ჩერნოვეცკი სამთავრობო ცვლილებებს ეხმაურება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 25 დეკემბერი 2015 16:47

სამთავრობო ცვლილებებს პარტია „ბედნიერი საქართველოსთვის“ ლიდერი ლეონიდ ჩერნოვეცკი ეხმაურება. 

ის უარყოფითად აფასებს იმ ფაქტს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარი გადადგომის მიზეზები არ განმარტა.

„პირველად გავიგე ევროპული ქვეყნის შესახებ, სადაც საზოგადოება მთავრობის მეთაურისგან, თავისი გადადგომის მიზეზების შესახებ მკაფიო განმარტებას არ იღებს. რა უნდა მომხდარიყო: პრემიერი ავად გახდა, ჩაიდინა გაუგებარი საქციელი, არ ეთანხმება პარლამენტის უმრავლესობას, ვერ ატარებს საკუთარ პოლიტიკურ ხაზს, თუ არის რამე სხვა მიზეზები, რომლებიც შესაძლოა უკავშირდებოდეს მომავალ საპარლამენტო არჩევნებს? ნებისმიერ შემთხვევაში, ირაკლი ღარიბაშვილს უნდა ეყოს გამბედაობა, გამოავლინოს პატივისცემა ქართველი ხალხის მიმართ და თქვას, თუ რა მოხდა სინამდვილეში... რა გახდა ასეთი ნაჩქარევი გადადგომის მიზეზი?!

ამავე დროს, როგორც პარტია „ბედნიერი საქართველოსთვის“ ლიდერი, ვთვლი, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს მკაცრად განსაზღვრულ კონსტიტუციურ ვადაში, რათა დარჩენილი 10 თვის განმავლობაში,საქართველოს მოქალაქეებს მიეცეთ შესაძლებლობა გაარკვიონ, თუ ვინ წარმოადგენს მათ ინტერესებს მომავალ მთავრობასა და პარლამენტში. არჩევნების დაჩქარებამ შესაძლოა საქართველოს მოსახლეობისთვის, ძალიან მძიმე შედეგები გამოიწვიოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

წაკითხულია 724 ჯერ

Related items

  • ჩერნოვეცკის ფონდის განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად აღიარების პროცესი დასრულდა

    სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ლეონიდ ჩერნოვეცკის ფონდის - "გაერთიანება ბედნიერი საქართველოსთვის" - განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად აღიარების პროცესი დაასრულა. აღნიშნული ფონდი დაექვემდებარება "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით პოლიტიკური პარტიებისთვის დადგენილ შეზღუდვებს და მათი შემოსავლები და ფინანსური ანგარიშები საჯარო იქნება.

    "აღსანიშნავია, რომ ყველა სუბიექტი, რომელსაც გააჩნია საარჩევნო მიზნები და ამ მიზნების მისაღწევად გაწევს ფინანსურ ხარჯს, უნდა დაექვემდებაროს პოლიტიკური პარტიებისთვის კანონმდებლობით დადგენილ წესებს. შესაბამისად, მივმართავთ ნებისმიერ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს, რომელიც გეგმავს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას, დარეგისტრირდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში. აღნიშნულის მიზანია მივაღწიოთ პოლიტიკური ფინანსების მაქსიმალურ გამჭვირვალობას, რათა დაინტერესებულმა პირებმა იცოდნენ, თუ როგორ ფინანსდება და იხარჯება თანხები სუბიექტების მიერ", - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

     

  • ნარმანია მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს

    თბილისის მერი საკუთარ საქმიანობას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ არ იცის რატომ უნდა დატოვოს თანამდებობა.

    „რატომ გადავდგე, მაშინ როცა საქმე ვაკეთებთ? მაშინ როცა საკმაოდ მნიშვნელოვანი გეგმები გვაქვს. რა თქმა უნდა ამ ყველაფერს მივუყვებით გეგმაზომიერად და ამის საფუძველი არ არსებობს,“ - აცხადებს დავით ნარმანია.

    მისი გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას დავით ნარმანია ჭორს უწოდებს და ამბობს, რომ ამ ამბავს რეალობასთან კავშირი არ აქვს.

  • შალვა ნათელაშვილი პრემიერის გადადგომაზე

    მთავრობაში საკადრო ცვლილებებსა და პრემიერმინისტრობის ახალ კანდიდატს არასაპარლამენტო ოპოზიციაში აფასებენ. ლეიბორისტული პარტიის ლიდერი მიიჩნევს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან წასვლა და ახალი პრემიერის დანიშვნა ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება.

    „მისი სახე პირდაპირ მიუთითებ, რომ პატრონმა ამ თანამდებობიდან კინწისკვრით გააგდო. ოლიგარქი ე.წ. პრემიერმინისტრად ანუ საკუთარი მილიარდების დარაჯად, მორიგ ბანკირს გვინიშნავს. ეს ფაქტიც იმიტომაა ხალხისთვის სულში ჩაფურთხება, რომ ბატონი კვირიკაშვილი ავად სახსენებელ 90-იანებში ავბედით ვანო ჩხარტიშვილთან ერთად გაერთიანებულ ქართულ ბანკში მოღვაწეობდა, საიდანაც მათ, როგორც ცნობილია ჩვენი ხალხის ანაბრები დაიტაცეს და ქვეყანა მშიერ-ტიტველი დატოვეს,“- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.  

  • "ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე"-გიორგი კვირიკაშვილი

    პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა,
    მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს ირაკლი ღარიბაშვილსა და საპარლამენტო უმრავლესობის თითოეულ წევრს გამოცხადებული ნდობისთვის.
    „ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და თითოეული მოქალაქის წინაშე. ვეცდები, რომ მაქსიმალურად დავიხარჯო ამ პასუხისმგებლობის ასრულებაში. მინდა მადლობა გადავუხადო ირაკლი ღარიბაშვილს. ჩვენ ძალიან ბევრი კარგი საქმე ერთად გავაკეთეთ და წილად მხვდა ბედნიერება, რომ ვყოფილიყავი ვიცე-პრემიერი, როდესაც იგი იყო პრემიერ-მინისტრი. ასევე იმ ნდობისთვის, რომელიც მან სულ ცოტა ხნის წინ გამომიცხადა. მადლობა მინდა ასევე ვუთხრა უმრავლესობის თითოეულ წევრს, რომლებმაც ნდობა გამომიცხადეს ჩემი პრემიერ-მინისტრობის პოსტზე წარსადგენად. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და თითოეული მოქალაქის წინაშე. ვეცდები, მაქსიმალურად დავიხარჯო ამ პასუხისმგებლობის ასრულებაში“,- განაცხადა კვირიკაშვილმა.
    საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი კვირიკაშვილი დაასახელა.

  • ნოდარ ხადურმა თანამდებობა დატოვა

    ნოდარ ხადურმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია ამ წუთებში დაუზუსტებელია ,თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ფინანსთა მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი თანამშრომლებს დაემშვიდობა. შეგახსენებთ, რომ ნოდარ ხადურის გადადგომის შესახებ ინფორმაცია აქტიურად ვრცელდებოდა ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ. ახალ მინისტრთა კაბნეტში ცვლილებები არ გამორიცხა არც პრემიერობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა.

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური