კონკურსის „ლეონადრო და ვინჩი“ გამარჯვებულები აშშ-ში გაემგზავრნენ

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 11 მაისი 2015 11:23

ნორჩ გამომგონებელთა კონკურსში, „ლეონარდო და ვინჩი“, გამარჯვებული მოსწავლეები მსოფლიოში უდიდესი კონკურსის, ინტელის საერთაშორისო-საინჟინრო გამოფენაში - Intel ISEF მიიღებენ მონაწილეობას. ქართველი მოსწავლეები ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს დილით გაემგზავრნენ. მათ გამოგონებებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები პიტსბურგში დაგეგმილ გამოფენაზე გაეცნობიან.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ნორჩ გამომგონებელთა კონკურსს „ლეონარდო და ვინჩი“ ყოველწლიურად ატარებს. კონკურსის მიზანია მეცნიერებითა და ინოვაციით დაინტერესებული, გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების გამოვლენა, მათი წახალისება, სწავლის დონის ამაღლების, ტექნიკური პროგრესის მიმართ მოზარდთა ინტერესის გაღვივების, მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა.

კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ გრანპრის მფლობელები არიან:  თემურ ჩიჩუა, ალექსანდრე თოიძე და ნიკოლოზ მინაშვილი. პირველი ადგილი ვახტანგ დონაძემ და ირაკლი ჩხეიძემ, მეორე ადგილი ირაკლი კაპანაძემ და კარლო ხუციშვილმა, ხოლო მესამე ადგილი ნიკა ალავიძემ დაიკავა.

კონკურსის ჩატარებას და  ადმინისტრირებას სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი უზრუნველყოფს ხოლო, ამერიკის შეერთებულ შტატებში "ლეონარდო და ვინჩის" გამარჯვებულების გამგზავრება ინტელის ფონდმა დააფინანსა.

სამეცნიერო სფეროში ახალგაზრდა კადრების მოზიდვა, სამეცნიერო მიმართულებებით მოზარდების ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან დაინტერესება სამომავლოდ ხელს უწყობს ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის ამაღლებასა და განვითარებას.

 

წაკითხულია 373 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური