ალბანეთის საკანონმდებლო ორგანო საქართველოს მეგობართა ჯგუფს ქმნის

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 17 დეკემბერი 2015 10:49

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ალბანეთის ვიცეპრემიერს შეხვდა. ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაძლიერების ყველა სავარაუდო სფერო განიხილეს და სამომავლო გეგმები დასახეს. 

გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში ცნობილი გახდა, რომ ალბანეთის საკანონმდებლო ორგანო საქართველოს მეგობართა ჯგუფს ქმნის. 

თავდაცვის მინისტრი ალბანეთის პარლამენტის სპიკერსაც შეხვდა. მხარეებმა ორი ქვეყნის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების გზებსა და საპარლამენტო დიალოგის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. 

ალბანეთი მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლების ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსს, ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

წაკითხულია 391 ჯერ

Related items

  • თინა ხიდაშელის ძმა მიხეილ ხიდაშელი შსს-შია დაბარებული

    თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის ძმა მიხეილ ხიდაშელი შინაგან საქმეთა სამინისტროშია დაბარებული. ინფორმაციას  შსს-ს პრესსამსახურში ადასტურებენ. მათი ინფორმაციით, ხიდაშელი შსს-ში გამოკითხვაზეა დაბარებული. 

    ზვიად კუპრავას განცხადებით, თინა ხიდაშელის ძმა, რომელიც სუს-ში მუშაობდა და ცოტა ხნის წინ სამსახურიდან წამოვიდა, მათ დაუკავშირდა და განუცხადა, რომ მასა და ზაზა სარალიძეზე თავდასხმა იგეგმება. კუპრავამ მისი გამოკითხვა მოითხოვა.

  • ახლა ახალი ეტაპი იწყება, - თინა ხიდაშელმა „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა

    "12 წელი ვიყავი პარტიაში, მანამდე 12 წელი არ ვიყავი, ორივე 12 წელი თანაბრად მიყვარს, ახლა ახალი ეტაპი იწყება," -  აღნიშნული განცხადება თინა ხიდაშელმა „რესპუბლიკური პარტიის“  დატოვების შემდეგ გააკეთა.

    ცოტა ხნის წინ პარტიიდან წასვლა დაადასტურა ვახტანგ ხმალაძემ. პარტია დავით უსუფაშვილის შემდეგ, თენგიზ შერგელაშვილმა და ფრიდონ საყვარელიძემ დატოვეს.

  • არჩევნები მოიგო იმან, ვისაც ჰქონდა ფული,... ვემსახურები საქართველოს! - თინა ხიდაშელი

    ეს არჩევნები მოიგო იმან, ვისაც ჰქონდა ფული, -  არჩევნებთან დაკავშირებით,  "რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს.

    ”ჩემო ძალიან კარგო ადამიანებო! სულ სულ სულ ყველაზე დიდი მადლობა, იმათ ვინც მგულშემატკივრობდა, მეხმარებოდა, 24/7 ჩემს გვერდით იყო, მამხნევებდა და ამ სრულიად ფანტასტიური კამპანიის ენერგიას მაძლევდა. ჩვენ მართლა ძალიან მაგარი თვეები გავატარეთ ერთად! 
    დიდი მადლობა ჟურნალისტებს, ვინც ამ პროცესში ყველაფერს აკეთებდით, რომ შესაძლებლობა მიგეცათ იმათთვისაც, ვისაც თავად არ გულშემატკივრობდით. ნამდვილად ბედნიერი ვარ იმით, რომ ასეთები უფრო მეტი იყავით ვიდრე პირიქით! 
    განსაკუთრებული მადლობა იმ ამომრჩეველს, რომელიც უბნებზე მივიდა და ხმა მოგვცა. დიახ, აღმოჩნდა რომ ჩვენ იმაზე უფრო ცოტა ვართ, ვიდრე გვეგონა და განსაკუთრებით მიყვარხართ! 
    როგორ მინდა 2-3 კაცი მაინც ვიცოდე ბიზნესიდან, ვისაც მადლობას ვეტყოდი, მაგრამ ასეთები უბრალოდ არ გამოჩნდნენ. გამბედაობა არ ეყოთ მთავარ მტრად დანიშნული პოლიტიკური ძალისთვის თუნდაც მცირედი დახმარება აღმოეჩინათ. ალბათ ეს ყველაზე სამწუხარო ამბავია ამ არჩევნების.
    ეს არჩევნები მოიგო იმან, ვისაც ქონდა ფული. გარეთ დარჩა ყველა დანარჩენი. არაფერია გასაოცარია, სრულიად ლოგიკურია ღარიბი ქვეყნისთვის, სადაც პარტიებისადმი ნდობა დაბალია და არჩევნებს ადამიანების ნაწილი უყურებს, როგორც შესაძლებლობას ერთჯერადად მაინც მოიპოვოს პურის ფული. არჩევნების ბედი იმ სამრშრუტო ტაქსებში გადაწყდა მთელი დღე ამომრჩეველს რომ დააქროლებდა. 
    პროცესის დასასრულამდე აღარ შეგაწუხებთ. ჩემო საყვარელო ჟურნალისტებო, ეხლა ახალი რესპოდენტები გყავთ, ხალხის ახალი რჩეულები და მათ მიეცით შანსი და ასპარეზი!
    სადაც უნდა ვიყო და რასაც უნდა ვაკეთებდე ქვეყნის სამსახურში ვარ. სულ ასე იყო და ასე იქნება. მადლობა კიდევ ერთხელ საინეტერესო, ბობოქარი 24 წლისთვის ქვეყნის სადარაჯოზე. ვემსახურები საქართველოს!”- წერს თინა ხიდაშელი.

  • ხიდაშელი პედაგოგების დაშანტაჟებასა და დაშინებაზე საუბრობს

    საქართველოს  თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თინათინ ხიდაშელი   პედაგოგების დაშანტაჟებასა და დაშინებაზე საუბრობს. ის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ალექსანდრე ჯეჯელავასა და ხელისუფლებას მიმართავს.
    "მინდა მივმართო განათლების მინისტრს ბატონ ჯეჯელავას, ზუსტად ისეთი მდგომარეობაა, როგორიც იყო 2012 წლის არჩევნებამდე, რეგიონებში რესურსცენტრების მხრიდან. ზუსტად ისევე მიმდინარეობს პედაგოგების შანტაჟი, დაშინება, ზუსტად ისევე ძალით მიჰყავთ პედაგოგები სხვადასხვა შეხვედრებზე და იძულებულს ხდიან, იმის შიშით, რომ მათ დაატოვებინებენ სამსახურს, გააკეთონ ხელისუფლებისთვის სასურველი არჩევანი. მე მინდა ბოლომდე მჯეროდეს, რომ ბატონი ჯეჯელავა ამ ყველაფრის თანამონაწილე არ არის, მაგრამ განათლების რესურსცენტრები მის დაქვემდებარეობაშია და ჩემი ამოცანაა, გავაფრთხილო განათლების სამინისტრო, რომ არჩევნების დღეს ყველა მსგავსი შემთხვევა იქნება ძალიან მკაცრად პასუხგაცემული. ჩვენ, ყველამ ერთად, 2012 წელში დავტოვეთ ის დრო, როდესაც ადამიანებს აშინებდნენ სამსახურებიდან გათავისუფლებით, აშინებდნენ ხელისუფლების საწინააღმდეგო პოლიტიკური არჩევანის გაკეთების შემთხვევაში სხვადასხვა ტიპის სოციალური, თუ თანამდებობრივი პასუხისმგებლობით, ამიტომ, ყველას მინდა ვთხოვო, სააკაშვილის გადმონაშთებს, რომ სააკაშვილის რეჟიმის ყველაზე მძიმე მახასიათებლებს ნუ გაიმეორებენ. მე სრული პასუხისმგებლობით ვამბობ ამას, რომ მათ არჩევანს არ უტოვებენ, მე კარდკარს ვატარებ ზესტაფონში და პირადად შევესწარი ამ ფაქტს, რომ ჩემი თანდასწრებით იღებენ პედაგოგები მსგავს სატელეფონო ზარებს. განათლების მინისტრს მინდა პირადად მივმართო, რომელსაც მე დიდ პატივს ვცემ და მისი დიდი იმედი მაქვს, რომ ის პრინციპულად განსხვავებული თვისებების, ხასიათის, ღირებულებების მატარებელი ადამიანია და ძალიან მკაცრად მოკიდოს ხელი მის დაქვემდებარებაში მყოფ რესურსცენტრებს. მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მათ დავალებები ბატონი ჯეჯელავასგან არ მიუღიათ. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ სუს-ია ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს ადამიანები განათლების სამინისტროს სისტემის თანამშრომლები არიან და, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელია განათლების სამინისტრო”, - ნათქვამია თინა ხიდაშელის მიმართვაში.

  • „ეს არის უღირს უზრდელობაზე პასუხი“ - თინა ხიდაშელი

    რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში ყოფილი პრემიერის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც აღნიშნა, რომ ”რესპუბლიკელებს” პინგ-პონგის თამაში სურთ. ხიდაშელის თქმით, ამას არა ”პინგ-პონგი”, არამედ უღირს უზრდელობზე პასუხი ჰქვია.


    ”ჩვენ არ დაგვიწყია და შეურაცხყოფა არ მოგვიყენებია. "შეფასებები უკვე გავაკეთე" არის პოზიცია, ადრე ბოდიშის მოხდა არ გიჭირდათ ხოლმე, სამწუხაროა. მე კი პირობას გაძლევთ, აუცილებლად მოიხდით ბოდიშს პატარა კაცისთვის, უღირსობისა და მსგავსი საძაგლობებისთვის, რომელიც იკადრეთ. კითხვები არსებობსო - დასვით ბატონო ბიძინა, ოღონდ ვინმე უფრო გონიერს ჰკითხეთ რჩევა, ვიდრე იმას, ვინც საკონსტიტუციო კომისიაზე გირჩიათ, თორემ ისევ უკან დახევა მოგიწევთ“, - მიმართავს თინა ხიდაშელი ექს-პრემიერს.

    „ახლა არსობრივად - ბევრი დავიჭირეთო, ნიუნბერგი არ იქნებაო, ხალხს „ნაცმოძრაობა“ რომ არსებობს ეს აღიზიანებსო - ამას სისტემური დანაშაული ჰქვია, იმ ენაზე თქვენ რომ მიშასავით მასხარად აიგდეთ - პროცედურების და კანონის ენაზე. 1, 5 ან 41 ინდივიდუალურად გასამართლებული არ ადასტურებს სისტემურობას თუ შესაბამისად არ გამოიძიეს და მოიკვლიეს, ამისათვის კი, რაც საჭირო იყო, ჩემს 2012-2013 წლის email-ებში ბევრი წერია და შეგიძლიათ მოიძიოთ”, - წერს თინა ხიდაშელი.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური