მოსკოვმა უკრაინული საქონლის ტრანზიტი რუსეთის ტერიტორიაზე სრულად აკრძალა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 05 იანვარი 2016 13:07

ოფიციალურმა მოსკოვმა უკრაინული საქონლის ტრანზიტი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე სრულად აკრძალა. ინფორმაციას ამის თაობაზე უკრაინის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის სამინისტროში ავრცელებენ. სრული აკრძალვა ოთხი იანვრიდან გააქტიურდა, თუმცა გადაწყვეტილება ოფიციალურად, 2016 წლის პირველ იანვარს შევიდა ძალაში. როგორც სამინისტროში იუწყებიან, აკრძალვა გაუმართლებელი და დისკრიმინაციულია და ის წარმოადგენს იმ ვალდებულებების დარღვევას, რომელიც რუსეთს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებით ეკისრებოდა. ასევე, 2011 წლის 18 ოქტომბრის თავისუფალი ვაჭრობის ზონის შეთანხმების მიხედვით, ამ ნაბიჯის გადადგმა მოსკოვის მხრიდან დაუშვებელი იყო. 

წაკითხულია 597 ჯერ

Related items

  • საქართველოსა და უკრაინის "აბორდაჟის" ჯგუფების ერთობლივი წვრთნები ჩატარდა
    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის "აბორდაჟის" ჯგუფებმა, უკრაინელ კოლეგებთან ერთად, მრავალეროვნული საზღვაო სწავლება SEA BREEZE 2021-ის ფარგლებში, ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს.
    წვრთნების მიმდინარეობისას, საქართველოს სანაპირო დაცვის წარმომადგენლებმა უკრაინის საზღვაო ძალებისა და სანაპირო დაცვის წარმომადგენლებთან ერთად, ბერძენი ინსტრუქტორების ჩართულობით, დაგეგმეს და განახორციელეს მაღალი რისკის შემცველი აბორდაჟის ოპერაცია, რომელიც მოიცავდა დამრღვევი გემის შეჩერებას, ტაქტიკური კიბით ასვლას, გადაადგილებას, ხომალდზე მყოფი პირების შემოწმების პროცედურებს და გემზე კონტროლის დამყარებას.
    აშშ-ის მე-6 ფლოტისა და უკრაინის საზღვაო ძალების ერთობლივი ორგანიზებით, სწავლება SEA BREEZE შავ ზღვაში 28 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით იმართება. სწავლება საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო კომპონენტებს მოიცავს და მისი მიზანია მონაწილე ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალებს შორს ურთიერთქმედების დახვეწა და, რეგიონული საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მათი ერთობლივი შესაძლებლობების გაზრდა.
    სწავლების ისტორიაში, SEA BREEZE 2021 ყველაზე მასშტაბურია. მასში ექვსი კონტინენტის 32 ქვეყნის 5000-მდე პერსონალი, 32 გემი, 40 საჰაერო ხომალდი და სპეციალური ოპერაციებისა და მყვინთავთა 18 ჯგუფი მონაწილეობს.
    შსს-ს პრეს-რელიზი
     
  • საქართველოს უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი ეწვევა

    საქართველოს უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი ეწვევა. ამის შესახებ უკრაინის პრემიერმა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან შეხვედისას განაცხადა. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, ორი ქვეყნის ერთიანი ძალისხმევა საერთო მიზნების - ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მისაღწევად.
    საქართველოს ვიცე-პრემიერმა კიდევ ერთხელ გამოხატა ქართული მხარის შეშფოთება უკრაინის საზღვრებთან და დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე განვითარებული პროცესების გამო და კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საქართველოს მხარდაჭერა.
    მხარეები მიესალმნენ სამი ასოცირებული ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის მემორანდუმის გაფორმებას ევროინტეგრაციის საკითხებზე და გამოხატეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყნების ეკონომიკურ და სექტორულ დაახლოებას.
    შეხვედრაზე მხარეებმა ასევე მიმოიხილეს სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გააქტიურების და გაღრმავების შესაძლებლობები. კმაყოფილებით აღინიშნა, რომ უკრაინა ინარჩუნებს საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის მოწინავე ადგილს. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომში გააქტიურებისთვის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის გამართვის დადებით პრაქტიკას.
    მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს საქართველოს და უკრაინის მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობას ევროკავშირთან არსებული შესაძლებლობების, მათ შორის DCFTA-ს ეფექტიანი გამოყენების თვალსაზრისით.
    კმაყოფილებით აღინიშნა ტურიზმის სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის მაღალი დინამიკა, ასევე ის დიდი პოტენციალი, რაც არსებობს ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის გააქტიურების და ამ მიმართულებით შავი ზღვის პოტენციალის გამოყენების კუთხით.
    შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ორი ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს და მხარეები მიესალმნენ კიევისა და თბილისის ძალისხმევას, რომ ნატო-ს მომდევნო სამიტზე სათანადოდ იქნას ასახული ორივე ქვეყნის ინტეგრაციული მიზნები. უკრაინის პრემიერმა კმაყოფილებით აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან არსებული მჭიდრო თანამშრომლობა და მაღალი დონის კომუნიკაცია.
    შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს ვაქცინების სამართლიანი გადანაწილების პროცესში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ერთიან კომუნიკაციას ევროკავშირთან.

  • უკრაინამ, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში უკრაინის მოქალაქეების სამხედროში გაწვევა დაგმო

    უკრაინამ, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში უკრაინის მოქალაქეების სამხედროში გაწვევა დაგმო. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" ავრცელებს.

    საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სამხედროში გაწვევა საერთაშორისო სამართლისა და 1949 წლის ჟენევის კონვენციის დარღვევაა.

    განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი უკრაინის მოქალაქეების სამხედროში გაწვევით ომის დანაშაულს ჩადის და რუსეთის მიერ ჩადენილი ამ ფაქტს გმობენ.

    აქვე აღნიშნულია, რომ რუსეთმა 2015 წლის შემდეგ უკანონოდ მოახდინა 12-ჯერ 28 ათასი ადამიანის სამხედროში გაწვევა.

    განცხადებაში საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებენ გააძლიერონ რუსეთზე პოლიტიკური და დიპლომატიური ზეწოლა და რომ უკრაინა გააგრძელებს რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევის ფაქტების დამტკიცებას.

  • უკრაინაში ჩინური „სინოვაკი“-ს ვაქცინის გამოყენების თანხმობა გასცეს

    უკრაინაში ჩინური კომპანია „სინოვაკი“-ს მიერ ახალი ტიპის კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილი ვაქცინის გამოყენების თანხმობა გასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" ავრცელებს.

    უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, იგორ ივაშენკომ Facebook-ით გაკეთებულ ვიდეო გზავნილში განაცხადა, რომ AstraZeneca-ს და Pfizer-ის შემდეგ „სინოვაკი“-ს ვაქცინაც დამტკიცდა.

    უკრაინამ, რომელმაც AstraZeneca-ს გამოყენებით 24 თებერვალს მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო, 2020 წლის დეკემებერში ვაქცინის 1,9 მილიონი დოზის მიღების თაობაზე „სინოვაკ“-თან შეთანხმება გააფორმა.

  • ალექსეი ნავალნი დააკავეს, ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს დაუყონებლივ მოხდეს მისი გათავისუფლება

    რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, რომელიც გერმანიიდან მკურნალობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა, მოსკოვში აეროპორტში, საპასპორტო კონტროლზე დააკავეს, ხოლო მის ადვოკატს, ოლგა მიხაილოვას, მასთან ყოფნის უფლება არ მისცეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" ავრცელებს.

    რუსეთის ფედერალური ციხის სამსახურების მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ალექსეი ნავალნი, რომელსაც 2020 წლის 29 დეკემბრიდან გამოსაცდელი ვადის განმეორებით დარღვევებზე ეძებდნენ, შერემეტიევოს აეროპორტში იქნა დაკავებული.

    მეორეს მხრივ, ალექსეი ნავალნის დაკავებას ევროკავშირისგან მაშინვე მოჰყვა გამოხმაურებები.

    ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დაკავებას „მიუღებელ“ ფაქტს უწოდებს და რუსეთის ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

    ფაქტს ასევე გამოეხმაურა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელიც და აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს ალექსეი ნავალნის უფლებებს და იგი გაათავისუფლოს.

    ცნობისთვის, ბერლინიდან მოსკოვში დაბრუნებული რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი მოსკოვის აეროპორტში დააკავეს. ის ბერლინის კლინიკაში სამკურნალოდ 2020 წლის აგვისტოს, ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ გადაიყვანეს, რომელიც საავადმყოფოდან გასული წლის 23 სექტემბერს გაწერეს.

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური