ქართველი წყალბურთელები რუმინეთთან დამარცხდნენ

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 11 იანვარი 2016 16:22

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა სერბეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი ჩაატარა. იოვან პოპოვიჩის გუნდი რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და  6:12 დამარცხდა. საქართველოს ნაკრები მეტოქეს თანაბრად მხოლოდ პირველი ტაიმი ეთამაშა - 4:4. მეორე ნახევარში რუმინეთმა უპირატესობა მოიპოვა, რაც ძირითადად მათი ლიდერის და კაპიტნის ალექსანდ რადუს დამსახურება იყო.

ცენტრის პოზიციაზე მოთამაშე რადუ მსოფლიოსში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება. შეხვედრის ბოლოს როცა მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო ნაკრების მწვრთნელებმა თითქმის ყველა წყალბურთელი ათამაშეს, ერთადერთი, ვისაც მატჩში მონაწილეობა არ მიუღია სათადარიგო მეკარე ნიკოლოზ შუბლაძე იყო. საქართველოს ნაკრები მორიგ მატჩს 13 ივნისს, თბილისის დროით 12:30 საათზე გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

საქართველოს ნაკრები
მეკარეები: ივან სტრუიჩი, ნიკოლოზ შუბლაძე; 
ბექა ქავთარაძე, დამირ ცრეპულია (2 გოლი), მარკო ელეზი (1), ანდრია ბითაძე, მარკო ელაჩა, გიორგი ხვედელიანი, მიხეილ ბაღათურია (2), ზურაბ რურუა (1) (კაპ), კოტე გეგელაშვილი, ხვიჩა ჯახაია, რევაზ იმნაიშვილი.

მწვრთნელები: იოვან პოპოვიჩი; ვლადიმერ ისელიძე

13 იანვარი
საქართველო - გერმანია 12:30 საათი

15 
იანვარი
საქართველო - იტალია 20:15 საათი

წაკითხულია 907 ჯერ

Related items

  • ზაზა ვაშაყმაძე რუმინეთის ელჩს შეხვდა

    რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რადუ ჰორუმბას შეხვდა. შეხვედრამ გულთბილ, მეგობრულ ვითარებაში ჩაიარა.

    სააგენტოს თავმჯდომარემ  ისაუბრა  ორი ქვეყნის ურთიერთობებსა და რუმინეთთან მის განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე.  აღინიშნა, რომ საქართველო და რუმინეთი - ორივე მართლმადიდებელი ქვეყანაა,  საერთო ღირებულებებით.  უმნიშვნელოვანესია წმიდა ანთიმოზ ივერიელის ღვაწლი  რუმინეთის ისტორიასა და კულტურაში, ასევე სასულიერო სფეროში.  ასეთი ფაქტები  კიდევ უფრო ამყარებს ორ ქვეყანას შორის არსებულ მტკიცე კავშირს.

    ამასთან ერთად, ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს გააცნო  სააგენტოს საქმიანობა და რუმინეთის  კულტების  სამინისტროსთან  ურთიერთობის  დეტალები. აღინიშნა, რომ საქართველოსთვის  ასევე მნიშვნელოვანია რუმინეთის გამოცდილება ნატოსთან და ევროკავშირთან  თანამშრომლობის  მიმართულებით.

    რადუ ჰორუმბამ საუკეთესო უწოდა საქართველოს ხელისუფლების  მიერ  სააგენტოს შექმნის გადაწყვეტილებას. აღნიშნა, რომ რელიგიის თავისუფლებისა და დემოკრატიულობის  თვალსაზრისით     საქართველო რეგიონში  მოწინავე ქვეყანაა.  ამ  პროცესების ხელშეწყობაში სააგენტოს კვლავაც დიდი როლის შესრულება შეუძლია.

    ელჩმა დაადასტურა, რომ რუმინეთი მხარს უჭერს ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და  ევროკავშირის მიერ  საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დროულად ამოქმედებას. 

    მხარეებმა რეგიონში არსებული ვითარება   და საქართველო - რუმინეთს  შორის სამომავლო თანამშრომლობის   პერსპექტივაც განიხილეს.

    რადუ ჰორუმბამ  ზაზა ვაშაყმაძე  მიიწვია  ქალაქ ვულჩანში, სადაც ანთიმოზ ივერიელი მოღვაწეობდა.

    რადუ ჰორუმბა საქართველოს ელჩის რანგში   მიმდინარე წლის 26 სექტემბერს, წმიდა ანთიმოზ ივერიელის 300 წლისთავის  საიუბილეო დღეებში, ეწვია.

  • რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუმინეთში თურქული სკოლები კანონის შესაბამისად მუშაობენ

    რუმინეთში მოქმედი თურქული სკოლები კანონის შესაბამისად მუშაობენ, - ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლაზარ კომანესკუმ თურქეთში ვიზიტისას გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

    რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლაზარ კომანესკუს, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუს და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიტოლდ ვიშიკოვსკი შორის ჯერ პირისპირ და დელეგაციებს შორის გაფართოებულ ფორმატის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა, შეხვედრების დამთავრების შემდეგ კი მედიისთვის ერთობლივი პრესკონფერენცია მოაწყვეს.

    პრესკონფერენციის მსვლელობისას, ერთი ჟურნალისტის მიერ თურქული სკოლების ტერორიზმთან შესაძლო კავშირის შესახებ დასმულ კითხვაზე კომანესკუმ, ″ჩვენ ასეთ ფენომენს არ შევხვედრივართ. შეიძლება ასეთი ტიპის ინფორმაცია გავრცელდა, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩემს ქვეყანაში ყველა სკოლა კანონის შესაბამისად მოქმედებს.″-განაცხადა მან.

    პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიტოლდ ვიშიკოვსკიმ იგივე კითხვასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მის ქვეყანაში რომელიმე ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირის მქონე დაწესებულებები არ არსებობს.

  • 19 წლამდე წყალბურთელები ევროპის ჩემპიონატს მიუახლოვდნენ

    საქართველოს 19-წლამდე წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი წარმატებით დაიწყო.  ჩვენმა ნაკრებმა პირველ შეხვედრაში საფრანგეთს 13:4 სძლია, შემდეგ კი სლოვაკეთთანაც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.  ქართველებმა მეტოქე ანგარიშით  – 13:5 დაამარცხეს.

    ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ჯგუფიდან ორი საუკეთესო ნაკრები გადის. ქართველებს 2 შეხვედრიდან 2 მოგება აქვთ, დარჩენილია კიდევ 2 მატჩი. ჯვაროსნები დღეს ბელორუსს გაეჯიბრებიან, დღესვე ჯგუფის მეორე შეხვედრაში ერთმანეთს სლოვაკეთი-ფინეთი შეხვდებიან.  საქართველოს 19 წლამდე ნაკრების შეხვედა დღეს  სპორტკომპლექს ოლიმპიკში 18:30  საათზე  დაიწყება.  

    ჯგუფის ბოლო შეხვედრები კი ხვალ გაიმართება.  ბელორუსი-საფრანგეთს დაუპირისპირდება,  საქართველო კი ფინეთს შეხვდება.

    ევროპის ჩემპიონატი წლეულს  11 -18 სექტემბერს   ჰოლანდიაში გაიმართება. 

  • „რუმინეთი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას"

    ბუქარესტში ოფიციალური ვიზიტი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა რუმინელ კოლეგასთან მიჰეა მოტოჩთან ორმხრივი შეხვედრით დაიწყო. შეხვედრის დასაწყისში თინათინ ხიდაშელმა კოლეგას პოლიტიკური მხარდაჭერისა და უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაში დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე განხილული საკითხებიდან დიდი ყურადღება დაეთმო ნატო-საქართველოს თანამშრომლობას. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესზე. თინათინ ხიდაშელმა იმედი გამოთქვა, რომ ვარშავაში დაგეგმილ ნატოს სამიტზე მოკავშირეები დეკემბერში გამართულ ნატოს საგარეო მინისტერიალზე მიღებული ღია კარის პოლიტიკის ერთგული დარჩებიან და საქართველოსთან მჭიდროდ ითანამშრომლობენ.

    მინისტრებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზეც ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ერთობლივ სამხედრო სწავლებებში ქართველი და რუმინელი სამხედროების მონაწილეობასა და სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობაზე.

    შეხვედრაზე განხილვის თემები იყო ასევე, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, მონაწილეობა საერთაშორისო მისიებში და თანამშრომლობა ევროკავშირთან. თინათინ ხიდაშელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო დიდ ყურადღებას უთმობს ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში მონაწილეობას. თინათინ ხიდაშელმა ხაზგასმით გამოყო რუმინელი დამკვირვებლების მონაწილეობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში. მისი თქმით, მისია საქართველოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მთავარ გარანტად რჩება.

  • თინათინ ხიდაშელი რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

    საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი რუმინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს ლაზარ კომანესკუს შეხვდა. რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე რუმინელმა დიპლომატმა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ პროგრესზე და ვარშავის სამიტისთვის მზადებაზე.

    „ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა თავდაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტროებში. ჩვენ მივიღეთ აბსოლუტური უპირობო მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. საუბარი საკმაოდ ხანგრძლივი იყო, დეტალურად განვიხილეთ როგორც ორმხრივი ურთიერთობის განვითარების შესაძლებლობები, ასევე, შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე პროცესები. ვისაუბრეთ ერთობლივი ძალებით მოქმედების შესაძლებლობებზე და საერთაშორისო ანუ ნატოს და ევროკავშირის ფორმატებზე, პროცესზე რომელიც ამ დროისთვის ვითარდება ორივე მიმართულებით. რუმინეთის თავდაცვის სამინისტროსთან ისედაც აქტიური თანამშრომლობა გვაქვს, დღეს კი ხელი მოვაწერეთ ორმხრივ მემორანდუმს, რომელიც კონკრეტული ღონისძიებების დამატებაა და თანამშრომლობის გაფართოებას ითვალისწინებს. ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს ექნებათ შესაძლებლობა, განათლება მიიღონ რუმინეთში, რუმინელი სამხედრო მოსამსახურეები კი ჩამოვლენ ჩვენთან და საქართველოში მიმდინარე სწავლებებში ჩაერთვებიან, ისარგებლებენ იმ სიკეთეებით, რაც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არსებობს.

    შეხვედრებზე ვისაუბრეთ სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის უფრო ეფექტურ გზებზე უფრო მეტ თანამშრომლობაზე შავი ზღვის სეგმენტში. ბუნებრივია, მთავარ საკითხად რჩება ვარშავა და ამიტომ, ჩვენი შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო ერთობლივი სტრატეგია, რომლითაც საქართველო და მისი მეგობრები უნდა წარდგნენ ვარშავის სამიტზე, რათა ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო დაცული და კიდევ უფრო მაღალი უსაფრთხოებით შეხვდეს მის წინაშე მდგარ გამოწვევებს“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

    სამდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების გარდა რუმინეთის პრეზიდენტის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში იონ ოპრიშორს შეხვდა.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური