საინჟინრო ბრიგადაში ინსტრუქტორთა მომზადების კურსის დახურვის ცერემონიალი გაიმართა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 08 მაისი 2015 19:11

საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო საინჟინრო ბრიგადის EOD ასეულის პირველი დონის ინსტრუქტორთა მომზადების ტრენინგი დასრულდა. 

კურსის დახურვის საზეიმო ცერემონიალი საინჟინრო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრო.

სიტყვით გამოსვლისას, გენერალური შტაბის უფროსმა სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აშშ-ის ევროპული სარდლობის ინსტრუქტორებს სწავლების ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა.

კურსის წარმატებით დასრულება მონაწილეებს კოლინ ტომსონმა, პოლკოვნიკმა მაქსიმილიან ედერმა და საინჟინრო ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა გოჩა შავგულიძემაც მიულოცეს და კურსის დასრულების დამადასტურებელი სერთიფიკატები გადასცეს.

დღესვე, ამერიკულმა მხარემ სამხედრო საინჟინრო ბრიგადის EOD ასეულს ტრენინგის განმავლობაში გამოყენებული, 95 000 დოლარის ოდენობის საინჟინრო საშუალებები და მატერიალური ქონება გადასცეს.

აღჭურვილობის გადაცემასთან დაკავშირებით, აშშ-ის ევროპული სარდლობის წარმომადგენელმა, მაიორმა კოლინ ტომსონმა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდალმა, პოლკოვნიკმა მამუკა ცხვედიანმა დოკუმენტს მოაწერეს ხელი.

სამხედრო საინჟინრო ბრიგადის EOD ასეულის სამხედრო მოსამსახურეებისთვის ტრენინგი 21 აპრილს დაიწყო. 

ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ნდობის ფონდის პროექტ „საქართველო IV“-ის ფარგლებში, აშშ-ის ევროპული სარდლობის წარმომადგენლები (EUCOM) 15 სამხედრო მოსამსახურეს სამი კვირის განმავლობაში ამზადებდნენ. სწავლება სამხედრო-საინჟინრო ბრიგადის ბაზასა და ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე მიმდინარეობდა. ტრენინგი მიზნად, განაღმვით ოპერაციებში სამხედრო ინჟინრებით დაკომპლექტებული ასეულის შესაძლებლობების გაზრდას ისახავდა.

წაკითხულია 419 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური