გუდაური - კობის მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 04 იანვარი 2016 11:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესებულია საავტომობლო გზების შემდეგ მონაკვეთებზე:

საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ქარბუქისა და ზვავსაშიშროების გამო, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

თოვლისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის არაგვისპირი-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მლეთა–გუდაურის(ფოსტას) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო არაგვისპირი-მლეთის და კობი-ლარსის მონაკვეთზე თავისუფალია. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას  იკრძალება მათი გაჩერება.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის  გამო, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138-კმ248 ჩუმათელეთი-ზესტაფონი-ნახშირღელე-ქუთაისის შემოსავლელი გზა-ბაშის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა  თავისუფალია.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თოვლისა და ლიპყინულის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ37-კმ71 (ტყიბული-ამბროლაური) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა  კმ37-კმ50 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო კმ50-კმ71 მონაკვეთზე თავისუფალია. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დიდთოვლობის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ70 (ჯვარი-ხაიში) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და ლიპყინულის გამო, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ20-კმ160 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა  თავისუფალია.

ინტენსიური თოვის გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის  კმ1-კმ58 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ძლიერი ქარბუქის და დაბალი ხილვადობის გამო), კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის საუღელტეხილო მონაკვეთზე (ნარდევანი–როდიონოვკა(ფარავანი) კმ94–კმ110, ყველა სახის ავტოტრანსპორტის  მოძრაობა  აკრძალულია. 

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები მთელი საქართველოს მასშტაბით გზის გაწმენდით სამუშაოებს 24 საათის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ.

წაკითხულია 463 ჯერ

Related items

  • ვარშავაში დაფუძნდა მოძრაობა მშვიდობისთვის IDIFA

    მოძრაობა მშვიდობისთვის IDIFA-მ, რომლის შტაბ-ბინაც განლაგებულია პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, მუშაობა დაიწყო და თან ფართომასშტაბიანი გეგმებიც წარმოადგინა. მოძრაობის მთავარი მიზანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში აზერბაიჯანის ეროვნული ინტერესების დაცვა, მთიანი ყარაბაღის სინამდვილეების პროპაგანდა. ამის შესახებ განცხადება IDIFA-ს ერთ-ერთმა ფუძემდებელმა, პოლონეთის აზერბაიჯანელთა გაერთიანების თანადამფუძნებელმა ჯავიდ ზეინალოვმა გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ მიზნების განსახორციელებლად მოძრაობის წინაშე დაყენებულია მთელი რიგი სერიოზული ამოცანები:

    „ჩვენი მოძრაობის ინტერნეტ-პორტალი www.idifa.net-ის მეშვეობით ვეცდებით ჩვენი ამ მიზნებისა და იდეების განხორციელებას. როგორც მოძრაობა, ვაპირებთ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხოურ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, ამავე დროს აზერბაიჯანის შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან და დიასპორულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში შევიტანოთ წვლილი საერთაშორისო პლატფორმებზე ჩვენი სახელმწიფო ინტერესების დაცვის საქმეში“, - ხაზი გაუსვა ჯ. ზეინალოვმა.

    მისივე განცხადებით, უკვე მზადაა მოძრაობის ღონისძიებების ერთწლიანი გეგმა: „ამჟამად ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ორგანიზებულ პრესტიჟულ საერთაშორისო კონფერენციებზე აზერბაიჯანის მაღალ დონეზე წარმომადგენლობის უზრუნველყოფა. გარდა ამისა, უცხოელ ჟურნალისტებთან თანამშრომლობით ვეცდებით გავლენიან მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გავრცელდეს მასალები ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისათვის. ვგეგმავთ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური დაწესებულებების მეშვეობით ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესებთან და საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან შესაბამისი ღონისძიებების, კონფერენციების, ფორუმების ორგანიზებას.

    ამავე დროს, სომხეთის საოკუპაციო პოლიტიკის მხილების მიზნით სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტებთან თანამშრომლობით ვეცდებით შევიტანოთ წვლილი ჩვენი მიწების ოკუპაციის ფაქტისათვის პოლიტიკური შეფასების მიცემის საქმეში. უეჭველია, რომ ამ საქმიანობის განხორციელებისას მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ადგილობრივ გავლენიან და უცხოურ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტებთან, დიასპორულ ორგანიზაციებთან, ავტორიტეტიან საზოგადო-პოლიტიკურ მოღვაწეებთან და ბიზნეს სტრუქტურებთან“, - ", აცხადებს ჯ. ზეინალოვი

    ჯ. ზეინალოვმა აღნიშნა, რომ მოძრაობის აზერბაიჯანის სახალხო რესპუბლიკის დაცემის მე-100 წლისთავზე დაფუძნება შემთხვევითი არ არის და მას აქვს სიმბოლური მნიშვნელობა: „ჩვენ, როგორც მოძრაობა IDIFA, ვიწონებთ და მხარს ვუჭერთ აზერბაიჯანის სახელმწიფოს და მისი შესაბამისი სტრუქტურების საქმიანობას საერთაშორისო არენაზე ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესების დაცვის მიმართულებით. ჩვენც, როგორც მოძრაობა, აზერბაიჯანის წარმომადგენლობის ახალი სტრატეგიული გზებისა და მეთოდების მუდმივი ძიებით ვეცდებით ხელი შევუწყოთ ამ  პოლიტიკას“, - დასძინა პოლონეთის აზერბაიჯანელთა გაერთიანების თანადამფუძნებელმა ჯავიდ ზეინალოვმა.

  • პარლამენტის შენობასთან მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია იმართება

    ამ დროისთვის თავისუფლების მოედანზე, ქაშუეთის ელკესიის მიმდებარე ტერიტორიაზე და პარლამენტის შენობასთან მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია იმართება, რომელიც თბილისში ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის ფორმებსა და ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ არის მიმართული. 

    “თეთრი ხმაურის მოძრაობის წევრის დავით სუბელიანის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები კარვის გაშლას გეგმავენ. “მინდა ყველამ იცოდეს, რომ ეს არ იქნება მოკლე პროცესი, აქციები იქნება პერმანენტული. სავარაუდოდ, აქ გვექნება კარავი, შტაბი, რომელიც 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს. აქტიური გამოსვლების და სხვა აქტივობების გეგმას დავალაგებთ“, - მიმართა სუბელიანმა შეკრებილებს.

    უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცდანიშნულების რაზმი იმყოფება. გარდა ამისა, თბილისში წყლის ჭავლის მანქანები გამოჩნდა, მანქანები ავლაბრის ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან.

    შეგახსენებთ, რომ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები წუხელ კლუბ “ბასიანსა” და კლუბ “გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ და ითხოვენ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების გადადგომას. 
    აქციის მონაწილეებს შემდეგი 4 მოთხოვნა აქვთ: პირველი - თანამდებობა დატოვოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა; მეორე - გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია; მესამე - დაისაჯოს ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი; მეოთხე - დადგეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. საპროტესტო აქცია “თეთრი ხმაურის მოძრაობის” ორგანიზებით იმართება.

  • გუდაური–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

    მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდეს გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდეს ცალმხრივად. ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდეს საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

  • ბათუმი-ახალციხის გზაზე მოძრაობა თავისუფალია

    ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ87-კმ106 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

  • დღეს გუდაურში ახალი საბაგირო გაიხსნება

    კონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანია" 23 დეკემბერს, 12:00 საათზე, გუდაურში ახალ საბაგიროს გახსნის. 

    ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, დაესწრება.

    გუდაურში დამონტაჟდა მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებლის „Doppelmayr"-ის საბაგირო, რომლის მშენებლობა განახორციელა "Black sea Group" -მა. ახალი საბაგიროს ღირებულება 20 მილიონი ლარია.

    გუდაურის კურორტზე მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისა და ახალი საბაგიროს გახსნის ღონისძიების ფარგლებში, დაგეგმილია იმ პიროვნებათა დაჯილდოება, რომლებმაც გასული საუკუნის 80-იან წლებში უდიდესი წვლილი შეიტანეს კურორტის განვითარებაში.

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური