ბერნარ კუშნერი ჯანდაცვაზე

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
პარასკევი, 18 დეკემბერი 2015 16:30

პირველადი ჯანდაცვის რეფორმის შესახებ იმსჯელეს დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში. შეხვედრაზე სამედიცინოს სფეროს წარმომადგენლებმა ის რეკომენდაციები განიხილეს, რომლებიც საერთაშორისო- საკონსულტაციო ჯგუფის "გლობალური ალიანსის" წევრებმა მოამზადეს. ორგანიზაციასთან საქართველოს მთავრობას შეთანხმება აკავშირებს, რომელიც ჯანდაცვის სისტემის ეფექტურიბის ამაღლების პროგრამის შემუშავებას ითვალისწინებს. შეხვედრას "გლობალური ალიანსის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბერნარ კუშნერი ესწრებოდა.

მისი განცხადებით, პირველადი ჯანდაცვის მხარდაჭერა, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა მოქალაქეს ამ სერვისით სარგებლობის თანაბარი შესაძლებლობები უნდა ჰქონდეს.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ  შესაძლოა საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფის რეკომენდაციები პირველადი ჯანდაცვის კონცეფციის დოკუმენტში გაითვალისწინონ.

წაკითხულია 687 ჯერ

Related items

  • ჯანდაცვის პროგრამაში მედიკამენტების ნაწილის ამოქმედება ზაფხულიდან იგეგმება

    საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მედიკამენტების ნაწილის ამოქმედება ზაფხულიდან იგეგმება. მანამდე პროგრამის განმახორციელებელმა სოციალური მომსახურების სააგენტომ საჭირო ღონისძიებები უნდა გაატაროს. ამ სიახლეებზე სასაუბროდ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ზაზა სოფრომაძე საქართველოში მოქმედი ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. ზაზა სოფრომაძის ინფორმაციით, პროგრამა დაახლოებით 670 000 ადამიანზე იქნება გათვლილი და შეეხება ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ბაზაში 100 000-მდე იქნება. მათ შორის, მედიკამენტებს სიმბოლურ ფასად მიიღებენ პაციენტები, რომელთაც გულ-სისხლ-ძარღვთა დავადებები, ფილტვის ობსტრუქციული დავადებები, დიაბეტის მეორე ფორმა და ფარისებრი ჯირკვლის დაადებები აწუხებთ. 
    სოციალური მომსახურების სააგენტომ უკვე დაიწყო ბაზრის კვლევა. ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე კვირის ბოლოსთვის გამოცხადდება და მასში მონაწილეობა შეეძლება ყველა იმ კომპანიას, რომელიც დააკმაყოფილებს ტენდერის პირობებს. უპირატესობა მიენიჭება კომპანიას, რომელიც ყველაზე ნაკლებ ფასს შესთავაზებს სახელმწიფოს 24 სახის მედიკამენტის მიწოდებაზე. 
     პროგრამის ბიუჯეტი 3 მლნ 360 ათასი ლარია. ქართული ფარმაცევტული კომპანიების გარდა ტენდერში მონაწილეობა უცხოურ კომპანიებსაც შეეძლებათ.

  • სახალხო დამცველის რეკომენდაცია ჯანდაცვის სამინისტროს

    სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, უზრუნველყოს ა(ა)იპ „ბროწლიანის სათნოების სახლში“ არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით საჭირო ღონისძიებების გატარება.

    სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული არაგეგმური ვიზიტისას შემოწმდა სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამის განხორციელებისა და „სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმულთა მინიმალური სტანდარტებით“ დადგენილი მოთხოვნების შესრულების საკითხი.

    შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ მომსახურების მიწოდება არ ხორციელდება ბენეფიციარებზე ორიენტირებულ გარემოში. სერვისი არ არის მორგებული ინდივიდუალურ საჭიროებებზე,  არ არის დაცული უსაფრთხოება და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა. სათანადო ყურადღება არ ექცევა ბენეფიციართა ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამასთან არ ხდება მათი სოციალური აქტიურობის ხელშეწყობა. დაუყოვნებელ ცვლილებას საჭიროებს რთული ქცევის მართვის კუთხით დაწესებულებაში დამკვიდრებული ნეგატიური პრაქტიკა.

    გამოვლენილი პრობლემებიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველმა, მოუწოდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უზრუნველყოს ა(ა)იპ „ბროწლიანის სათნოების სახლის“ მიერ ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული და ეროვნული სტანდარტით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი მომსახურების მიწოდება. ამასთან უზრუნველყოს სოციალური მუშაკების აქტიური ჩართულობა, მათი კომპეტენციის ფარგლებში ბენეფიციართათვის შესაბამისი დახმარების გაწევის მიზნით.

    დაბოლოს, მნიშვნელოვანია, მიღებულ იქნეს ქმედითი ზომები დაწესებულებაში განთავსებული ბენეფიციარების უფლებების სათანადოდ რეალიზებისა და მათი კომპლექსური საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით; განსაკუთრებით ყურადსაღებია მძიმე მდგომარეობაში მყოფი პირების ისეთ სერვისში განთავსების პრაქტიკის აღმოფხვრა, რომელიც ვერ უზრუნველყოფს მათი საბაზისო სამედიცინო თუ სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.

     

  • ამბულატორიულ მედიკამენტებზე და წამლებზე ისევ ბარიერია, - დავით სერგეენკო

    ”სტაციონარულ სერვისებზე მიწვდომადობა გაორმაგებულია და ფასები მომსახურებაზე, წინა წლებთან შედარებით შემცირებულია. ანუ პროექტი გახდა უფრო ხარჯეფექტური. რაც შეეხება მთავარ გამოწვევებს, ეს არის ის, რომ ამბულატორიულ მედიკამენტები, წამლები, რომლებიც ადამიანმა სამედიცინო დაწესებულების გარეთ, ხანგრძლივი დროის განმავლობაში უნდა მიიღოს ქრონიკული დაავადებების გამო, რჩება ისევ მაღალი ბარიერი,“- ამის შესახებ  ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და მსოფლიო ბანკის კვლევის პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

  • ჯანდაცვაში მდგრადი პროგრესი გვაქვს და ამაზე არავინ დაობს, - ნოდარ ხადური

    „ჯანდაცვაში  მდგრადი პროგრესი  ნამდვილად გვაქვს და ამაზე არავინ დაობს. თუნდაც ის, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და მსოფლიო ბანკი ამბობენ, რომ საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში უზარმაზარ პროგრესს მიაღწია არის დასაფასებელი.  ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს პროგრესი იყოს მუდმივი, უმჯობესდებოდეს მუდამ ის სფერო, რომელსაც ასეთი დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეული ადამიანის ცხოვრებისთვის“ - ამის შესახებ  ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და მსოფლიო ბანკის კვლევის პრეზენტაციის სემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.  


  • ჩინეთის მთავრობის დახმარება საქართველოს მოსახლეობას

    ჩინეთის მთავრობა საქართველოში მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის 60 მილიონი იუანის (დაახლოებით, 9.1 მილიონი აშშ დოლარი) დახმარებას გამოყოფს. აღნიშნულ შეთახმებას ,,საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ” ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საერთაშორისო სავაჭრო წარმომადგენელმა, კომერციის მინისტრის მოადგილემ ჭუნგ შანმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში მოაწერეს ხელი. 

    შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოსთვის უსასყიდლო დახმარებას 60 მილიონი იუანის (დაახლოებით, 9.1 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობით. 
    ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული თანხა მიმართული იქნება საქართველოში მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. 

    პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია საქართველოს ორ რეგიონში სამედიცინო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, სადაც თავმოყრილი იქნება ამბულატორიული და სტაციონარული სერვისები, კრიზისული ინტერვენციის ცენტრი და ფსიქორეაბილიტაციის განყოფილება, როგორვ ბავშვებისთვის, ისე მოზრდილებისთვის.

     

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური