გოკა გაბაშვილი პრემიერმინისტრის ანგარიშს,სამარცხვინო და ცინიკურს უწოდებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 21 დეკემბერი 2015 18:40

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პრემიერმინისტრის მიერ  3 წლის შეჯამებას გამოეხმაურა.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ მთავრობამ "ტყუილების კორიანტელში და საზოგადოების მოტყუების მცდელობაში" 600 000 ლარი დახარჯა. 

ნაციონალურ მოძრაობაში ასევე მიაჩნიათ, რომ წინა ხელისუფლების დროს დაწყებული პროექტები პრემიერმინისტრმა მოქმედი მთავრობის წარმატებას დაუკავშირა. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას "ცინიკურს" უწოდებენ.

"სიმბოლურია რომ ეს პრეზდენტაცია NDI-ს კვლევებს დაემთხვევა, სადაც პირიქით არის სურათი, ანუ თუ პრემიერი ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი გზით და წარმატებით მიდის გამოკითხულ მოქალაქეთა მხოლოდ 18 პროცენტი ეთანხმება ღარიბაშვილს. აბსოლუტური უმრავლესობა ფიქრობს, რომ  ქვეყანა არასწორი გზით მიდის. საიდან არის ეს განსხვავება კარდინალური?

"მაგალითად ღარიბაშვილი ამბობს, რომ მათ 269 ახალი საწარმო გახსნეს. ბატონმა პრემიერმა ქვეყანას გააგებინა, რომ 80 ლარით გაიზარდა პენსია, როცა მსყიდველუნარიანობა შემცირდა. საქართველოს ეკონომიკა ძალიან ნელა იზრდება. შემცირდა ექსპორტი, იმპორტი და ქვეყანა არის კრიზისში. ეს იყო ტყუილების კორიანტელი. გლობალური დიდი პროექტებიდან მან უტიფრად განაცხადა, რომ მათ ანაკლიის პორტის პროექტი დაიწყეს. ეს იყო ცინიკური გზავნილები. 

"მთავრობა არაფრის შეცვლას არ აპირებს, პარალელურ რეალობაში იმყოფება სადაც ხალხი კარგად ცხოვრობს. მთავრობას არ აქვს ხედვა და გეგმა რომ გამოიყვანოს ქვეყანა კრიზისიდან. მეტიც, მთავრობა უუნაროა.

"ეს იყო სამარცხვინო და ცინიკური მცდელობა თავდაყირა წარმოაჩინოს რეალობა. ადამიანები გრძნობენ, რომ მათი მდგომარეობა უარესდება. მთავრობა არ აკეთებს იმას რისთვისაც ის აირჩიეს. ტყუილების ანალიზზე მოგვიანებით გამოვაქვეყნებთ ინფორმაციას მათ შორის დასაქმებაზე, მასწავლებლების ხელფასზე. თავხედური ტყუილი იყო ღარიბაშვილის მხრიდან როდესაც მან თქვა, რომ მედია და სასამართლო თავისუფალიაო. ღარიბაშვილმა იცრუა მაშინაც, როდესაც განაცხადა, რომ პოლიცია დეპოლიტიზირებულია. მთავრობა წარმოსახვით რეალობაშია,"- განაცხადა დეპუტატმა გოკა გაბაშვილმა საგანგებო ბრიფინგის დროს. 

 

 

 

წაკითხულია 480 ჯერ

Related items

  • პრემიერ-მინისტრსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შორის შემდგარი სატელეფონო საუბარი ადასტურებს ორი ქვეყნის სტრატეგიულ მოკავშირეობას

    „პრემიერ მინისტრსა და ამერიკის სახელმწიფო მდივანს შორის შემდგარი სატელეფონო საუბარი კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან მრავალმხრივი ურთიერთობა და სტრატეგიული პარტნიორობა  გვაკავშირებს, რომელიც  ღრმავდება ყოველდღიურად, ამერიკა კვლავაც განსაკუთრებულად უდგას ჩვენს ქვეყანას გვერდით.“- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ს სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შეფასებისას განაცხადა.

    საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სატელეფონო საუბრისას განხილული იქნა ორმხრივი ურთიერთობის ყველა ძირითადი მიმართულება, მათ შორის   სახელმწიფო მდივანმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი და საქართველოს ხელისუფლების ეფექტიან მუშაობას პანდემიასთან ბრძოლის კუთხით.

    მისივე თქმით,  საუბრისას განხილული იქნა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი და ადგილზე ტერიტორიებზე არსებული მძიმე მდგომარეობა, რა დროსაც მინისტრის განცხადებით მაიკლ პომპეომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. „პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი განიხილა, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, უსაფრთხოებას და პანდემიით გამოწვეულ კრიზისთან გამკლავებას. ხაზი გაესვა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას მთელი რიგი მიმართულებებით. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს და შავი ზღვის უსაფრთხოების როლს რეგიონის და ზოგადად ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო წარმოადგენს აშშ-ს, ნატოსა და  ევროკავშირის საიმედო პარტნიორს შავი ზღვის რეგიონში.“- აღნიშნა მინისტრმა.

    ზალკალიანის თქმით, საუბრისას ყურადღება დაეთმო ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ წარმატებით განხორციელებულ საარჩევნო რეფორმებსა და მომავალ საპარლამენტო არჩევნებს. “არჩევნები იქნება თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე, რომელსაც წარმატებით ჩავატარებთ. „- განაცხადა დავით ზალკალიანმა. მინისტრის ინფორმაცით, მართლმსაჯულების  რეფორმაზე საუბრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართული მხარე მზადაა გააგრძელოს  ძალისხმევა, რომელიც მიმართულია მარლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლბის გასაძლიერებლად.
    მინისტრის ინფორმაციით სატელეფონო საუბრისას გიორგი გახარიამ და მაიკლ პომპეომ ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზეც ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ამერიკულ კომპანიებს მზარდ ინტერესი აქვთ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებისადმი, რომლითაც დღემდე უკვე 300-ზე მეტმა კომპანიამ ისარგებლა. ასევე საუბარი წარიმართა სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაზე, რომლის პლენარული სესია, რომელიც გიორგი გახარიასა და მაიკლ პომპეოს ხელმძღვანელობით ვაშინგტონში უნდა გამართულიყო, სწორედ პანდემიის გამო გადაიდო,  დავით ზალკალიანის ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ პლენარული სხდომა წლის ბოლომდე გაიმართება. საუბრისას  ასევე აღინიშნა,აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მნიშვნელოვანი წვლილი აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებაში, რაც  მინისტრის თქმით, უმნიშვნელოვანესია საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებისთვის.

  • სომხეთის პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი დაუდგინდა

    სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი დაუდასტურდა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ფეისბუქ-ლაივში თავად განაცხადა.

    გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებული არიან პრემიერის ოჯახის წევრებიც.

    ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მას ვირუსის არც ერთი სიმპტომი არ აღენიშნება. ”ოფიციანტმა, რომელმაც ჭიქები დააწყო მაგიდაზე, ეს გააკეთა ხელთათმანების გარეშე. მე ვთხოვე მას, რომ შეეცვალა ეს ჭიქები, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ოფიციანტი ამას ხელთათმანების გარეშე ადრეც აკეთებდა. გარკვეული დროის შემდეგ, ოფიციანტს ასევე დაადასტურა კოროვირუსი”, - აღნიშნა სომხეთის მთავრობის მეთაურმა.

    ფაშინიანის თქმით, ვიდრე ამის შესაძლებლობა ექნება, იგი მუშაობას რეზიდენციიდან გააგრძელებს.

    ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა სომხეთში 9282-ია. COVID-19– ით დაღუპული პაციენტების რიცხვი ვირუსის აღმოჩენის შემდეგ 131-მდე გაიზარდა. ამ დროის განმავლობაში, სხვა მიზეზით კიდევ 50 პაციენტი გარდაიცვალა.

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის სენატორ ლინდსი გრემს ესაუბრა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ინიციატივით, ამერიკის შეერთებული შტატების სენატორთან, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარესა და სენატის საგარეო ურთიერთობათა და ასიგნებების კომიტეტის წევრ ლინდსი გრემთან სატელეფონო საუბარი შედგა.

    მხარეებმა განიხილეს აშშ-საქართველოს ძლიერი პარტნიორობა და ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო კავშირის შემდგომი განვითარების გზები.

    პრემიერ-მინისტრმა ქართველი ხალხის სახელით ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს ჯანდაცვის სისტემის და მათ შორის ლუგარის ცენტრის გაძლიერების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. აღინიშნა ლუგარის ლაბორატორიის განსაკუთრებული მნიშვნელობა ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის დაძლევისკენ მიმართული ძალისხმევის წარმატებაში. 

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დეტალურად ისაუბრა იმ ფრთხილ ნაბიჯებზე, რომლებიც იდგმება ქვეყნის გახსნისა და ეკონომიკის აღდგენის მიმართულებით. 

    მხარეებმა ასევე განიხილეს რუსეთის მოქმედებები უკანონო „ბორდერიზაციის" პროცესის გაგრძელების მიმართულებით, რაც პანდემიის პარალელურად ხორციელდება.

    მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზაობა მოკავშირეებს შორის არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების კავშირების შემდგომი გაღრმავების, ასევე საქართველოს დემოკრატიზაციის გაძლიერებისკენ მიმართული რეფორმების მხარდაჭერის კუთხით. 

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სენატორი ლინდსი გრემი თბილისში მოიწვია.

     

    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური  
  • საქართველოს მთავრობა თანამემამულეების სამშობლოში დაბრუნებას განაგრძობს

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით, საკოორდინაციო საბჭომ განსაზღვრა დამატებითი რეისები შემდეგი მიმართულებით:
     
    ✔️16 აპრილი - პარიზი-თბილისი
     
    ✔️18 აპრილი - თელავივი-თბილისი
     
    ✔️21 აპრილი - რომი-თბილისი
     
    აღნიშნულ რეისებს განახორციელებს კომპანია „Georgian Airways”.
     
    ავიარეისებზე ბილეთები გაიყიდება რეისის თარიღამდე 2 დღით ადრე, კომპანიის ვებ-გვერდზე, ბილეთის ფასი განსაზღვრულია 199 ევრო.
     
    მგზავრობა განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლით. საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი გაივლის 14 დღიან სავალდებულო კარანტინს.
     
    საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული რეისებიდან ასევე განხორციელდება :
     
    7 აპრილი - ათენი-თბილისი
    10 აპრილი - ლარნაკა - თბილისი
    12 აპრილი - ბერლინი-თბილისი
    14 აპრილი - ამსტერდამი-თბილისი
     
    მსოფლიოში COVID-19 გავრცელების ფონზე, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით სამშობლოში დაბრუნდა 5000-მდე საქართველოს მოქალაქე. მოქალაქეების ორგანიზებული დაბრუნება მოხდა შემდეგი ქვეყნებიდან: ჩინეთი, იტალია, ირანი, პოლონეთი, ბულგარეთი, გერმანია, საბერძნეთი, ბელარუსი, ნიდერლანდები, ეგვიპტე, აზერბაიჯანი, სომხეთი

  • საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება დაეხმაროს მოქალაქეებს
    საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, ყველას, ვინც ერთი თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და, ასევე, 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, სამი თვის განმავლობაში – მარტში, აპრილსა და მაისში სრულად დაუფინანსებს კომუნალურ გადასახადებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დაფინანსება აგრეთვე მოიცავს დასუფთავებისა და წყლის გადასახადსაც. „ამაში შედის როგორც დასუფთავების, ასევე, მოხმარებული წყლის გადასახადიც. ეს დახმარება არის პირდაპირ მიმართული თითოეულ მოქალაქეზე, და გვესმის, რომ ეს არ იქნება საკმარისი. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ თითოეული მოქალაქის იდენტიფიცირება, რომელმაც დაკარგა სამსახური და ამის შემდგომ ჩვენ გვექნება სპეციალური ღონისძიებები მათი პირდაპირი დახმარებისთვის,“ – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური