ლევან ბერძენიშვილი ევროკომისიის დასკვნის შემდეგ გასავლელ ეტაპებზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 18 დეკემბერი 2015 17:33

უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი იმ ნაბიჯებს განმატავს, რაც ევროკომისიის დღევანდელი დასკვნის შემდეგ უვიზო მიმოსვლის საბოლოო გადაწყვეტილებამდე უნდა გადაიდგას .

„ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესი შემდგომში დაახლოებით ასე უნდა წარიმართოს:

1. 18 დეკემბერი: დასკვნა

2. რამდენიმე დღეში: ოფიციალური შეთავაზება

3. ორ-სამ თვეში: კენჭისყრა კომიტეტში

4. სამთვენახევარში: კენჭისყრა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე

5. ოთხ თვეში: ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება 539/2001 რეგულიაციაში ცვლილებაზე

6. ოთხნახევარ თვეში: რეგულაციის ცვლილების ხელმოწერა ევროპარლამენტის ევროპარლამენტის პრეზიდენტისა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლის მიერ

7. ოთხ თვესა და სამ კვირაში: ხელმოწერილი ტექსტის გამოქვეყნება

8. მაქსიმუმ ხუთნახევარ თვეში: ძალაში შესვლა, პირველი ქართველი მოქალაქე ბიომეტრიული პასპორტით უვიზოდ შევა შენგენის რომელიმე ქვეყანაში“, - წერს ბერძენიშვილი.

წაკითხულია 573 ჯერ

Related items

  • ევროკავშირის COVID-19-ის საწინააღმდეგოდ მთლიანი დაფინანსება 36 მილიარდ ევროს აღწევს

    მიმდინარე კვირაში ევროკომისიამ დაამტკიცა დასკვნები “Team Europe” პაკეტთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირის COVID-19-ის პანდემიაზე გლობალური პასუხის ნაწილია.
    ამ დასკვნებში ევროკომისია გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ‑19-ის პანდემიის გლობალური გავრცელების გამო, რომელსაც კვლავაც ეწირება ადამიანების სიცოცხლე მთელ მსოფლიოში, და აქვს მასშტაბური სოციალური და ეკონომიკური გავლენა.
    დღეისათვის ევროკავშირის მიერ უკვე მობილიზებულია 36 მილიარდი ევრო, რომელიც გამოყენებული იქნება COVID-19-ის კრიზისის დამანგრეველ შედეგებთან საბრძოლველად ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებსა და რეგიონებში.

     

    ახალი ამბები წარმოებულია პროექტის “EU NEIGHBOURS east” ფარგლებში და ისინი შეიძლება უფასოდ იყოს გამოყენებული და გავრცელებული თქვენი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.

     

     

  • კორონავირუსი: ევროკავშირი მხარში უდგას საქართველოს

    დღეს ევროკომისიამ გამოაცხადა საგანგებო, მძლავრი დახმარების პაკეტის შესახებ საქართველოსა და აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონისთვის, რითაც ხელი უნდა შეუწყოს მათ კორონავირუსის კრიზისის გამოწვევებთან გამკლავებაში.

    საქართველოსთვის ეს ნიშნავს 20 მილიონზე მეტი ევროს გამოყოფას ახალი გადაუდებელი საჭიროებებისთვის, გარდა იმისა, რომ მოხდება 70 მილიონზე მეტი ევროს მიმდინარე პროგრამების გადამისამართება კრიზისის საპასუხოდ.

    ეს პაკეტი დააკმაყოფილებს საქართველოს გადაუდებელ საჭიროებებს შემდეგი საშუალებებით:

    -       საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მხარდაჭერა;

    -       იმ ადამიანების მხარდაჭერა, ვინც ყველაზე მეტად არის დაზარალებული კრიზისით, და სამოქალაქო პარტნიორების მხარდაჭერა;

    -       პაკეტის მიზანია ასევე საქართველოში პანდემიის სოციალურ-ეკონომიკური ზეგავლენის შემცირება ქვეყნის მცირე ბიზნესის დახმარების საშუალებით.

    გარდა ამისა, ევროკავშირი აწარმოებს მიმდინარე მაკრო-ფინანსურ მხარდაჭერას საქართველოსთვის, საიდანაც დაფინანსება ხელმისაწვდომია მაშინვე, როგორც კი კონკრეტული ერთობლივად შეთანხმებული საქმიანობა იქნება განხორციელებული.

  • გიორგი მარგველაშვილი ენერგოუსაფრთხოების საკითხებში ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტს შეხვდა

    საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ენერგოუსაფრთხოების საკითხებში ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტ მაროშ შევჩოვიჩს შეხვდა

    ბათუმში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე და საქართველოს ელჩი ევროკავშირში ნატალია საბანაძე ესწრებოდნენ, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე.

    როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, საქართველოს როლი ენერგოთვალსაზრისით მნიშვნელოვანია, არამხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთლიანად ევროპისთვის.

    „ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოება დიდწილად სწორედ საქართველოს როლზე დგას, იმ სატრანზიტო როლზე, რომელიც დღეს ქვეყანას აქვს.

    შესაბამისად, განვიხილეთ ყველა ის შესაძლებლობები, რომელიც რეგიონში არსებობს, იმისათვის, რათა ერთის მხრივ, საქართველო და რეგიონი, მეორე მხრივ, ევროკავშირი იყოს უფრო მეტად უსაფრთხო ენერგოთვალსაზრისით“, - აღნიშნა აბაშიშვილმა.

    გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ საქართველოს ენერგოსექტორის განვითარების მიმართულებით გაჩენილ შესაძლებლობებს და იმ პროექტებს, რომლითაც საქართველო ენერგოსისტემის გაძლიერებას შეძლებს.

  • მაქსიმალურად უნდა შევამციროთ მთავრობის გაბერილობა

    იდეის განხორციელების დროს არ გაირკვეს, რომ მთამ წრუწუნა შვა - ამ განცხადებით, ეხმაურებარესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე და სამინისტროების ოპტიმიზაციაზეა საუბარი.

    ლევან ბერძენიშვილი ქვეყანაში სამინისტროების ოპტიმიზაციის მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ბიუროკრატიული ხარჯები მაქსიმალურად უნდა შემცირდეს.  

    ლევან ბერძენიშვილი მინისტრთა კაბინეტშიც მნიშვნელოვან ცვლილებებს ელოდება.

    „მე ყველაზე უფრო მაშინებს ის, რომ არ იყოს წარმოდგენილი იდეა და განხორციელების დროს არ გაირკვეს, რომ მთამ წრუწუნა შვა, ანუ დიდი იდეაა და შეიძლება პატარა შედეგები მოჰყვეს. როდესაც წინასწარ გვაფრთხილებენ, რომ ეკონომიკას არ შეეხება, შეიძლება ძალიან ცოტა რამეს შეეხოს. მაგრამ ყველა შემთხვევაში ეს არის ნაბიჯი გადადგმული სწორი მიმართულებით.

    "მაქსიმალურად უნდა შევამციროთ მთავრობის გაბერილობა. ჩვენ გვინდა კანონი მოქმედებდეს. ჩვენ გვინდა, რომ პრემიერმინისტრი, რომელსაც ნიშნავს პარლამენტი და რომელიც წარმოადგენს მთავრობას იყოს გულწრფელი, რომ ენდობა იმ ხალხს ვისაც წარმოადგენს და არა იმიტომ წარმოადგენს, რომ ვიღაცამ უბრძანა,“-განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

  • ამ მომენტისთვის მივიღეთ ძალიან პოზიტიური სიგნალი,-მარია გაბრიელი

    საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპარლამენტში საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხებში ევროპარლამენტის მომხსენებელს მარია გაბრიელს შეხვდა.

    მხარეებს შორის საუბარი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესს, საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს და წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას შეეხო.

    ევროპარლამენტარ მარია გაბრიელის განცხადებით, საქართველოს აღნიშნულ პროცესში ყველა მოთხოვნა შესრულებული აქვს და პროცესი წინ მიდის.

    “ახლა ჩვენ საბოლოოდ ვაყალიბებთ პოზიციებს. ჩემი ანგარიშის პროექტი სრულდება და ძალიან მალე სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტში წარვადგენ ჩემ მოხსენებას.

    მე ყველა სახის ინფორმაცია მივიღე. ჩვენ გვქონდა მოხსენება ევროკომისიიდან, ასევე გვაქვს კარგი თანამშრომლობა საქართველოს  საელჩოსთან ბრიუსელში. ვესაუბრე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს.

    ძალიან კარგი ფონია ჩვენი დიალოგის გასაძლიერებლად. ასე, რომ, როდესაც ვსაუბრობთ ვიზაზე, ეს ჩვენი პარტნიორობის მხოლოდ ერთი საფეხურია.

    ყველაზე მნიშვნელოვანი კი, არის ეს პოლიტიკური დიალოგი, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გაგრძელება, ამიტომ ჩვენ ამ მომენტისთვის მივიღეთ ძალიან პოზიტიური სიგნალი, ამიტომ ევროპარლამენტი გააკეთებს იგივეს," - განაცხადა მარია გაბრიელმა.

     

ბიზნეს ნიუსი

1 სექტემბრიდან პენსიების გაცემის წესი იცვლება

1 სექტემბრიდან პენსიების გაცემის წესი იცვლება

 საქართველოს მთავრობისა და ლიბერთი ბანკის ერთობლივ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური