შეხვედრა პანკისის ხეობის საჯარო სკოლების პედაგოგებთან

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 11 იანვარი 2016 13:25

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და უწყების სხვა წარმომადგენლებმა, პანკისის ხეობის საჯარო სკოლების დირექტორებსა და მასწავლებლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრა რამდენიმე საათის განმავლობაში კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით, შეხვედრაზე შედარებით მეტი კითხვა პროფესიული განვითარების ახალ სქემასთან დაკავშირებით დაისვა, რაზეც აუდიტორიამ ამომწურავი პასუხები მიიღო. სამუშაო შეხვედრაზე მასწავლებლებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა სხვადასხვა სასკოლო პროექტებთან დაკავშირებით, თავიანთი მოსაზრებები და სურვილები გამოეთქვათ.

პანკისელ პედაგოგებთან და მოსწავლეებთან შეხვედრები, მათი საქმიანობის გაცნობა, იძლევა შესაძლებლობას ითქვას, რომ ამ ულამაზეს ხეობას, ჰყავს უაღრესად ღირსეული, ძლიერი და სიახლეზე ორიენტირებული პედაგოგთა კორპუსი და ნიჭიერი მოსწავლეები. განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ გასულ წელს ხეობის სკოლების მიერ წარმოდგენილი ყველა სასკოლო პროექტი, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დააფინანსა, წარმატებით განხორციელდა და ასევე წარმატებით გაგრძელდება მომავალშიც.

 

წაკითხულია 752 ჯერ

Related items

  • საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პირველი ეტაპი დროებით გადაიდო

    კორონავირუსის პრევენციისა და პროფილაქტიკის მიზნით ზოგად და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე სადეზინფექციო ღონისძიებებთან დაკავშირებით, საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პირველი ეტაპი - ტესტირება დროებით გააიდო და 2020 წლის 06 და 07 მარტს აღარ ჩატარდება (იხ. ბრძანება #334).

    ტესტირების ჩატარების ზუსტი თარიღის შესახებ განახლებული ინფორმაცია მოგვიანებით განთავსდება სამინისტროს ოფიციალურ ვებ და სოციალურ გვერდებზე.

    დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 2 200 220 (შიდა 6).

  • შეხვედრა კორეის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან

    ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში კორეის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს კიმ სე ვუნგს შეხვდა.

    შეხვედრაზე ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. კორეის რესპუბლიკა მნიშვნელოვანი მიზნობრივი ტურისტული ბაზარია საქართველოსთვის.

    შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ჩარტერული ავიარეისების მნიშვნელობას.

    მაისის ბოლოდან სამხრეთ კორეის ავიაკომპანია Korean Air სეული-თბილისის მიმართულებით ჩარტერეულ ავიარეისებს განაახლებს.

    ავიაკომპანია Korean Air მსოფლიოს 44 ქვეყანაში, 127 ქალაქში ასრულებს რეისებს.

    სტატისტიკური მონაცემებით, 2019 წლის 3 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სამხრეთ კორეიდან საქართველოში +15.3%-იათ მეტი საერთაშორისო ვიზიტი შედგა.

  • თბილისში „აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობების განვითარებაში საჯარო ორგანიზაციების როლი“ თემაზე ორგანიზებული კონფერენცია ჩატარდა

    საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები არიან, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის დროსაც. ამის შესახებ „საქართვერლოს ახალგაზრდების დახმარებისა და საგანმანათლებლოს საზოგადოებას“ თავმჯდომარე მუსა გაჯიევმა განაცხადა.

    მისივე თქმით იმისათვის, რომ ორ ქვეყანას შორის აღნიშნული ურთიერთობების მაღალი დონე შენარჩუნდეს, აუცილებელია ორი ქვეყნის საჯარო სექტორის წარმომადგენლებს შორის უღთიერთობებიც მაღალ დონეზე იყოს. „ორივე ქვეყნის პრობლემა დღეისათვის არის სეპარატიზმი და ჩვენ არ დავუშვებთ, რომ სეპარატისტებმა საერთაშორისო მხარდაჭერა მოიპოვონ“, - აღნიშნა მ. გაჯიევმა. მან ასევე განაცხადა, რომ შემდგომი მუშაობის გაძლიერების მიზნით, აუცილებელია შეიქმნას სამმხრივი ფორმატის საკონსულტაციო ორგანო - საქართველო, აზერბაიჯანის და თურქეთის მონაწილეობით.

    ეს განცხადება მ. გაჯიევმა „აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობების განვითარებაში საჯარო ორგანიზაციების როლი“ თემაზე ორგანიზებულ კონფერენციაზე გააკეთა, რომელიც თბილისში, სასტუმრო „ამბასადორში“ გაიმართა.

    შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის და თურქეთის საელჩოების ოფიციალური წარმომადგენლებიც. საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს პირველი მდივნის რაჰიმ რაჰიმზადეს განცხადებით, დღეისათვის განსახილველი საკითხები ძალიან აქტუალურია. საქართველო-აზერბაიჯანს შორის მაღალი დონის ურთიერთობებს საფუძველი ყოფილმა პრეზიდენტებმა ედუარდ შევარდნაძემ და ჰეიდარ ალიევმა ჩაუყარეს და მას შემდეგ ეს ურთიერთობები სულ უფრო და უფრო ძლიერდება. „ამჟამად ჩვენ განვიხილავთ ორი ქვეყნის საჯარო სექტორის წარმომადგენლების მუშაობის გაძლიერების საკითხებს, რაც ასევე მნიშვნელოვანია, ვინაიდან სწორედ მათ შეაქვთ დიდი წვლილი ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავების საკითხში“, - დასძინა რ. რაჰიმზადემ.

    შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორები არიან „საქართვერლოს ახალგაზრდების დახმარებისა და საგანმანათლებლოს საზოგადოება“ /საქართველო/, „თანამედროვე განვითარება საჯარო ეთიანობა“ /აზერბაიჯანი/, „ჰილალ“ სოციალური კვლევის საჯარო ერთიანობა /აზერბაიჯანი/ და „ახალგაზრდების წვლილი“ საჯარო ერთიანობა /აზერბაიჯანი/.

    გარდა ამისა „აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობების განვითარებაში საჯარო ორგანიზაციების როლი“ თემაზე ორგანიზებულ კონფერენციის მხარდამჭერები არიან აზერბაიჯანის და თურქეთის საელჩოები საქართველოში.

    ავთანდილ ოთინაშვილი

     

  • ტრანსპლანტოლოგის, პროფესორ კვანგ ვუნგ ლის საჯარო ლექცია

    ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, სეულის უნივერსიტეტს, სეულის საუნივერსიტეტო კლინიკას და კლინიკა ინოვას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს თანამშრომლობის განვითარებას სამედიცინო განათლების, კვლევის, პერსონალის გადამზადების, ერთობლივი კლინიკური, სასწავლო და სამეცნიერო ღონისძიებების მიმართულებით.

    შეხვედრაზე გაიმართა სეულის საუნივერსიტეტო კლინიკის წამყვანი ტრანსპლანტოლოგის, პროფესორ კვანგ ვუნგ ლის ლექცია „საქართველოში ღვიძლის ტრანსპლანტაციის განვითარების პერსპექტივა ცოცხალი და გვამური დონაციის გამოყენებით“, რომელზეც მომხსენებელმა აუდიტორიას გააცნო თავისი ხედვა და რეკომენდაციები საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით.

    ქართველი ექიმების მხარდაჭერისა და გაწეული ღვაწლის აღსანიშნავად პროფესორ კვანგ ვუნგ ლის მიენიჭა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.

  • საქართველოს ელჩი ლატვიის რესპუბლიკის საეიმას სპიკერს შეხვდა

    ლატვია-საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეა მაისურაძე ლატვიის რესპუბლიკის საეიმას სპიკერს ირინა მურნიეცეს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის, საპარლამენტო ფორმატში. ხაზი გაესვა მე-13 მოწვევის საეიმას ფარგლებში საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობის ჯგუფის შექმნას. ასევე აღინიშნა 2017 წელს საქართველოში ნორდიკულ-ბალტიკური რვიანის ქვეყნების პარლამენტის სპიკერების შეხვედრა და ამ ფორმატში თანამშრომლობის გაგრძელება.

    შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა თანამშრომლობის საკითხები ორ ქვეყანას შორის ეკონომიკის, ტურიზმის და კულტურის სფეროში.

    ინარა მურნიეცემ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისდამი ლატვიის მტკიცე მხარდაჭერა. საეიმას სპიკერის თქმით, ლატვია მოხარულია საქართველოს დაეხმაროს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ძალიან დიდი პროგრესი აქვს აღნიშნულ პროცესში გატარებული რეფორმების კუთხით. ასევე აღინიშნა საქართველოს წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. 

    საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა საეიმას სპიკერს მტკიცე მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო სანდო პარტნიორია, რომელსაც ლატვიასთან ევროპული დემოკრატიის საერთო ფასეულობები და ღირებულებები აერთიანებს და ურყევად დგას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური