კომპანიები, რომლებმაც გზები დადგენილ ვადებში ვერ დააგეს, დაჯარიმდნენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 18 დეკემბერი 2015 12:32

იმ კომპანიებზე, რომლებსაც გზების დაგების ვადებთან დაკავშირებით გადაცდომები ჰქონდათ, შესაბამისი პასუხისმგებლობა უკვე გავრცელებულია, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს შესაბამის კითხვაზე საპასუხოდ განუცხადა. როგორც ნარმანიამ განმარტა, ეს კომპანიები დადგენილი წესის შესაბამისად დაჯარიმდნენ- "იყო ცალკეული შემთხვევა, როდესაც სამუშაოები სხვა კომპანიებმა გააგრძელეს, ვინაიდან მათ სამუშაოების გაგრძელების რესურსი არ ჰქონდათ. კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათთან კონტრაქტი გაწყდა", - განაცხადა ნარმანიამ და აღნიშნა, რომ ასეთი შემთხვევა ბევრი არ ყოფილა.

წაკითხულია 382 ჯერ

Related items

  • ნარმანიამ გლდანში დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

    დავით ნარმანიამ გლდანის რაიონში დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. მერმა გლდანის რაიონში დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები რაიონის გამგებელ დიმიტრი ორმოცაძესთან ერთად დაათვალიერა.
    მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, ავჭალაში, წყალსადენის ქუჩაზე, 2 800 კვ.მ ფართობზე გზის საფარი დაიგო და 1200 მეტრი სიგრძის ბორდიურები მოეწყო. სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობამ 165 000 ლარი გამოყო. აღნიშნულ ობიექტზე, ყოფილი სასტუმრო ,,ბახტრიონის’’ შენობაში, შიდა წყალ-კანალიზაციის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებაც იგეგმება. კორპუსში ამჟამად დევნილები ცხოვრობენ. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობა, დაახლოებით, 47 000 ლარს გამოყოფს.
    თბილისის მერიის განცხადებით, დავით ნარმანია ასევე მუხიანშიც იმყოფებოდა, სადაც დუმბაძისა და ნონეშვილის ქუჩების დამაკავშირებელი გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა. ობიექტზე 2 850 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო და 1 050 მეტრ სიგრძეზე ბორდიურები მოეწყო. აღნიშნული გზის რეაბილიტაციისთვის კი 144 395 ლარი დაიხარჯა.
    როგორც მერიაში აცხადებენ, 2 920 კვ.მ ფართობზე გზის საფარი დაიგო, ასევე, მუხიანის მე-4 მ/რ-ის 26-ე, 27-ე, 28-ე, 38-ე და მე-40 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მთელს პერიმეტრზე 977 მეტრი სიგრძის ბორდიურებიც მოეწყო. პოექტის ღირებულებამ 193 672 ლარი შეადგინა.

  • საკრებულოსთან მიმდინარე აქციის წევრებმა დავით ნარმანიას შენობის მთავარ შესასვლელთან ნაჯახი დაუტოვეს

    საკრებულოს წინ მიმდინარე საპროტესტო აქცია დასრულდა. აქცია ხმაურის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. ნაციონალური მოძრაობისახალგაზრდული ფრთის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა  საკრებულოს მთავარ შესასვლელთან დავით ნარმანიას სიმბოლურად ნაჯახი დაუტოვეს, რასაც საპატრულო პოლიციის მხრიდან რეაგირება მოჰყვა.ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს პროტესტის დასრულების შემდეგ ტერიტორიიდან ნაჯახის აღება მოსთხოვა, თუმცა პატრიოტთა ლიგის და ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს.ამ დროისთვის ტერიტორიაზე მხოლოდ საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი რჩება. 

  • დავით ნარმანიას მსგავსი განცხადება არ უნდა გაეკეთებინა
    ვიცე-პრემიერი კახა კალაძე გუშინ მერიაში მომხდარ ფაქტს ეხმაურება. მისი თქმით, არსებობს თმენის ვალდებულება და შესაბამისად დავით ნარმანიას მსგავსი განცხადება არ უნდა გაეკეთებინა. მან ასევე აღნიშნა, რომ ნებისმიერი ადამიანის მიმართ, ეს იქნება არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ჟურნალისტი თუ უბრალოდ აქტივისტი, საჯარო მოხელეებმა მსგავსი სიტყვებისგან თავი უნდა შეიკავონ. მერიაში მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა ასევე ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო. მისი თქმით, მერის მხრიდან ასეთი განცხადება არასწორია და რაც შეეხება მისი გადადგომის მოთხოვნას, ეს ემოციური გადაწყვეტილებაა.
  • დავით ნარმანიას ბოდიში
    თბილისის მერი დავით ნარმანია გუშინ მერიაში მომხდარ ფაქტზე საუბრობს და საზოგადოებას სოციალური ქსელის საშუალებით ბოდიშს უხდის. მისი თქმით, მას უდნა შეენარჩუნებინა სიმშვიდე და მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს. “მინდა გამოვეხმაურო მერიაში არასამთავრობოებთან გუშინდელი შეხვედრის დროს მომხდარ ინციდენტს, ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას და ჩემს ამომრჩეველს.ბოლო ერთი კვირაა მერიის თანამშრომლების და ჩემს მიმართ ბევრი შეურაცხმყოფელი განცხადება მოვისმინეთ. გუშინ იყო საქმიანი შეხვედრა და გვსურდა, კონსტრუქციული დიალოგით და საქმიანი წინადადებებით მიგვეღწია შეთანხმებისთვის. თუმცა, ერთ-ერთმა აქტივისტმა სცადა შეხვედრის დესტრუქციულ რეჟიმში გადაყვანა. მე, როგორც თანამდებობის პირს, უნდა შემენარჩუნებინა სიმშვიდე და არ ავყოლოდი ემოციებს, ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო” - ნათქვამია განცხადებაში.
  • "თბილისი თავისი რელიეფიდან გამომდინარე, ხასიათდება ინტენსიური წვიმებით და მასთან დაკავშირებული ნიაღვრით,"

    დედაქალაქის მერი ოპოზიცის ბრალდებებს პასუხობს. დავით ნარმანია იმ განცხადებებს გამოეხმაურა, რომლიც საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვას და თბილისში სანიაღვრე სიტემის მოუწესრიგებლობას ეხება. მერი სტიქიის დროს შესაბამისი სამსახურების ეფექტურ მუშაობაზე საუბრობს.„თბილისი თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან და რელიეფიდან გამომდინარე, ყოველთვის ხასიათდება ინტენსიური წვიმებით და მასთან დაკავშირებული ნიაღვრით, თუმცა ეს საშიში არ არის. შესაძლოა, ზოგიერთი სანიაღვრე სისტემა გაიჭედოს, ამისთვის არსებობს შესაბამისი მუნიციპალური სამსახურები, რომლებმაც ძალიან ოპერატიულად იმოქმედეს ბოლო წვიმის შემთხვევაშიც. გაწმინდეს ის სანიაღვრე სისტემები, რომლებიც ფოთლების და სხვა ჩანატანის გამო იყო გაბიდნული, ასე რომ პრობლემა არსებითად არ არის, რაც შეეხება ოპოზიციას, მე მათ ვეტყოდი, რომ მათი მმართველობის დროს ძალიან ბევრი თანხაა გაფლანგული, ზუსტადაც, რომ სანიაღვრე სისტემებთან დაკავშირებით,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

პოპულარული

« აპრილი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური