, რეპერ გუფთან რომანის შესახებ, საბოლოოდ დაუსვა წერტილი წყვილის 4-წლიან ურთიერთობას. ქეთას და ლევ გეიხმანს პატარა ქალიშვილი ოლივია ჰყავთ.

    თუმცა, როგორც გამოცემა dni.ru წერს, A'Studio-ს სოლისტის ახლო გარემოცვის ინფორმაციით, წყვილის ურთიერთობა ღალატის სკანდალამდეც აირია. ამის მიზეზი კი ლევ გეიხმანის მუდმივი მივლინებები გახდა საზღვარგარეთ. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბიზნესმენი წლის განმავლობაში დიდ დროს ატარებდა ამერიკაში, ქეთა თოფურია კი დატვირთული რეჟიმის და პატარა ქალიშვილის გამო რუსეთიდან წასვლას ვერ ახერხებდა.

    ცოტა ხნის წინ, ქეთა თოფურიას პატარა ქალიშვილის, ოლივიას ფან-გვერდზე ახალი ფოტოები გამოქვეყნდა, რომელზეც ოლივია, ქეთა და ლევი ერთად იყვნენ ასახულნი. როგორც გაირკვა გეიხმანი ამერიკიდან დროებით იყო დაბრუნებული.

    შეგახსენებთ, იანვარში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 30 წლის ქეთა თოფურიას უკვე 1 წელია 37 წლის რეპერ გუფთან აქვს რომანი. ჭორები ოფიციალურად არ დადასტურებულა, თუმცა ლევ გეიხმანთან ქორწინებაში მყოფ ქეთა თოფურიას ირგვლივ სკანდალი კარგა ხანს გაგრძელდა.

    ჭორის გავრცელებიდან მალევე, გადაცემაში "Ты не поверишь!" ქეთას დედამ, ნატალია თოფურიამ განაცხადა, რომ მისი ქალიშვილი ქმარს პრაქტიკულად ვერ ნახულობს, რადგან გეიხმანი აშშ-ში ცხოვრობს და მუშაობს. ქეთა თოფურიას ინსტაგრამის გვერდზეც, სადაც მომღერალი აქტიურად ათავსებს ფოტოებსა და ვიდეოებს, ლევ გეიხმანის ფოტოები აღარ გამოჩენილა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური