C ჰეპატიტის ელიმინაციის გეგმის ფარგლებში უფასო სკრინინგი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ოთხშაბათი, 23 დეკემბერი 2015 11:56

C ჰეპატიტის ელიმინაციის გეგმის ფარგლებში უფასო სკრინინგი მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს. შესაბამისი კვლევა ბათუმში სტუდენტებს ჩაუტარდათ. 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალისტები მობილური ლაბორატორიებით შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტს ესტუმრნენ. კვლევები რეგიონებსა და ქალაქებში ტარდება. 

C ჰეპატიტზე ნებაყოფლობითი სკრინინგი 50 ათასამდე ადამიანმა უკვე გაიარა. მათ შორის 12 ათასი პატიმარია. 

წაკითხულია 660 ჯერ

Related items

  • „გილეადის“ ხელმძღვანელობა ჯანდაცვის მინისტრს შეხვდა

    საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამის მიმდინარეობა ვირუსის სამკურნალო მედიკამენტის მწარმოებელი კომპანია „გილეადის“ ხელმძღვანელმა პირებმა შეაფასეს. ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლობა საქართველოს დღეს გამთენიას ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში, კომპანია „გილეად საიენსის“ აღმასრულებელი თავმჯდომარე ჯონ მარტინი, კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი გრეგ ალტონი, უფროსი ვიცე-პრეზიდენტი კლიფორდ სამუელი და უფროსი დირექტორი გრემ რობერტსონი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს შეხვდნენ. მინისტრმა კომპანიის ხელმძღვანელებს უპრეცედენტო პროგრამის განხორციელებისთვის საზოგადოების სახელით მადლობა გადაუხადა. დახურულ შეხვედრაზე პროექტის ეტაპობრივი შეფასება გაკეთდა. C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტის მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელობა პირადად ჯანდაცვის მინისტრისგან გაეცნო უახლეს ინფორმაციას ელიმინაციის პროგრამის მიმდინარეობის, პროექტში ჩართული და განკურნებული პაციენტების, ასევე, იმ ღონისძიებების შესახებ, რომელიც ვირუსის მატარებელთა გამოვლენას ისახავს მიზნად. დახურულ შეხვედრაზე ჰეპატიტთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს გამოცდილებაზე და ამ კუთხით დაგროვებული ცოდნის სხვა ქვეყნებისთვის გაზიარებაზე გაამახვილეს ყურადღება. დასკვნით ნაწილში კი, ელიმინაციის პროგრამის შესახებ მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება გაიმართა. კომპანია „გილეად საიენსის“ აღმასრულებელმა თავმჯდომარემ პროგრამის მიმდინარეობა შეაფასა და იმ მიზეზებზე გაამახვილა ყურადღება, რის გამოც საქართველო შეირჩა. “C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ძალიან ეფექტურად მიმდინარეობს. რეგისტრირებულია 40.000-ზე მეტი ადამიანი, ბენეფიციართა უმრავლესობა განკურნებულია. ჩვენ შევარჩიეთ საქართველო, თუ მან შეგვარჩია ჩვენ - ეს სხვა დისკუსიის საგანია. საქართველო შეირჩა, რადგან მას ჰქონდა პროგრამის განხორციელების უნარი და აკმაყოფილებდა ყველა საჭირო პარამეტრს,” – განაცხადა, ჯონ მარტინმა. საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და მედიკამენტის მწარმოებელი კომპანია „გილეადის“ მხარდაჭერით ხორციელდება. ურთეირთგაგების მემორანდუმს ხელი 2015 წლის 21 აპრილს მოეწერა. 2016 წლის 18 აპრილს კი, ათწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც ქვეყანაში C ჰეპატიტის ვირუსის სრულ ელიმინაციამდე კომპანიის მხრიდან მედიკამენტით უწყვეტ უზრუნველყოფას გულისხმობს. ამ დროისთვის, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში 43.000-მდე პირია რეგისტრირებული, ამათგან 40.000-ზე მეტი ბენეფიციარი უკვე ჩაერთო პროექტში, 31.000-ზე მეტმა კი დაასრულა მკურნალობის კურსი. პროგრამის მიზანი საქართველოში C ჰეპატიტის სრული ელიმინაცია, ვირუსით გამოწვეული ავადობა-სიკვდილიანობის შემცირება და ახალი შემთხვევების აღმოცენების პრევენციაა. 

  • ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ყაზახ კოლეგას შეხვდა

    ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ყაზახ კოლეგას შეხვდა. ყაზახეთის დელეგაციის წევრები საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებს გაეცნენ. ასევე მიიღეს ინფორმაცია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის, პირველადი ჯანდაცვის რეფორმისა და კერძო დასახელმწიფო პარტნიორობის ფორმატზე.

    შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საქართველო-ყაზახეთს შორის პარტნიორული თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებიც განიხილეს.

  • პრემიერ-მინისტრი ზუგდიდში C ჰეპატიტის მართვის უპრეცედენტო მასშტაბის ცენტრს გახსნის
    C ჰეპატიტის მართვის უპრეცედენტო მასშტაბის ცენტრი იხსნება, -ცერემონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ საზოგადოებრივს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს. C ჰეპატიტის მართვის ცენტრში სერვისების სრული სპექტრი იქნება წარმოდგენილი. ბენეფიციარები სკრინინგს, დიაგნოსტიკას, ექიმის კონსულტაციას, რეგისტრაციასა და მედიკამენტებს ადგილზე, ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღებენ. 12:00 საათზე, მთავრობის მეთაური ზუგდიდის ტექნოპარკს ესტუმრება, სადაც ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გამარჯვებულ ადგილობრივ მოსწავლეებს შეხვდება. ხვალვე, პრემიერი ზუგდიდის წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო სამუშაოებს დაათვალიერებს და სოფელ ზედა ეწერში ხილის გადამამუშავებელ ახალ საწარმოს გახსნის. 14:00 საათზე, გიორგი კვირიკაშვილი მალთაყვის სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნობა. უკვე მოწყობილია 3 კილომეტრამდე სიგრძის ახალი პლაჟი, ხოლო პროექტის დასრულების შემდეგ მალთაყვას 7-კილომეტრიანი კეთილმოწყობილი პლაჟი ექნება.
  • C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის მეორე შეხვედრა მიმდინარეობს

    C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის მეორე შეხვედრა მიმდინარეობს ამ წუთებში თბილისში.ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრმა და საქართველოში შეერთებული შტატების ელჩმა გახსნეს. მათ პირველი ფაზის მიმდინარეობა შეაფასეს.შეხვედრის მონაწილეები სამომავლო გეგმებსა და პრევენციის გზებზე მსჯელობენ.C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა საქართველოში 2015 წლის აპრილიდან დაიწყო. ამ დროისთვის 20 ათასამდე ბენეფიციარი მკურნალობს."ჩვენ ორი დღის განმავლობაში გვექნება შესაძლებლობა, რომ დეტალურად შევაფასოთ მიმდინარე პროექტი, გამოვყოთ მისი მიღწევები, ის წერტილები, რომელსაც გაძლიერება სჭირდება," - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. 

  • ჯანდაცვის მინისტრმა აფეთქების შემდეგ დაზარალებულები მოინახულა

    აფეთქების შემდეგ დაზარალებულები გვიან ღამით ჯანდაცვის მინისტრმა მოინახულა. დავით სერგეენკო იმედს გამოთქვამს, რომ სამართალდამცველები სწრაფად გამოიძიებენ აფეთქების ამბავს, მანამდე კი მომხდარის პოლიტიკური შეფასებებისგან თავს იკავებს. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური