აკაკი მინაშვილი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებებზე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 16 დეკემბერი 2015 15:30

რას ითვალისწინებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები. ერთერთი ცვლილება, რომელიც პირველი მოსმენით შევიდა კანონპროექტში მოწმეთა დაკითხვის შესახებ კანონის ამოქმედების ვადას უკავშირდება. მეორე მოსმენით დეპუტატები მსჯელობენ, რომ კანონი პირველი იანვრის ნაცვლად 20 თებერვალს ამოქმედდეს.საპარლამენტო უმცირესობაში მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება გეგმავს, მოწმეებზე კონტროლი განხორციელოს."ეს ყველაფერი საბავშვო ბაღს ემსგავსება, იმიტომ, რომ ქართულ ოცნებას 2 წელზე მეტი დრო ჰქონდა კანონის ამუშავებისთვის.კანონპროექტს ამახინჯებთ. ბატონ ვახტანგს მინდა შევახსენო, რომ ეს წინ გადადგმული ნაბიჯი კი არ არის, ეს უკან გადადგმული ნაბიჯია,“- განაცხადა აკაკი მინაშვილმა.უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ ცვლილება მხოლოდ ტექნიკური ხასიათისაა. 

წაკითხულია 446 ჯერ

Related items

  • აკაკი მინაშვილი ეკა ბესელიას აკრიტიკებს

    საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომას დღეს არ დაესწრებიან. მათი თქმით, ეს არის მცდელობა, რომ შეწყალების სკანდალური საქმე გადაიფაროს.

    „ბესელიას არ უნდა სიმართლის დადგენა. აქ სერიოზული დარღვევებია და ფინანსური ინტერესებია, დღევანდელი შეხვედრაა ბესელიას მიერ გაკეთებული შირმაა,“- განაცხადა ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრმა, აკაკი მინაშვილმა.

    პარლამენტში დღეს ე.წ. პოლიტიკური პატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები მივლენ. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ე.წ. შეწყალების სკანდალთან დაკავშირებითაც იმსჯელებენ. 

  • ნაციონალური მოძრაობა ოცნებას ადანაშაულებს

    ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ქართულ ოცნებას, გარდაბანში პარტიის ადგილობრივ აქტივისტებზე ზეწოლაში ადანაშაულებს. აკაკი მინაშვილის განცხადებით, ახალგაზრდების დასაშინებლად დაწყებული შანტაჟი, გარდაბანში რიგგარეშე არჩევნებს უკავშირდება. 

    "ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული ავაზაკები ემუქრებიან ახალგაზრდებს, მათ ოჯახებს. ცდილობენ ისინი დააშინონ და ხელი შეუშალონ მათ აქტივობაში, რათა ისინი მხარს უჭერენ ნაციონალურ მოძრაობას, რადგან მიაჩნიათ, რომ ნაციონალური მოძრაობა არის ის ძალა, რომელიც გამოიყვანს ქვეყანას ამ მძიმე ვითარებიდან," - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

    ის სამართალდამცავ ორგანოებს საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებს.

  • აკაკი მინაშვილის განცხადება ქუთაისის #17 ბაგა-ბაღის თანამშრომლებზე

    უტყუარი ინფორმაცია გვაქვს, რომ ქუთაისის მერიის წარმომადგენლები #17 ბაგა-ბაღის თანამშრომლებს "აკაჩავებენ", რათა მათ საკუთარი მოსაზრებები ხმამაღლა არ დააფიქსირონ, - აღნიშნული განცხადება დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.
    მან ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტს რეაგირებისაკენ მოუწოდა.
    "მოგეხსენებათ, გუშინ, ქუთაისის მერიასთან ბაღის თანამშრომლების აქცია გაიმართა. ისინი ითხოვდნენ, როგორც ხელფასების მომატებას, ასევე უკეთეს პირობებს. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ბაღებში რეფორმების გატარებით ტრაბახობთ, როგორც ვხედავთ, რეალური შედეგი ჯერ არ დამდგარა. ჩვენ გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ მაგალითად, #17 ბაგა-ბაღში მერიის წარმომადგენლები, რომლებიც ბაგა-ბაღებს ზედამხედველობენ, მივიდნენ, როგორც ბაღის გამგესთან, ასევე თანამშრომლებთან და "აკაჩავებენ", რათა თავიანთი პოზიცია არ გამოხატონ. მინდა მოვუწოდო ადამიანის უფლებათა კომიტეტს, მიხედოს ამ საკითხს, თუმცა სიმართლე გითხრათ, არც ილუზია, არც დიდი იმედი არ მაქვს, რომ რეალურად რაიმე ნაბიჯები გადაიდგმება პარლამენტის ან ხელისუფლების მხრიდან, რათა მსგავსი დარღვევა არ მოხდეს. ამის დასტურია ის სამი წელი, ადამიანების მიმართ ის უდიერი ქცევა, რომელსაც "ქართული ოცნების" ხელისუფლება ახორციელებს", - განაცხადა მინაშვილმა.

  • აკაკი მინაშვილი მარგველაშვილის განცხადებებს აფასებს

    საქართველოს პრეზიდენტის მიერ რუსთავი2-ის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაზე გაკეთებულ განცხადებებს საპარლამენტო ოპოზიცია ეხმაურება.საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები უფრო მკვეთრ განცხადებებს ითხოვენ პრეზიდენტის მხრიდან. მათი თქმით, სწორედ პრეზიდენტია კონსტიტუციის გარანტი და პირველ რიგში ის უნდა იცავდეს ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.„მე ვისურვებდი, კიდევ უფრო მკაცრი განცხადებები ქონოდა საქართველოს პრეზიდენტს, მათ შორის სასამართლოსთან მიმართებაშიც. რადგან, ჩვენ ბოლო პერიოდში კარგად ვხედავთ, რომ სასამართლო გამოყენებულია ხელისუფლების მიერ ოპონენტების ან თავისუფალი მედიის საწინააღმდეგოდ,“ - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.   

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური