2016 წელს ბუნებრივი აირის ტარიფის გადახედვა იგეგმება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 21 დეკემბერი 2015 17:00

2016 წლიდან სემეკი ბუნებრივი აირის ტარიფს გადახედავს. ცვლილება 16 სამომხმარებლო ტარიფს შეეხება. ეს განცხადება ენერგეტიკისა და წყალმოამრაგების კომპანიის კომისიის თავმჯდომარემ წლიური ანგარიშის წარდგენის დროს გააკეთა.

გაიზრდება, თუ არა ბუნებრივი აირის გადასახადი კომპანიაში წინასწარ პროგნოზებს არ აკეთებენ. 2015 წელს ტარიფების გადახედვის შედეგად გაიზარდა ელექტროენერგიის საფასური, წყლის გადასახადი გაუძვირდა მცხეთის მოსახლეობას. კომისიამ მიმდინარე წელს მომხმარებელთა 1 562 საჩივარი განიხილა.

წაკითხულია 641 ჯერ

Related items

  • აშხაბადში გაიხსნა მსოფლიოში პირველი ქარხანა, რომელიც ბუნებრივი აირიდან ეკოლოგიურად სუფთა საწვავს მიიღებს

    28 ივნისს, აშხაბადში, საზეიმო ვითარებაში გაიხსნა მსოფლიოში პირველი ქარხანა, რომელიც ბუნებრივი გაზიდან გადაამუშავებს და მიიღებს ეკოლოგიურად სუფთა ბენზინის საწვავს ECO -93. ქარხნის გახსნის ცერემონიამდე ბიზნეს ცენტრში ,,მიზანი’’ გაიმართა საზეიმო სხდომა, რომელსაც  თურქმენეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუხამედოვი უძღვებოდა.

    თავის გამოსვლაში თურქმენეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყნის განვითარების სწრაფი ეკონომიკური კურსი სწორი მიმართულებით მიედინება და უახლოეს მომავალში მიაღწევს დიდ წარმატებას. მან ასევე ისაუბრა სხვადასხვა ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ, უცხოური ინვესტიციების შემოდინებაზე, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე, სატრანსპორტო დერეფნის განვითარებასა და საბაზრო რეფორმების მიმდინარეობის ახალ ეტაპზე. ,,თურქმენეთის ეკონომიკური მოდელი დაფუძნებულია მსოფლიო გამოცდილების საუკეთესო მოდელზე, რომელიც ემყარება სახელმწიფოებრივ, ეროვნულ ინტერესებს, ასევე რეგიონალურ და გლობალურ მდგრად განვითარებას. ამიტომ ჩვენმა ქვეყანამ თავი გამოიჩინა როგორც პასუხისმგებელმა პარტნიორმა ყველა სფეროში. გარდა დიდი რაოდენობით ბუნებრივი რესურსებისა თურქმენეთი ასევე არის ქვეყანა პერსპექტიული და გავლენიანი მოთამაშის იმიჯით  რეგიონალურ ბაზარზე. ამაზე მეტყველებს თურქმენეთის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ)ს სწრაფი ზრდის ტემპი, ქვეყნის აქტიური ინტეგრაცია მსოფლიო ეკონომიკის ერთიან სისტემაში, მათ შორის სატრანსპორტო სატრანზიტო დერეფნების შექმნით და ახალი ეკონომიკური მაჩვენებლების ზრდით ინოვაციურ ინდუსტრიულ სფეროში’’, - აღნიშნა თურქმენეთის სახელმწიფოს მეთაურმა.

    თურქმენეთის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა თურქმენეთის მიერ ,,ღია კარის“ განვითარების პოლიტიკის მნიშვნელობას. რომელიც წარმოადგენს ძირითად პირობას ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობის გზაზე, მისი კონკურენტუნარიანობის განმტკიცებას, საიმედო პარტნიორის რეპუტაციის დამკვიდრებას, დიპლომატიური ავტორიტეტის მოპოვებას მსოფლიო არენაზე. ,,ამჟამად მსოფლიოში მიმდინარეობს მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია და თურქმენეთი ჩართულია ამ პროცესში ტექნოლოგიების გაცვლის, ნოუ-ჰაუს, ინტელექტუალური სისტემის დანერგვის და ეკონომიკის ყველა დარგების ციფრული ტრანსფორმაციის დახმარებით. ციფრულ ეკონომიკაზე გადასვლის შემთხვევაში, დაიწყება ქვეყნის ინდუსტრიალიზაციის ახალი ეტაპი, სტრუქტურული და საბაზრო რეფორმების განხორციელება. შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკური დარგების დივერსიფიკაცია დაეხმარება თურქმენეთს გახდეს მსხვილი ეკონომიკური ქვეყანა რეგიონში’’, - დასძინა გურბანგული ბერდიმუხამედოვი. 

    თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუხამედოვმა ასევე დაამატა რომ, აღნიშნული მასშტაბური პროექტის რეალიზაცია, ახალი გაზო- ქიმიური თანამედროვე კომპლექსის ექსპლუატაციაში ჩაშვება გააფართოებს თურქმენეთის საექსპორტო შესაძლებლობებს. ქარხნის პროდუქციის საზღვარგარეთ მიწოდებისთვის არსებობს ყველანაირი ინფრასტრუქტურა. ეს გახლავთ: ავტომაგისტრალი, რკინიგზა და საზღვაო პორტი თურქმენბაში, რომელიც დაეხმარება პროდუქციის ევროპისკენ გაგზავნაში. პრეზიდენტის თქმით, თანამედროვე ქარხნის მიერ წარმოებული პროდუქციით უკვე დაინტერესდნენ რიგი წამყვანი ევროპული ქვეყნები.

    შეხვედრაზე ასევე გამოვიდნენ უცხოელი სტუმრებიც: იაპონიის სახელმწიფო მინისტრი ვაჭრობისა და განვითარების დარგში იოშიხიკო ისოზაკი და იაპონიის ლიბერალ- დემოკრატიული პარტიის საგარეო საქმეთა დეპარტამენტის დირექტორი, იაპონია თურქმენეთის საერთაშორისო მეგობრების ჯგუფის თავჯდომარე მაცუშიტა შიმპეი, რომლებმაც აღნიშნეს აღნიშნული პროექტის ძალიან დიდი მნიშვნელობა. სტუმრებს ასევე აჩვენეს ვიდეო მასალა თურქმენეთის ნავთობგადამამუშავებელი დარგის შესახებ.

    საზეიმო ცერემონია გაგრძელდა ბუნებრივი გაზიდან ბენზინის გადამამუშავებელი ქარხნის სერთიფიკატების მინიჭების ცერემონიალით. კომკპანია World Records-მა  სერთიფიკატი მიანიჭა მსოფლიოში პირველ გაზისაგან ბენზინის გადამამუშავებელ ქარხანას, ამერიკის შეერთებული შტატების გარემოს დაცვის ფონდმა გადასცა ,,ეკოლოგიურად სუფთა’’ სერთიფიკატი, ხოლო შვეიცარიულმა ფედერალურმა ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა - სერთიფიკატი ,,ინოვაციური ტექნოლოგიები’’. ამის შემდეგ სტუმრებს მიაწოდეს სრული ინფორმაცია აღნიშნული თანამედროვე კომპლექსის შესახებ.

    ქარხანა, რომელიც ბუნებრივი გაზიდან გადაამუშავებს და მიიღებს ეკოლოგიურად სუფთა ბენზინის საწვავს ECO -93, აღჭურვილია თანამედროვე მოწყობილობებით და მოწინავე ტექნოლოგიებით ისეთი ქვეყნებიდან როგორებიც არიან აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ნიდერლანდები, შვედეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, ინდოეთი და სხვა. ეს გაზო-ქიმიური თანამედროვე კომპლექსი წაროადგენს უნიკალურ ობიექტს რიგი მახასიათებლებით. აქ პირველად მსოფლიო პრაქტიკაში განხორციელდება ბუნებრივი გაზიდან გადამუშავება საწვავზე სამრეწველო მაშტაბით. 

    თურქმენეთს ვერ წარმოუდგენია თავისი ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევა ეკოლოგიური საკითხის მოგვარების გარეშე. ასე მაგალითად აღნიშნული ქარხანა დღეისათვის ერთადერთია მსოფლიოში რომელიც აწარმოებს ეკოლოგიურად სუფთა სინთეთიკურ ბენზინს ბუნებრივი აირიდან. თურქმენეთის სინთეთიკური ბენზინი თავისი მახასიათებლებით ძლიერ განსხვავდება ჩვეულებრივი ბენზინისგან, რომელსაც ნავთობის გადამუშავების შედეგად მიიღებენ. ახალ პროდუქტში არ არის აზოტის შემცველი ორგანული შენაერთები, რაც მავნებელია გარემოს დაბინძურებისათვის.

    პროექტი GTG (Gas to gasoline), რომელიც დაფუძნებულია დანიური კომპანიის Haldor Topsoe TIGAS ტექნოლოგიაზე, შესაძლებლობას იძლევა გადამუშავდეს მაღალ ხარისხიანი ბენზინის საწვავი, მინიმალური ენერგო დანაკარგებით და გარემოზე ზემოქმედების უმცირესი შედეგებით. ქარხანა ყოველწლიურად გადაამუშავებს 1,78 მილიარდ კუბურმეტრ გაზს (ცისფერს საწვავს) საიდანაც მიიღება 600 ათასი ტონა ეკოლოგიურად სუფთა ECO – 93 მარკის ბენზინი, აგრეთვე 12  ათასი ტონა გასუფთავებული დიზელის საწვავი და 115 ათასი ტონა თხევადი გაზი. ქარხანაში დასაქმებული 800 -მდე ადგილობრივი მაცხოვრებელი.

    თურქმენეთის პრეზიდენტის გურბანგული ბერდიმუხამედოვის ბრძანების თანახმად, პირველი 60 ტონა ეკოლოგიურად სუფთა საწვავი საჩუქრად გაეგზავნება ავღანელ ხალხს ჰუმანიტარული დახმარების სახით.

    შეგახსენებთ, რომ ქარხნის მშენებლობა დაიწყო 2014 წლის 26 აგვისტოს. მშენებლობა მიმდინარეობდა გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც დაიდო სახელმწიფო კონცერნ ,,თურქმენგაზსა’’ და  იაპონურ-თურქულ კონსორციუმ Kawasaki Heavy Industries Ltd - ს შორის.

    პროექტის საერთო ღირებულება დაახლოებით 1,7 მილიარდ დოლარს შეადგენს. რაც შეეხება გადამუშავებული, ეკოლოგიურად სუფთა ბენზინის ფასს, იგი 2 თურქმენულ მანათი (დაახლოებით 60 ცენტი) ეღირება.  

    ავთანდილ ოთინაშვილი

    აშხაბადი-თბილისი

  • ბუნებრივი აირის მიღებისთვის საჭირო დამატებითი გაზსადენის მშენებლობა იწყება

    ბუნებრივი აირის გაზრდილ მოხმარებასთან გამკლავებას ენერგეტიკის სამინისტრო ინფრასტრუქტურის განვითარებით ცდილობს. ავჭალა-დიდი დიღმის დამაკავშირებელი გაზ გამანაწილებელი ქსელის მშენებლობა დაათვალიერეს ცენტრალური და დედაქალაქის ხელისუფლების წარმომადგნელებმა.ვიცე პრემიერთან და თბილისი მერთან ერთად ზაჰესის დასახლებაში ყაზტრანსგაზ-თბილისის სპეციალური მმართველი იმყოფებოდა.„ამ პროექტის განხორციელებით ეს პრობლემა მოიხსნება. თქვენ იცით, რომ ყოველწლიურად იზრდება ბუნებრივი აირის მოხმარება, დედაქალაქში მოსახლეობის რაოდენობაც იზრდება და შესაბამისად ეს პროექტი, რომელიც სექტემბერში უნდა დასრულდეს, ითვალისწინებს 8 კილომეტრიანი ახალი მილსადენის და ორი გაზგამანაწილებელი სადგურის მშენებლობას, ფაქტობრივად მთლიანად მოხსნის ამ პრობლემას,“- განაცხადა კახი კალაძემ.პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა დედაქალაქის მერმაც. დავით ნარმანიას თქმით, პროექტი ხელს შეუწყობს დედაქალაქში არსებული გაზის წნევის შენარჩუნებას და თავიდან იქნება არიდებული ბუნებრივ აირთან დაკავშირებული პრობლემები. 

  • ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, ჟურნალისტი მაკა წიკლაური გარდაიცვალა

    ტრაგიკული შემთხვევის შედეგად, ჟურნალისტი მაკა წიკლაური გარდაიცვალა. მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. შემთხვევა ამაღლების ქუჩაზე მოხდა. შედეგად, რძალი და დადამთილი გარდაიცვალნენ. მაკა წიკლაური „მოამბის“ ყოფილი თანამშრომელია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაა აღძრული.

  • ქობულეთს, ბათუმსა და ხელვაჩაურს ბუნებრივი აირის მიწოდება 6 დღის განმავლობაში შეუწყდება

    ქობულეთის შემოვლითი გზის ჩქაროსნულ მაგისტალზე მიმდინარე სამუშაოების  გამო 29 მარტიდა 6 დღის განმავლობაში ბუნებრივი აირის  მიწოდება  შეუწყდება ქობულეთის, ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებს. 

    პროექტის ფარგლებში, 4-კილომეტრიან მონაკვეთზე ბუნებრივი აირის ცენტრალური მილების გადატანა ერთდროულად 6 პუნქტზე განხორციელდება. 

    აჭარის მთავრობამ სტრატეგიული ობიექტების მფლობელებს ალტერნატიული ენერგიის საშუალებების მომარაგებისკენ, მოსახლეობას კი უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდა. გაზის მიწოდება რეგიონს სრულად სამ აპრილს აღუდგება.  

  • საქართველო აზერბაიჯანიდან დამატებით 500 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს

    საქართველო აზერბაიჯანიდან დამატებით 500 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარის“ პრეზიდენტ როვნაგ აბდულაევის შეხვედრაზე ითქვა.

    მხარეებმა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანია „სოკარს“ შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგები შეაჯამეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

    "მოხარულები ვართ, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და მივედით გადაწყვეტილებამდე, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება, რაზეც არანაირი ეჭვის საფუძველი არ არსებობდა. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ "სოკარს" გაუჩნდა დამატებითი მოცულობის ბუნებრივი აირის მოწოდების ტექნიკური შესაძლებლობა," – აღნიშნა პრემიერმა შეხვედრაზე.

    აღინიშნა, რომ დღეს ხელი ეწერება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „სოკარს“ შორის ხელშეკრულებათა პაკეტს, რომლის თანახმად, საქართველო დამატებით 500 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს. ამასთან, სოკარმა გამოთქვა მზადყოფნა, 1000 კუბ.მ-ზე 35-40 აშშ დოლარით შეამციროს გაზგასამართი სადგურებისთვის კომერციული გაზის ფასი.

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური