ტყიბულში 24 წლის ახალგაზრდას ეძებენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 06 იანვარი 2016 18:26

„31 დეკემბერს სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა ტყიბულის მკვიდრი ალექსანდრე ყვავაძე. თუ ფლობთ რაიმე სახის ინფორმაციას გთხოვთ აცნობოთ ოჯახს ან დარეკოთ 112-ში.

გთხოვთ გააზიარეთ ინფორმაცია“- ამ ინფორმაციას  პარლამენტის დეპუტატი ელისო ჩაფიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

წაკითხულია 688 ჯერ

Related items

  • ინფორმაცია ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი შემთხვევის შესახებ

    შსს-ს ცნობით, მიმდინარე წლის 5 აპრილს, გამთენიისას, „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ ქალაქ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტის N1 უბანში რამდენიმე ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო. შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილზე მყისიერად გამოცხადდნენ სამართალდამცველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

    გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლის მოჰყვა. ჩამონგრევის დროს, ამავე შახტაში მყოფმა სამთო ოსტატმა - 1963 წელს დაბადებულმა გ. ნ.-მ, სამთო მუშებმა: 1981 წელს დაბადებულმა ი. კ.-მ და 1963 წელს დაბადებულმა მ. ა.-მ ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს. ისინი ამ დროისთვის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. შემთხვევის შედეგად, სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს ამავე შახტის მიწისქვეშა სამთო ოსტატმა: 1972 წელს დაბადებულმა მ. ქ.-მ, ოსტატ-ამფეთქებელმა - 1968 წელს დაბადებულმა ბ. გ.-მ, სამთო მუშებმა - 1992 წელს დაბადებულმა პ. გ.-მ, 1959 წელს დაბადებულმა გ. რ.-მ, 1990 წელს დაბადებულმა გ.ბ.-მ და 1966 წელს დაბადებულმა ე.ბ-მ. ყველა მათგანი, მიღებული დაზიანებების შედეგად, გარდაიცვალნენ. ამ დროისთვის, მიმდინარეობს შემთხვევის ადგილზე მყოფი მუშების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა.

    მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

     

  • "სახელმწიფო მკვლელია"- ამ წუთებში ტყიბულის შახტასთან აქცია მიმდინარეობს

    ტყიბულში, მინდელის სახლეობის შახტასთან ამ წუთებსი აქცია მიმდინარეობს.

    აქციის ორგანიზატორები არიან თბილისიდან ჩასული მოქალაქეები, რომლებიც იქ მომუშავე მეშახტეების უფლებებს დაცვას მოითხოვენ და გუშინ მომხდარ უბედურ შემთხვევაში სახელმწიფოს ადანაშაულებენ.

    "ამას ვარქმევთ მკვლელობას, რომელიც ჩაიდინა ბიზნესმა სახელმწიფოს ნებართვით"- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

  • უბედურ შემთხვევა ტყიბულში - მინდელის მაღაროში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს

    ტყიბულში, ქვანახშირის მომპოვებელ ერთ ერთ შახტაში უბედური შემთხვევა მოხდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, 4 მეშახტე სიმაღლიდან გადმოვარდა.

    ამ ეტაპზე მომხდართან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.  როგორც შსს-ში  განაცხადეს, ამ ეტაპზე მათთვის არაფერია ცნობილი. 

    ამ დროისთვის მაღაროში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. 

  • ტყიბულში რეაბილიტირებული სპორტის სასახლე გაიხსნა

    სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ტყიბულში რეაბილიტირებული სპორტის სასახლის გახსნას დაესწრო. მინისტრმა, ადგილობრივ სპორტსმენებს სხვადასხვა სპორტული ინვენტარი გადასცა და იმერეთის გუბერნატორთან გივი ჭიჭინაძესთან და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად მონაწილეობა მიიღო სპორტის სასახლის გახსნის ცერემონიაში, რომელსაც თბილისიდან მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი გულშემატკივრები დაესწრნენ. 

    ტყიბულის სპორტის სასახლე, რომელიც გასული საუკუნის 80-იან წლებში ექსპლუატაციაში შევიდა, 90-იან წლებში სტიქიური მოვლენების (დიდთოვლობის) გამო დაზიანდა და ათეულობით წელი ობიექტი უფუნქციოდ იყო დარჩენილი.  2012 წელს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით და მოსახლეობის მაღალი ინტერესების გათვალისწინებით მომზადდა შენობის რეკონსტრუქციის პროექტი, რომელიც რამდენიმე ეტაპად დაიყო. 

    საერთო ჯამში შენობის რეაბილიტაციაზე დაიხარჯა 2,5 მილიონი ლარი. სასახლე მრავალფუნქციურია, შესაძლებელია კალათბურთის, ფრენბურთის, ხელბურთის , მინი-ფეხბურთის ტურნირების ჩატარება. შენობა სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და შეუძლია საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობა. 

  • პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას ტყიბულისა და თერჯოლის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელგუჯა გოცირიძე წარუდგინა

    ჩვენ მაქსიმალური გავაკეთეთ ამ ოთხ წელიწადში იმისათვის, რომ ადამიანებს არ ქონოდათ მინიმალურ საკითხებზე საზრუნავი,-აღნიშნული განცხადება პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტყიბულში გააკეთა, სადაც რაიონულ ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას ტყიბულისა და თერჯოლის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელგუჯა გოცირიძე წარუდგინა.
    „ელგუჯა გოცირიძე გახლავთ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, რომელმაც ძალიან წარმატებული კარიერა განვლო. იგი არის პროფესიონალი თავისი საქმის. იგი გახლავთ ჩაჩავას კლინიკის გენერალური დირექტორი და დარწმუნებული ვარ, რომ ისევე, როგორც ამ სფეროში, იგი ძალიან წარმატებული ადამიანი იქნება პოლიტიკაშიც. იგი იქნება თქვენი ტკივილის და სიხარულის გამზიარებელი და თქვენი ხმის მიმტანი საქართველოს პარლამენტში. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ავღნიშნო, რომ ის გზა, რომელიც ბატონმა ელგუჯამ განვლო, არის მართლაც ძალიან წარმატებული ადამიანის გზა“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
    მთავრობის მეთაურმა ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და „ქართული ოცნების“ გუნდის მიერ ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროგრამებზე მიაწოდა ინფორმაცია.
    „ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ოთხი წელი გავიარეთ. ამ ოთხი წლის განმავლობაში შევქმენით ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი. ჩვენ შევქმენით ისეთი სივრცე ქვეყანაში, სადაც თავისუფლად შეუძლიათ ადამიანებს საუბარი, საარჩევნო კამპანიის წარმართვა ისე, რომ არ არსებობს ზეწოლა არანაირ განსახვავებულ აზრზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარია და ეს მონაპოვარი მოიტანა ოთხი წლის წინ ძალიან პატრიოტულმა, სახელმწიფოებრივმა ნაბიჯმა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გადადგა ქართველ ხალხთან ერთად. დღეს ჩვენ გვაქვს უკვე ის მონაპოვარი, როდესაც ჩვენ გვაქვს თავისუფლება. ჩვენ მაქსიმალური გავაკეთეთ ამ ოთხ წელიწადში იმისათვის, რომ ადამიანებს არ ქონოდათ მინიმალურ საკითხებზე საზრუნავი. რაც არის ჯანდაცვის საკითხები. ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ ბევრ თქგვენგანს უსარგებლია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, რომ დღეს აღარ არის საჭირო საკუთარი ქონების დაგირავება იმისათვის, რათა ჯანდაცვის მომსახურება უზრუნველყოს საკუთარი ოჯახის წევრისთვის. ეს მნიშვნელოვანი მონაპოვარია მართლაც, თუმცა ეს არ არის ყველაფერი, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი ხალხისთვის. ჩვენ გავაკეთეთ ის, რომ რაიონებში მაცხოვრებელთათვის ვუზრუნველყავით მინიმალური სასოფლო-სამეურნეო სერვისები, რაც არის მცირე მიწიანთათვის მოხვნაში დახმარება, შხამ-ქიმიკატების მიწოდება და ა. შ. ჩვენ დავიწყეთ მნიშვნელოვანი პროგრამები ადგილობრივი წარმოების აღორძინებისათვის. იმისათვის, რომ ჩვენ ქართველებმა შევძლოთ ის, რომ ვაწარმოოთ ჩვენთვის სასურველი პროდუქცია საქართველოში. ამისთვის, დღეს არსებობს არაერთი სახელმწიფო პროგრამა, როგორიც არის სოფლის მეურნეობის წახალისების პროგრამები და პროგრამა „აწარმოე საქართველოში““,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
    პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ეს საკმარისი არ არის და დღეს ჩვენ უფრო მეტი გვჭირდება. გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას განსახორციელებელ რეფორმებზე მიაწოდა ინფორმაცია.
    „ დღეს ჩვენ გვჭირდება სწრაფი განვითარება იმისათვის, რომ კეთილდღეობა ვუზრუნველყოთ თითოეული ოჯახისათვის. თითოეულ მაცხოვრებელს ჩვენი ქვეყნის, მიუვიდეს ის სიკეთე, რომელიც შევქმენით. ამისათვის, გთავაზობთ რეფორმებს და გთავაზობთ სწრაფად გადასადგმელ ნაბიჯებს განათლების მიმართულებით, ეკონომიკის მიმართულებით. ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის სწრაფ გეგმებს და ასევე მმართველობით რეფორმას, როდესაც სახელმწიფო გახდება მომსახურებაზე ორიენტირებული. ეს არის ის გეგმა, რომელიც ოთხი წლის თავზე დღეიდან ქვეყანას გაიყვანს შეუქცევადი განვითარების ეტაპზე და ამისათვის ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური ადამიანები საქართველოს პარლამენტში. სწორედ ასეთი გახლავთ ელგუჯა გოცირიძე“,-განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ.
    ტყიბულის მოსახლეობას სიტყვით ასევე მიმართა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.
    პარტიის გენერალურმა მდივანმა იმ მაშტაბურ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც 2012 წლიდან დღემდე ტყიბულში განხორციელდა.
    „ ჩვენ ერთად, თქვენი დახმარებით, ამ ქალაქში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი წამოვიწყეთ და მე მინდა შევეხო გაზიფიცირების პროექტს, რომელიც თითოეული თქვენთაგანისთვის მე ვიცი რამდენად მნიშვნელოვანი იყო. თქვენ იცით, რომ მაგისტრალის მშენებლობა არის დასრულებული, უკვე მოხდა ამ მილსადენების გადაცემა კომპანია „სოკარზე“, დაიწყება აბონენტების დაერთება, ანუ თითოეულ თქვენგანს ექნება შესაძლებლობა უკვე ზამთარში ისარგებლოს ბუნებრივი აირით. ბატონმა პრემიერმა ისაუბრა იმ განხორციელებულ რეფორმებზე, რომელიც ჩვენ თქვენთან ერთად ამ 4 წლის განმავლობაში მოვახერხეთ და გავაკეთეთ. მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ დღეს საქართველოში ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე არის თავისუფალი“,- განაცხადა „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.
    ტყიბულისა და თერჯოლის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენას ესწრებოდნენ პარტიის წევრები- მამუკა მდინარაძე და ელისო ჩაფიძე, რომელიც ასევე არის ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური