მანდატურები ქვემო ქართლის რამდენიმე სკოლაში პირველად შევლენ

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 11 მაისი 2015 16:04
ქვემო ქართლის რამდენიმე რაიონის შვიდ საჯარო სკოლაში სკოლის მანდატურები პირველად შევლენ და თავიანთი  მოვალეობის შესრულებას შეუდგებიან. ეს  რაიონებია: მარნეული, ბოლნისი და გარდაბანი. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, საგანმანათლებლო დაწესებულებათა მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად,  მანდატურებს  შეხვდა და მათ წარმატებები უსურვა. შეხვედრა მარნეულის მეექვსე საჯარო სკოლაში გაიმართა.
ამ ეტაპზე მანდატურები საქართველოს  მასშტაბით, 409 საჯარო და სამ კერძო სკოლაში, ორ პროფესიულ სასწავლებელსა და ერთ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში ასრულებენ თავიანთ მოვალეობას. კვლავ დიდია მოთხოვნა იმ სკოლებიდანაც, სადაც მანდატურის სამსახური ჯერ კიდევ არ არის.
ბოლო ორი წლის მანძილზე მანდატურის სამსახურმა მნიშვნელოვანი თვისობრივი და შინაარსობრივი ცვლილება განიცადა და ჩამოყალიბდა როგორც უსაფრთხოებაზე ორიენტირებული ინსტიტუცია, რომელიც სკოლას კომპლექსურ მომსახურებას სთავაზობს მანდატურის, ფსიქოლოგიური ცენტრებისა და სკოლებში პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სახით.
მნიშვნელოვანად შეიცვალა მანდატურის ფუნქცია და დღეს იგი ორიენტირებულია მოსწავლის/სტუდენტის, საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციისა და პედაგოგის უსაფრთხოებაზე, დანაშაულის პრევენციაზე. შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა მანდატურის სამსახურის მიმართ საზოგადოების ნდობა, გასულ წელთან შედარებით 21% შემცირდა საჯარო სკოლაში მომხდარი დანაშაულის რიცხვი.
მანდატურები მუდმივად ეცნობიან საერთაშორისო გამოცდილებას და ადგილობრივი მოთხოვნების გათვალისწინებით, იმაღლებენ კვალიფიკაციას, ხდება მათი გეგმაზომიერი გადამზადება ახალი პროგრამების
მანდატურის სამსახური აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორიცაა UNICEF, USAID, PH International და NASRO. ეს თანამშრომლობა ეფექტურს ხდის საქმიანობას. მსგავსი ტიპის თანამშრომლობა გაგრძელდება და გაღრმავდება.
წაკითხულია 572 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური