წყალბურთელთა ნაკრების ორი გამარჯვება სტამბოლში

გამოქვეყნებულია სპორტი
ოთხშაბათი, 30 დეკემბერი 2015 13:50

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს. იოვან პოპოვიჩის გუნდი თურქეთში, "სტამბოლის თასზე" გამოდის, სადაც ორი მატჩის ჩატარება მოასწრო და ორივეში გაიმარჯვა. საქართველოს ნაკრებმა თურქეთი 14:10, ხოლო რუმინეთი 12:9 დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ რუმინეთი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეა.
დღეს, ჩვენი გუნდი ჰოლანდიას დაუპირისპირდება. ტურნირის დასრულების შემდეგ წყალბურთელები სახლებს დაუბრუნდებიან და 3 იანვარს ამსტერდამში დასკვნით შეკრებაზე წავლენ, სადაც ჰოლანდიის ნაკრებთან ერთად ივარჯიშებენ და ტესტმატჩებსაც გამართავენ. ეროვნული გუნდი 6 იანვარს ნოვი-სადში ჩავა, 8 იანვარს კი ბელგრადს ესტუმრება.
10 იანვარს ევროპის ჩემპიონატი დაიწყება. ევროპის 2016 წლის ჩემპიონატი ბელგრადში 10-23 იანვარს ჩატარდება. 16 გუნდი 4 ოთხგუნდა ჯგუფადაა დაყოფილი. საქართველოს ნაკრები რუმინეთის, გერმანიისა და იტალიის ნაკრებებთან ითამაშებს.

წაკითხულია 803 ჯერ

Related items

  • საკალათბურთო თასის გათამშების პირველი ოთხთა ფინალი 26-27 აპრილს გაიმართება

    27 აპრილს საქართველოს თასის გამარჯვებული გამოვლინდება. ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი პრესტიჟული საკალათბურთო ტიტულისთვის რომელი გუნდები შეხვდებიან, ეს 26 აპრილს გაირკვევა, როცა სტარტს აიღებს ოთხთა ფინალი, რომელიც საქართველოს თასის გათამაშებისთვის ისტორიულია.

    პირველად, თასის გათამაშების დასკვნითი ფაზა ოთხთა ფინალით ჩატარდება. აღნიშნული სიახლე ამ ტურნირში წინა წელს დაიგეგმა, თუმცა კოვიდ-პანდემიის გამო ოთხთა ფინალის ჩატარება ვერ მოხერხდა, რადგან თასის გათამაშება, ისევე როგორც სხვა დანარჩენი ტურნირები 2020 წლის მარტში შეწყდა.

    კოვიდ-ვითარება ახლაც არაა სტაბილური, თუმცა რეგულაციების დაცვით ვაჟთა პროფესიული საკალათბურთო ტურნირები (სუპერლიგა, “ა” ლიგა,  თასის გათამაშება) გეგმაზომიერად მიმდინარეობს.

    თასის გათამაშების ოთხთა ფინალში გასულები არიან რუსთავი, ქუთაისი, ცხუმ-აფხაზეთი და ოლიმპი. კოვიდ-რეგულაციების გამო ოლიმპისა და თსუ-ის წყვილიდან ოთხთა ფინალში ოლიმპელები ითამაშებენ, რომლებიც ნახევარფინალში ტურნირის ფავორიტ რუსთავს შეხვდებიან. მეორე წყვილში ქუთაისი ცხუმ-აფხაზეთს დაუპირისპირდება.

    ნახევარფინალები ერთმატჩიანია და 26 აპრილს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. გამარჯვებულები ფინალში გავლენ და მეორე დღეს სატიტულო მატჩს ითამაშებენ. მატჩების პირდაპირ ტრანსლაციას შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ჩვენს ვებ-გვერდზე, წარმოდგენილ ბმულზე: http://gbf.ge/tournament/georgian-cup/schedule

    ფინალური შეხვედრა ოლიმპიურ სასახლეში 27 აპრილს, 17:00 საათზე დაიწყება.

  • მინისტრებმა ხელი მოაწერეს სამინისტროებს შორის თანამშრომლობის 2021-2022 წლის სამოქმედო გეგმას

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოგდან აურესკუმ ხელი მოაწერეს 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმას საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. ხელმოწერის ცერემონია ქ. ბუქარესტში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში გაიმართა.

    საგარეო უწყების ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე დავით ზალკალიანმა კოლეგას მადლობა გადაუხადა რუმინეთი-პოლონეთი-თურქეთის სამმხრივ მინისტერიალზე საქართველოს და უკრაინის მოწვევის გამო, რაც რუმინეთის მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერის მორიგი დემონსტრირებაა. 

    მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველო-რუმინეთის ახლო მეგობრობას და მჭიდრო პარტნიორობას შავი ზღვის რეგიონში, ისევე როგორც რუმინეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების და ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონის უსაფრთხოების გარემოს.

    მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და ხაზი გაუსვეს როგორც პარტნიორი ქვეყნების, ასევე ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობას ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. ხაზი გაესვა საქართველოს და რუმინეთის, როგორც შავი ზღვის აუზის ქვეყნების თანამშრომლობის მნიშვნელობას ტრანსპორტის, ენერგეტიკის და საერთაშორისო სატრანზიტო კავშირების განვითარების მიმართულებით. ამ მხრივ კიდევ ერთხელ აღინიშნა კასპია-შავი ზღვის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის შეთანხმება, რომელიც 4 ქვეყნის მონაწილეობით 2019 წელს ბუქარესტში გაფორმდა. 

    მინისტრებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს მნიშვნელოვან როლზე ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების და ევროპა-აზიის ეფექტიანი კავშირის უზრუნველყოფის კონტექსტში. ამ მხრივ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ფარგლებში დაკავშირებათობის დიალოგის დაფუძნების მნიშვნელობას.

  • თურქეთმა თავდაცვის ძალებს ახალი სპეციალური ტექნიკა გადასცა

    თურქეთის რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს თავდაცვის ძალებს, მარნეულის აეროდრომის მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა სახის სპეციალური ტექნიკა გადასცა. ამის თაობაზე თავდაცვის უწყების ადმინისტრაცია იტყობინება.

    ტექნიკის გადაცემა თურქეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ხელმოწერილი „სამხედრო ფინანსურ სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულების“ ფარგლებში განხორციელდა. 
    ახალი სატრანსპორტო და დამხმარე სააეროდრომო საშუალებების გადაცემის ოფიციალური ღონისძიება მარნეულში, შერეული საავიაციო ესკადრილიის ბაზაზე გაიმართა.

    ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბატონი ჯუანშერ ბურჭულაძე, თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი, თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდალი პოლკოვნიკი სერგო ნინუა და თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშე და ატაშატის წარმომადგენლები დაესწრნენ.

    ცერემონიის ფარგლებში, მიღება-ჩაბარების აქტს საქართველოს მხრიდან თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალმა პოლკოვნიკმა სერგო ნინუამ, ხოლო თურქეთის მხრიდან - სამხედრო ატაშემ, პოლკოვნიკმა ბურაქ ალთინერმა მოაწერეს ხელი. 
    საქართველო და თურქეთი თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით მრავალი წელია მჭიდროდ და წარმატებით თანამშრომლობენ.

  • გახდება თუ არა „ვანის ტბა“ NASA-ს მხრიდან გადაღებულ ფოტოებს შორის საუკეთესო?

    ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს /NASA/ მიერ კოსმოსური სივრციდან გადაღებული ფოტოების, ონლაინ ფოტოკონკურსის სახელწოდებით „მსოფლიო ტურნირი“, ფინალში გავიდა თურქეთში მდებარე „ვანის ტბის“ სურათიც. ამის თაობაზე ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" ავრცელებს.

    მათი მონაცემებით, მეორე ფინალისტი კი „მოძრავი ვარსკვლავები“ სახელწოდების ფოტო დასახელდა. კენჭისყრა ვებგვერდზე „earthobservatory.nasa.gov/tournament-earth“ აშშ-ს ადგილობრივი დროით, 12 აპრილს 12:00 საათზე დასრულდება.

    თურქეთის "ვანის ტბის" მიმართ ხმის მიცემასთან დაკავშირებით კი თურქეთის სახელმწიფოს მმართველებიც ჩაერთნენ და მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. მათ შორის გახლავთ შინაგან საქმეთა მინისტრი, კულტურისა და ტურიზმის მინისტრი, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მეუღლე, ემინე ერდოღანი და სხვები.

  • საქართველოს არჩევანი: თურქეთი ევრობასკეტზე თბილისის ჯგუფში იასპარეზებს

    ევროპის მომავალ საკალათბურთო ჩემპიონატზე საქართველოს ჯგუფის მეორე წევრი ცნობილია. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" კალათბურთის ფედერაციის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    ეს გახლავთ თურქეთის ეროვნული გუნდი, რომელიც 2022 წლის სექტემბერში თბილისში გასამართ ჯგუფში საქართველოსთან ერთად იასპარეზებს. ეს ამბავი ოფიციალურად დღეს, მას შემდეგ გადაწყდა, რაც ფიბა-მ საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა ევრობასკეტის მასპინძელი ქვეყნების – საქართველოსა და იტალიის არჩევანი, რომლებმაც შესაბამისად თურქეთი და ესტონეთი აირჩიეს.

    პარტნიორი ფედერაციების არჩევის პრაქტიკა 2015 წლის ევრობასკეტიდან მომდინარეობს და მისი მიზანი ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მასპინძელი ქვეყნებისთვის ღონისძიების მარკეტინგული და სპორტული მხარის უკეთესად დაგეგმვაა, ასევე შესაძლებელია, მასპინძელმა მომავალი მეტოქე სიძლიერის მიხედვით შეარჩიოს.

    შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტ 2022-ს 4 ქვეყანა – გერმანია, საქართველო, იტალია და ჩეხეთი მასპინძლობენ. გერმანიამ და ჩეხეთმა არჩევანი წინა თვეში გააკეთეს. პირველმა ლიეტუვა აირჩია, ხოლო ჩეხებმა პარტნიორად პოლონეთი დაასახელეს. დღეს საკალათბურთო სამყარომ  საქართველოსა და იტალიის არჩევანია შესახებაც შეიტყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი ჩემპიონატისთვის თითო ჯგუფის 2-2 წევრი უკვე ცნობილია.

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური