ლაგოდეხში დაკარგულ სამ პირს მეექვსე დღეა უშედეგოდ ეძებენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 06 იანვარი 2016 13:45

კახეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დაკარგულ სამ პირს მეექვსე დღეა უშედეგოდ ეძებენ.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელის განცხადებით სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენიც ჩაერთო – დათვალიერდა ყველა ის ტერიტორია, სადაც შესაძლოა, დაკარგულები ყოფილიყვნენ, თუმცა მათ კვალს ვერსად მიაგნეს.

სამაშველო სამსახურების წარმომადგენლები და ადგილობრივები დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ. კახა ჯამბურიას ინფორმაციით, დაკარგულები ერთმანეთის ნათესავები არიან. ოთხი მამაკაცი კაბლის ხევის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, სანადიროდ წავიდა. დიდთოვლობისა და ქარბუქის გამო მათ ერთმანეთი დაკარგეს. გამოღწევა მხოლოდ ერთმა მამაკაცმა შეძლო.

წაკითხულია 502 ჯერ

Related items

  • პირველი "ოქროს ღილაკი" "ნიჭიერში" - ლაგოდეხელი ბიჭისგან ამას ჟიური არ ელოდა (ვიდეო)

    პირველი "ოქროს ღილაკი" "ნიჭიერში" - ლაგოდეხელმა კონკურსანტმა კახაბერ ჭუმბურიძემ ნამდვილი ფურორი მოახდინა. მან საოპერო არია შეასრულა და ჟიურის გაოცება მოახერხა. გიორგი ბახუტაშვილმა "ოქროს ღილაკი" გამოიყენა და კახაბერი პირდაპირ ნახევარფინალში გადავიდა.

  • ლაგოდეხში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს

    შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული გ. კ., ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ლაგოდეხის რაიონის სოფელ თამარიანში დააკავეს.

    სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისა და კარაბინისთვის განკუთვნილი 660 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. ასევე, ამოღებულია არარეგისტრირებული სანადირო თოფი. ექსპერტიზის დასკვნით, აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა სროლისთვის ვარგისია. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

    გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

  • 30 ოქტომბერს ლაგოდეხისა და სენაკის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება

    30 ოქტომბერს, ლაგოდეხისა და სენაკის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნებიგაიმართება. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 9 სექტემბერსგამართულ სხდომაზე მიიღო. ამავე სხდომაზე კომისიამ 30 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი დაამტკიცა.

    აღნიშნული განკარგულების თანახმად, შუალედური არჩევნები გაიმართება: №15 ლაგოდეხის საარჩევნო ოლქის №15.15 ცოდნის კარის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქსა და №64 სენაკისსაარჩევნო ოლქის №64.07 თეკლათის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში.

     

  • „ქართული ოცნების" ახმეტისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მოსახლეობას შეხვდნენ

    „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“  ახმეტისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მოსახლეობას შეხვდნენ

     

    „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახმეტის  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გელა სამხარაულმა ამომრჩეველთან შეხვედრები პანკისის ხეობის სოფლებიდან დაიწყო. ახმეტის მაჟორიტარი ომალოს, ხალაწანის, ბირკიანის, ჯოყოლოსა და დუისის მოსახლეობას შეხვდა. დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივებთან  სოციალურ, საგანმანათლებლო და სოფლის მეურნეობის სფეროში გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა.

     გელა სამხარაულმა განსაკუთრებული ყურადღება ძლიერი ადგილობრივი თვითმართველობების ფუნქციონირების აუცილებლობასა და „მთის კანონის“ მიღების შედეგად გამოწვეულ პოზიტიურ პროცესებზე გაამახვილა.

    მისი თქმით,ის სოციალური და საგადასახადო შეღავათები, რაც კანონის ამოქმედებით პანკისის ხეობასა და ზოგადად, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მაცხოვრებლებზე გავრცელდა, სოფლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების რეალური ხელშემწყობი გახდება.

    გელა სამხარაულმა მოსახლეობას სოფლის მეურნეობის სფეროში სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პროგრამებით დაინტერესებისკენ მოუწოდა.

     „მე, როგორც პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დარწმუნებული ვარ, რომ პროგრამები, რომელსაც უკვე 4 წელია ვახორციელებთ, შესაბამის შედეგს აუცილებლად გამოიღებს. ჩვენს გლეხს, ფერმერს თუ მეწარმეს, ადგილობრივი წარმოების განვითრებისთვის ყველანაირი წინაპირობა უკვე შექმნილი აქვს. მსგავს პროექტებში ჩართულობა თითოეული ოჯახისა და მთლიანად სოფლის ეკონომიკური კეთილდღეობის საფუძველი შეიძლება გახდეს. ზოგადად, პანკისის ხეობაში, ისევე როგორც ყველა სხვა რეგიონში, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ, რომელიც სოფლების ინფრასტრუქტურას მოაწესრიგებს, ადგილზე არსებულ რესურსს გამოავლენს და განავითარებს“,- განაცხადა გელა სამხარაულმა.

    “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“  ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატმა,  გურამ მაჭარაშვილმა პირველი შეხვედრები გამართა სოფლებში- ჰერეთისკარი,საქობო,მშვიდობიანი,ვარდისუბანი ,თამარიანი და ჭიაური.

    შეხვედრებმა კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა. კანდიდატმა ამომრჩეველს ,,ქართული ოცნების“ სამოქმედო გეგმა გააცნო.

     მაჭარაშვილის თქმით,განვითარების პროცესი დაწყებულია და მნიშვნელოვანია, რომ ეს ტენდენცია 8 ოქტომბრის შემდეგ კიდევ უფრო სწრაფ ტემპში გაგრძელდეს.

     „მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული,სოციალური და სოფლის მეურნეობის მიმართულობით არაერთი პროექტი და პროგრამა ხორციელდება. განვითარების პროცესი შეუჩერებლად მიმდინარეობს;იგება გზები,სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს გაზიფიცირების პროცესი,ბოლო დროს მუნიციპალიტეტში არსებულ არაერთ საბავშვო ბაღს ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია. ჩვენი მოსახლეობა აქტიურად სარგებლობს სოფლის მეურნეობისა და ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით მიმდინარე სახელმწიფო პროგრამებით. ამის მიუხედავად ვფიქრობ, რომ  ლაგოდეხის განვითარება კიდევ უფრო ფართო მასშტაბებითაა შესაძლებელი,რაც თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში აუცილებლად მოხდება“, - განაცხადა ამომრჩეველთან შეხვედრისას გურამ მაჭარაშვილმა.

  • ლაგოდეხის იუსტიციის სახლი 3 აგვისტოს გაიხსნება

    იუსტიციის მინისტრი ლაგოდეხს ესტუმრა და იუსტიციის სახლის მშენებლობა დაათვალიერა. თეა წულუკიანი პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და მშენებლობაზე დასაქმებულთ გაესაუბრა. თეა წულუკიანთან ერთად ლაგოდეხშიიმყოფებოდა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე.
    იუსტიციის სახლის ფილიალის გახსნის შემდეგ ლაგოდეხის მცხოვრებთ საშუალება ექნებათ, სწრაფად და კომფორტულად მიიღონ  სახელმწიფო და კერძო  სექტორების 400-ზე მეტი სერვისი. იუსტიციის სახლში განთავსდება იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ების − სახელმწიფო სერვისებისგანვითარების სააგენტოს, აღსრულების ეროვნულიბიუროს, საქართველოს ეროვნული არქივის, დანაშაულის პრევენციის ცენტრისა და საჯარორეესტრის ეროვნული სააგენტოს − ოფისები. ლაგოდეხის იუსტიციის სახლში მოეწყობა,აგრეთვე, იუსტიციის სასწავლო ცენტრისტრენინგების ოთახი. 
     ლაგოდეხის იუსტიციის სახლი ერთერთია იმ ოთხი სახლიდან, რომელიც 2016 წლის ბოლომდე გაიხსნება. მშენებლობა მიმდინაროებს ონსა და ახალქალაქში, უკვე გაიხსნა ბორჯომის იუსტიციის სახლი. 

    ლაგოდეხის იუსტიციის სახლის პროექტი არქიტექტორ ლუკა ჩაგანავას ეკუთვნის.  ტენდერი მის მშენებლობაზე გასული წლის მაისში გამოცხადდა. შენობისსაერთო ფართი 760 კვადრატული მეტრი იქნება და აქ 35 ადგილობრივი დასაქმდება.
     

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური