სტუდენტები კიბერუსაფრთხოების ბიუროში

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 08 მაისი 2015 20:17

 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროში საინფორმაციო დღე გაიმართა. ბიუროს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ფაკულტეტების მეორე და მესამე კურსის სტუდენტები ესტუმრნენ.

კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა ანდრია გოცირიძემ სტუდენტებს ბიუროს დაარსების ისტორიის, ფუნქციის, ამოცანებისა და მიზნების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. მან სტუმრებს პოტენციურ კიბერსაფრთხეებზე ინფორმაცია მიაწოდა და რეკომენდაციები მისცა. მოგვიანებით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დღესვე, სტუდენტებმა კიბერუსაფრთხოების ბიუროს თანამშრომლების მიერ მომზადებული ვიდეორგოლი ნახეს, რომელშიც საუბარია კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობაზე, საფრთხეებსა და ბოლო წლებში მომხდარ კიბერინციდენტებზე.

კიბერუსაფრთხოების ბიუროში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებთან მსგავს შეხვედრებს მომავალშიც გეგმავენ. ახლახან კიბერუსაფრთხოების ბიურომ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მოხალისეებს უმასპინძლა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს ერთ-ერთი პრიორიტეტი ახალგაზრდა კადრების მოზიდვა და კიბერუსაფრთხოების სფეროს განვითარების მიზნით, ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნებთან ურთიერთობის დამყარებაა.

წაკითხულია 656 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური