19-წლამდელ გოგონათა ნაკრები ფრენბურთში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს ითამაშებს

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 08 იანვარი 2016 15:26

8-10 იანვარს დიღომში, "ახალი თბილისის" ტერიტორიაზე მდებარე ფრენბურთის სასახლეში 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპი გაიმართება 19-წლამდელ ქალ ფრენბურთელთა შორის.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს 19 წლამდელ ქალ ფრენბურთელთა ნაკრები პირველად მიიღებს მონაწილეობას. ქართველი გოგონების მეტოქეები ინგლისისა და ბელარუსის 19-წლამდელთა გუნდები იქნებიან. 

პირველ მატჩს საქართველო ინგლისის წინააღმდეგ 8 იანვარს 17:00 საათზე გამართავს, ასევე 17:00 საათზე დაიწყება შემდეგი მატჩებიც 9 და 10 იანვარს. ფრენბურთის სასხლეში დასწრება თავისუფალია. 

პირველი შესარჩევი ეტაპიდან, შემდეგ ეტაპზე ჯგუფის გამარჯვებული ნაკრები გავა. მე-2 ეტაპზე გასვლის შემთხვევაში საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები სერბეთის, რუმინეთისა და საბერძნეთის გვერდით მოხვდება. მე-2 ეტაპის ჯგუფის მატჩები სერბეთში მარტის თვეში ჩატარდება, ევროპის ჩემპოიონატის ფინალური ეტაპი კი 2016 წლის 27 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით სლოვაკეთსა და უნგრეთში გაიმართება.

იხილეთ მატჩების განრიგი

8 იანვარი: საქართველო-ინგლისი  17:00
9 იანვარი: ინგლისი-ბელარუსი     17:00
10 იანვარი: საქართველო-ბელარუსი 17:00

წაკითხულია 725 ჯერ

Related items

  • მიხეილ ყაველაშვილი სპორტის მთლიანობის გლობალური ალიანსის ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

    26-27 ივლისს ქალაქ ჟენევაში, გაეროს ოფისში, სპორტის მთლიანობის გლობალური ალიანსის (SPORT INTEGRITY GLOBAL ALLIANCE, SIGA) ფორუმი და ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის სხდომა გაიმართა. ღონისძიებებში, საპატიო სტუმრის სტატუსით, მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თამჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა მიიღო, რომელიც SIGA-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა. კომიტეტის თავმჯდომარემ საერთაშორისო სპორტული მოძრაობისა და უცხო ქვეყნის სპორტზე პასუხისმგებელი უწყებების წარმომადგენლებთან ორმხრივი შეხვედრებიც გამართა. 

    ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ყაველაშილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში სპორტული ორგანიზაციების მიერ კარგი მმართველობის ჩამოყალიბების ხელშეწყობაზე და პარლამენტის როლზე, ასევე ისაუბრა სპორტის მიმართულებით მთავრობის პრიორიტეტებზე. 

    სპორტში კარგი მმართველობის უზრუნველყოფა საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციებში დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. მინდა გამოვხატო ჩვენი ინტერესი დავამყაროთ და განვავითაროთ თანამშრომლობა SIGA-სთან. ვფიქრობ, ჩვენი თანამშრომლობა და პარტნიორობა ახალ იმპულსს მისცემს სპორტში კარგი მმართველობის ჩამოყალიბებას არამარტო საქართველოში, არამედ მთლიან რეგიონში“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

    კომიტეტის თავმჯდომარემ გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას, მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოში დაგეგმილი საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და ყურადღება ევროპის საბჭოს სპორტზე პასუხისმგებელ მინისტრთა კონფერენციაზე და 17-18 ოქტომბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის ქვეკომიტეტის სხდომაზე გაამახვილა. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებების ფარგლებში, 18 ოქტომბერს, თბილისში „სპორტში კარგი მმართველობის და სპორტული მთლიანობის პარლამენტთაშორის ალიანს“ ჩაეყრება საფუძველი.
    ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ყაველაშვილი SIGA-ს აღმასრულებელ დირექტორს ემანუელ მასედო დე მედეიროსს შეხვდა.

    SIGA - დამოუკიდებელი, ნეიტრალური და მრავალი სუბიექტის საერთაშორისო კოალიცია, რომელიც აერთიანებს სპორტული მოძრაობის, სახელმწიფო ინსტიტუციების, საერთაშორისო და კერძო ორგანიზაციების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ცნობილ სპორტსმენებს. ალიანსის მისიას სპორტული ინდუსტრიის მრავალ ასპექტში კარგი მმართველობის უნივერსალური სტანდარტებისა და პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა წარმოადენს.

  • მიხეილ გიორგაძემ ლეილა მესხი სპორტის რაინდის წოდებით დააჯილდოვა

    საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, პირველ მოადგილე კახი კანდელაკთან ერთად, 15 თებერვალს, სახელოვანი ქართველი ჩოგბურთელის, ლეილა მესხის სახელობის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის გახსნის ცერემონიას დაესწრო.  

    სპორტული კომპლექსის გახსნის ცერემონიაზე,  მინისტრმა ლეილა მესხი 50 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ჩოგბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპორტის რაინდის წოდებით დააჯილდოვა. 

    სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი ლეილა მესხის სახელობის საჩოგბურთო აკადემიის ბაზაზე აშენდა. კომპლექსის მშენებლობა რამდენიმე წლის მანძილზე მიმდინარეობდა, საჩოგბურთო აკადემიის ბაზაზე კეთილმოეწყო ახალი, საერთაშორისო სტანდარტების ინფრასტუქტურა, აშენდა თანამედროვე სასტუმრო და საცურაო აუზი, ასევე სავარჯიშო დარბაზები, გასახდელები, საშხაპეები და სხვა სპორტული ინფრასტრუქტურა. 

    ახალი ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, სპორტული კომპლექსი საერთაშორისო დონის საჩოგბურთო ტურნირების მასპინძლობას შეძლებს. 

    სპორტკომპლექსის გახსნის ცერემონიას ჩოგბურთის ფედერაციისა და ლეილა მესხის აკადემიის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.

  • დაჭრილმა სამხედროებმა მჯდომარე ფრენბურთში ოქროს მედლები მოიპოვეს

    კანადაში მიმდინარე საერთაშორისო პარალიმპიური თამაშები „Invictus Games“-ში დაჭრილმა ქართველმა სამხედროებმა მჯდომარე ფრენბურთში ოქროს მედლები მოიპოვეს. დაძაბულ, ფინალურ შეხვედრაში ქართველი სამხედროების ნაკრები გაერთიანებული სამეფოს ნაკრებს დაუპირისპირდა და გამარჯვება მოიპოვა. Invictus Games-ში გამარჯვებულ ქართველ სამხედროებს ოქროს მედლები დიდი ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ პირადად გადასცა.

    ქართველი სამხედროების ნაკრების თამაშს თავდაცვის მინისტრი ლიტვიდან გულშემატკივრობდა. ლევან იზორიამ გამარჯვება ქართველ სამხედროებს მატჩის დასრულებისთანავე ვილნიუსიდან მიულოცა.
    საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საბრძოლო მოქმედებების დროს და სამშვიდობო მისიებში დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებული გუნდი „ძლიერთა თამაშებში" (Invictus Games) მჯდომარე ფრენბურთის გარდა სპორტის კიდევ 5 სახეობაში ასპარეზობს: ველორბოლა, ცურვა, წოლჭიმი, მშვილდით სროლა, ავტორბოლა. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები გაერთიანებული სამეფოს პრინცის, მისი აღმატებულება პრინც ჰარის პატრონაჟით გამართულ „ძლიერთა თამაშებში" მესამედ მონაწილეობენ. პირველად ქართველმა სამხედროებმა ლონდონში გამართულ Invictus Games-ში იასპარეზეს, შემდეგ კი, აშშ-ში, ქალაქ ორლანდოში.

  • საქართველო ევროპის საბჭოს სპორტის მინისტრების მე-15 საიუბილეო სესიას უმასპინძლებს

    2018 წელს საქართველო ევროპის საბჭოს სპორტის მინისტრების საიუბილეო მე-15 მინისტერიალს უმასპინძლებს. ქართველი სპორტსმენების წარმატების საერთაშორისო მასშტაბით წარმოჩენის კიდევ ერთი ძალიან კარგი საშუალება  - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საიუბილეო სესიის გამართვა თბილისში. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სასიხარულოა, რომ საქართველო სულ უფრო და უფრო იკიდებს ფეხს საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების რუკაზე.

    „ეს ასევე ძალიან კარგი იქნება საქართველოს, როგორც საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ჩატარებისთვის საინტერესო მიმართულების შესახებ საერთაშორისო ცნობადობის ამაღლებისთვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

  • დაშავებულმა ქართველმა სამხედროებმა ბრიტანელებთან ამხანაგური მატჩი გამართეს

    დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების ქვეითთა მომზადების ცენტრის პირველი საწვრთნელი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები საქართველოში ვიზიტს განაგრძობენ.

    მეგობრული ვიზიტის ფარგლებში, 25 ბრიტანელმა სამხედრო ინსტრუქტორმა 2008 წლის აგვისტოს ომსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილ და დაშავებულ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან მჯდომარე ფრენბურთში ამხანაგური მატჩი გამართეს. შეხვედრა „თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში“ ბრიტანელი სამხედროების სურვილითა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპორტის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.

    ვიზიტი მიზნად ორი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეთა შორის ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში ჩამოყალიბებული მეგობრული ურთიერთობის გაღრმავებას ისახავს.
    ბრიტანელი სტუმრები საქართველოს ღირსშესანიშნაობებსაც მოინახულებენ.

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური