დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახი მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 18 დეკემბერი 2015 18:59

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახი მოსახლეობას ახალ წელს ახალი ბარათით ულოცავს. მისალოცი ბარათი სამეფო ოჯახის ფოტოს წარმოადგენს, რომელიც ოფიციალურ რეზიდენციაში, კენსინგტონის ეზოშია გადაღებული. ფოტოზე პრინცი უილიამი, ჰერცოგინია ქეითი, პრინცი ჯორჯი და პრინცესა შარლოტა არიან ასახულნი.

წაკითხულია 1774 ჯერ

Related items

  • დავით აღმაშენებლის მიერ მოჭრილი სპილენძის უნიკალური მონეტა ლონდონის მუზეუმშია დაცული

    ერთიანი და ძლიერი საქართველოს მეფის დავით აღმაშენებლის მიერ მოჭრილი სპილენძის უნიკალური ქართული მონეტა ლონდონში, ბრიტანეთის მუზეუმშია დაცული. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ადმინისტრაციის იუწყება.

    მათი ინფორმაციით, მონეტაზე გამოსახულია გვირგვინოსანი მეფე ბიზანტიურ საიმპერატორო სამოსში და მოცემულია მისი ტიტულატურა: "მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა". 

    ეს უნიკალური მონეტა, რომელიც სავარაუდოდ, 1118 წელს, ქუთაისის ზარაფხანაში მოიჭრა, მოწმობს დავით მეფის მიერ ფულის რეფორმის გატარების ფაქტს. მეტიც, მან ქვეყნის გაერთიანება სუვერენული სახელმწიფოს უმაღლეს იურიდიულ დოკუმენტზე - ფულზე დააფიქსირა. 

    აღნიშნული მონეტა მსოფლიოში მხოლოდ ერთ ეგზემპლარადაა ცნობილი. მონეტა British Museum - მა 1857 წელს ენისკილენის III გრაფისგან, უილიამ ქოულისგან შეიძინა.

     

  • თავდაცვის ძალების მეთაური დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურის წარმომადგენელს შეხვდა

    საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის სამსახურის საერთაშორისო თანამშრომლობის და ურთიერთთავსებადობის დირექტორს, გენერალ-მაიორ ბენ კაიტის შეხვდა. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს ადმინიტრაცია იყწყება.

    თავდაცვის ძალების მეთაურმა საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა. მან სამხედრო დაზვერვისა და საინფორმაციო ოპერაციების მიმართულებით დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა ხაზგასმით აღნიშნა.

    შეხვედრის დასასრულს, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ქვეყნებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის იმედი გამოთქვა. შეხვედრას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე და სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი გიორგი ბლიაძე დაესწრნენ.

  • პრინცესა დაიანას წერილები 67 ათას 900 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა

    24 წლის მანძილზე დაცული უელსის პრინცესა დაიანას წერილები აუქციონზე გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" ავრცელებს.

    მათი მონაცემებით, ხელნაწერი წერილები, რომლებშიც დაიანა დედოფალ ელიზაბედს „ბოსს“ უწოდებს, 67 ათას 900 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა.

    კოლექცია შედგება 36 წერილისგან, რომლებიც "ლეიდი დიმ" ოჯახის მეგობარს, როჯერ ბრამბლეს 1990-1997 წლებში მისწერა.

    პრინცესა დაიანა ამ მიმოწერაში პრინც ჩარლზთან განქორწინების პროცესს, 1993 წელში თვითმკვლელობის მცდელობის შესახებ ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ შექმნილ პრობლემებზე საუბრობს.

    აუქციონიდან მიღებული შემოსავალი გადაეცემა ინგლისის ბალეტისა და ახალგაზრდა მუსიკოსების ეროვნული სინფონიური ორკესტრის მსგავს ორგანიზაციებს, რომლებსაც მხარს უჭერდნენ დაიანა და ბრამბლე.  

    შეგახსენებთ, რომ 1997 წლის 31 აგვისტოს დაიანა სპენსერი პარიზში ავტოავარიაში დაიღუპა. უელსის პრინცესა, პრინც ჩარლზის ყოფილი ცოლი და პრინცების - უილიამის და ჰარის დედა ცნობილი იყო, როგორც ქველმოქმედი და ჩარლზთან დაშორების შემდეგაც ბრიტანული საზოგადოების ნებიერად დარჩა. მისი სიკვდილი ნაციონალურ ტრაგედიად იქცა, ხოლო მისი ცხოვრება და კონფლიქტი სამეფო ოჯახთან - თანამედროვე ბრიტანული ისტორიის ერთ-ერთ მთავარ სიუჟეტად.

  • ბრიტანეთში კოვიდ-19-ზე მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო

    დიდ ბრიტანეთში, ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) საწინააღმდეგოდ კომპანიების Pfizer/BioNTech-ის მიერ შექმნილი ვაქცინის მოსახლეობაზე იმუნიზაციის პროცესი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" ავრცელებს.

    მათი მონაცემებით, პირველი ვაქცინა, 90 წლის ქალბატონს, მარგარეტ კიენანის გაუკეთდა. ქვეყნის მასშტაბით პირველ ეტაპზე 400 ათასი ადამიანის ვაქცინაციაა დაგეგმილი. ვაქცინაციისთვის გამოყენებული იქნება დიდი ადგილები, როგორიცაა სტადიონები და სპორტული დარბაზები.

    Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის შენახვა -70 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე უნდა მოხდეს. ჩვეულებრივ მაცივარში ის მხოლოდ 5 დღის განმავლობაშია ვარგისი. ამ მიზეზის გამო, ვაქცინაცია თავდაპირველად მხოლოდ 50 საავადმყოფოში განხორციელდება. ვაქცინა  ორ დოზად, 21 დღის ინტერვალით გაკეთდება.

    პირველი ეტაპის პრიორიტეტად მოხუცთა თავშესაფარში 80 წელს გადაცილებული მცხოვრებლები და იქ მომუშავე ჯანდაცვის მუშაკები დასახელდნენ.

  • ინგლისმა BioNTech-ის და Pfizer-ის ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა

    დიდმა ბრიტანეთმა, წარმოშობით თურქი მეცნიერის უღურ შაჰინის მიერ ჩამოყალიბებული გერმანული ბიოტექნიკური კომპანია, BioNTech-ის და ამერიკული კომპანია Pfizer-ის მიერ შექმნილი ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" ავრცელებს.

    BBC-ზე დაყრდნობით, მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დიდი ბრიტანეთის მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის პროდუქტების მარეგულირებელმა  ორგანომ „BNT162b2“ ვაქცინა ფართო გამოყენებისათვის უსაფრთხოდ აღიარა.

    ამრიგად, დიდი ბრიატენეთი გახდა პირველი ქვეყანა, ვინც კოვიდ-19-ის წინააღმდეგ შექმნილი ვაქცინის გამოყენებას ნება დართო.

    ცნობისათვის,  ბრიტანეთმა ადრე ხსენებულ კომპანიებთან კოვიდ-19-ის ვაქცინის 40 მილიონი დოზის შესაძენად წინასწარი შეთანხმება გააფორმა. სწორედ გერმანული ბიოტექნიკური კომპანიის BioNTech-ის და ამერიკული  Pfizer-ის მიერ შექმნილი ვაქცინები გახლდათ პირველები, რომლებმაც ეფექტურობის 95%-ს მიაღწიეს.

    კოვიდ-19-ის ვაქცინასთან დაკავშიეებით 25 ნოემბერს თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ განაცხადა, რომ 1 მილიონი დოზის დეკემბერში, ხოლოდ მთლიანად ზამთრის პერიოდში 25 მილიონი დოზა ვაქცინის შესაძენად შესაბამის მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

    კომპანია  2020 წლის ბოლომდე 100 მილიონის, ხოლო 2021 წლის ბოლომდე 1,3 მილიარდი დოზა ვაქცინის წარმოებას გეგმავს.

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური