გურჯაანში ტაძარი გაქურდეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 17 დეკემბერი 2015 11:55

გურჯაანში სამების საკათედრო ტაძარი გაქურდეს. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

როგორც ეკლესიის მოძღვარი, მამა ვაჟა სონღულაშვილი აცხადებს, დამნაშავეებმა ტაძრის კარი გატეხეს, საიდანაც ერთი შესაწირი ყუთი წაიღეს, მეორედან კი თანხა გაიტაცეს.

მომხდარზე გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო. მსგავსი ფაქტი რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხშიც მოხდა.

წაკითხულია 561 ჯერ

Related items

  • "ნიუ ჰოსპიტალსის" განცხადება

    „ნიუ ჰოსპიტალსი“ გურჯაანში მომხდარი ინციდენტის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

    2019 წლის 18 მარტს, გავრცელდა ინფორმაცია გურჯაანის კლინიკაში მომხდარი ინციდენტის შესახებ, სადაც დაპირისპირება მოხდა ექიმსა და პაციენტს შორის. ტექსტში ნახსენები იყო „ნიუ ჰოსპიტალსი“, თითქოს ეს შემთხვევა „ნიუ ჰოსპიტალსში“ მოხდა.

    „ნიუ ჰოსპიტალსის” ადმინისტრაცია აცხადებს, რომ „ნიუ ჰოსპიტალსს“, რომელიც მდებარეობს თბილისში, ზემოაღნიშნულ, გურჯაანში მომხდარ ინციდენტთან კავშირი არ აქვს. „ნიუ ჰოსპიტალსის“ ხსენება მედიაში ამ ინციდენტთან დაკავშირებით წარმოადგენს შეცდომას.

    „ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული სტანდარტების დაცვით შექმნილი ინფრასტრუქტურის,  ულტრათანამედროვე აღჭურვილობის მქონე, 250 საწოლიანი მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც 2011 წლიდან თბილისში, კრწანისის ქ. 12 ნომერში მდებარეობს და უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს. უსაფრთხო და კომფორტული გარემოს,  გამოცდილი სამედიცინო პერსონალისა და  ტექნოლოგიების შერწყმით, „ნიუ ჰოსპიტალსში“ პაციენტების მკურნალობისათვის საუკეთესო პირობებია შექმნილი.

  • ძლიერმა სეტყვა გურჯაანის რამდენიმე სოფელი დააზარალა

    ძლიერი სეტყვის შედეგად  გურჯაანის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დაზარალდა.  განადგურდა სასოფლო-ნამეურნეო ნარგავები, ვენახი. სეტყვამ  ახაშნის, მუკიზანის, ველისციხის და ჩუმლაყის მოსახლეობა დააზარალა. 

    ამ დროისთვის ზარალის ოდენობას სპეციალური კომისია ითვლის.

  • საკრებულოში სურამის მთაზე ტაძრის მშენებლობის დაწყებაზე იმსჯელეს

    თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ თევდორე კობახიძემ, კულტურის პალატასთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს კულტურის პალატის ხელმძღვანელს დავით ოქიტაშვილს და სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსს-მეუფე სვიმეონს უმასპინძლა.
    შეხვედრაზე მხარეებმა ქარელის რაიონში სურამის მთაზე ბანას სახელობის ტაძრის მშენებლობის დაწყების საკითხზე იმსჯელეს.
    როგორც მეუფე სვიმეონმა აღნიშნა, ბანას სამონასტრო-საგანმანათლებლო კომპლექსიქვეყნისა და ხალხის გაერთიანების საფუძველი იქნება, სადაც სამედიცინო კვლევითიცენტრი, სამკითხველო დარბაზები, ბიბლიოთეკა და წიგნსაცავი დაფუძნდება.
    კომპლექსის გარკვეული ნაწილი კი სამრეწველო საქმიანობას დაეთმობა.
    თევდორე კობახიძემ სტუმრებს აღნიშნულ საკითხთან დაკვშირებით, კომპეტენციისფარგლებში, ყოველმხრივი დახმარება აღუთქვა.
    სამუშაო შეხვედრის დასასრულს, რომელსაც „საქართველოს კულტურის პალატის“ ხელმძღვანელი დავით ოქიტაშილი და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მომავალისამუშაო შეხვედრის გეგმებზე ისაუბრეს.
    ბანას ტაძარი ისტორიული ტაოს ტერიტორიაზე, ჭოროხის ხეობაში, მდინარე ბანის მარჯვენანაპირას მდებარეობს, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი საეკლესიო დასახელმწიფოებრივი ცენტრია და ის ამჟამად „ფანაკის“ სახელწოდებით თურქეთისსაზღვრებშია მოქცეული.

  • გურჯაანში მამაკაცმა სიძეს ყელი გამოჭრა

    გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კაჭრეთში 30 წლამდე ახალგაზრა მამაკაცი ცივი იარაღით ყელის არეში დაჭრეს. 
    ახალგაზრდა ცოლის ძმამ დაჭრა. არსებული ინფორმაციით, მომხდარის შემდეგ ბრალდებული ავტომობილით გაიქცა, რა დროსაც სხვა ავტომანქანას შეეჯახა.
    შინაგან საქმეთა სამინისტროს აცხადებენ, რომ სამართალდამცავებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

     

    მომხდარ ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით არის აღძრული, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

  • კახეთში სეტყვისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

    ამ დრომდე კახეთში სეტყვისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. ძლიერმა სეტყვამ საგარეჯოში 5 და გურჯაანის  4 სოფელი დააზარალა. 

    სტიქიამ გაანადგურა ვენახები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. თითქმის სრულად განადგურდა ბოსტნეული. 

    ვენახების გადასარჩენად  მოსახლეობა ხელისუფლებას შესაწამლი პრეპარატებით დახმარებას სთხოვს.

     

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური