საგანგებო სიტუაციების მართვის გაძლიერებისთვის რუმინეთის დახმარება საქართველოს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 15 დეკემბერი 2015 13:10

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს,საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს რუმინეთის საელჩომ საქართველოში სპეციალური აჭურვილობა გადასცა,სამაშველო ავტომანქანა „ტოიოტა ლენდკრუიზერი“ განკუთვნილია სამაშველო ოპერაციებისთვის რთულად შეღწევად რეგიონებში, მაგალითად მაღალ მთაში, ხოლო ჟანგბადის ბალონების სატუმბი კომპრესორი გამოიყენება სასწრაფო სამედიცინო დახმარებისთვის საველე პირობებში.  აღჭურვილობა ხელს შეუწყობს საგანგებო სიტუაციების მართვას და სამაშველო ოპერაციების ჩატარებას. აღჭურვილობის გადაცემის შემდეგ მხარეებმა  საგანგებო სიტუაციების მართვის საერთაშორისო პრაქტიკაზე, ქვეყნებს შორის გამოცდილების გაცვლასა და ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. 2015 წლის ოქტომბერში, რუმინეთის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, ჩატარდა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლების  სასწავლო ვიზიტი რუმინეთში. ვიზიტის მონაწილეები შეხვდნენ რუმინეთის მთავრობის წარმომადგენლებს, გაეცნენ საგანგებო სიტუაციების მართვის უწყებების მუშაობას და მოინახულეს გადაუდებელი დახმარების კლინიკები.

წაკითხულია 442 ჯერ

Related items

  • მოქალაქეთა უსაფრთხო დასვენებაზე 355 მაშველი, მათ შორის 15 გოგო მაშველი იზრუნებს

    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური 2020 წლის საზღვაო სეზონს სიახლეებით ხვდება. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური პრეს-სამსახური იუწყება.

    შავი ზღვის სანაპირო ზოლს სეზონურ მაშველთა გაზრდილი რაოდენობა გააკონტროლებს. მოქალაქეთა უსაფრთხო დასვენებაზე 355 მაშველი, მათ შორის 15 გოგო მაშველი იზრუნებს. თითოეული მათგანი განახლებული უნიფორმით იმუშავებს და ევროპული სტანდარტის შესაბამისად იქნება აღჭურვილი. აჭარის, გურიის და სამეგრელოს რეგიონების ტერიტორიაზე, ასევე, მობილიზებული იქნება 6 კატარღა, 7 ნავი და 27 სკუტერი. პროცესში ჩაერთვება 1 სამაშველო და 3 სადაზვერვო დრონი.

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე უკვე განაახლა და დაამატა სამაშველო კოშკურები, რომელთა რაოდენობა სულ 108 იქნება.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ დაემორჩილოთ მაშველთა მითითებებს, არ იცურავოთ აკრძალულ ზონებში, არ შეხვიდეთ ზღვაში შტორმის დროს. შეგახსენებთ, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში და ნაბახუსევზე ცურვა კატეგორიულად აკრძალულია.

  • მაშველი ძაღლები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბაზიდან ოფიციალურად გააცილეს

    ფანი, ჯესი, ბელა, სალი, ბინგო და რეი დღეიდან სამსახურეობრივ მოვალეობას აღარ შეასრულებენ. ამის შესახებ "ნიუსდეი საქართველოს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრეს-სამსახურში განუცხადეს.

    მაშველმა ძაღლებმა 12 წელი გაატარეს სამსახურში და ამ ხნის განმავლობაში არაერთ სამაშველო ოპერაციაში აქვთ მონაწილეობა მიღებული. დღეიდან ისინი სახანძრო-სამაშველო ძალების განყოფილებებში გადაინაცვლებენ და მათზე ზრუნვას მეხანძრე-მაშველები გააგრძელებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგიურ დანაყოფს კი უკვე შეუერთდა მომავალი თაობის მაშველი ძაღლი ბელგიური მალინუა - ტინტო. სამსახურს ახალი ძაღლების მიღება და გაწვრთნა აქვს დაგეგმილი.

    მაშველ ძაღლებს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე, ლევან ღირსიაშვილი, მეხანძრე-მაშველები და კინოლოგები განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ბაზაზე გამოემშვიდობნენ.

  • ზაზა ვაშაყმაძე რუმინეთის ელჩს შეხვდა

    რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რადუ ჰორუმბას შეხვდა. შეხვედრამ გულთბილ, მეგობრულ ვითარებაში ჩაიარა.

    სააგენტოს თავმჯდომარემ  ისაუბრა  ორი ქვეყნის ურთიერთობებსა და რუმინეთთან მის განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე.  აღინიშნა, რომ საქართველო და რუმინეთი - ორივე მართლმადიდებელი ქვეყანაა,  საერთო ღირებულებებით.  უმნიშვნელოვანესია წმიდა ანთიმოზ ივერიელის ღვაწლი  რუმინეთის ისტორიასა და კულტურაში, ასევე სასულიერო სფეროში.  ასეთი ფაქტები  კიდევ უფრო ამყარებს ორ ქვეყანას შორის არსებულ მტკიცე კავშირს.

    ამასთან ერთად, ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს გააცნო  სააგენტოს საქმიანობა და რუმინეთის  კულტების  სამინისტროსთან  ურთიერთობის  დეტალები. აღინიშნა, რომ საქართველოსთვის  ასევე მნიშვნელოვანია რუმინეთის გამოცდილება ნატოსთან და ევროკავშირთან  თანამშრომლობის  მიმართულებით.

    რადუ ჰორუმბამ საუკეთესო უწოდა საქართველოს ხელისუფლების  მიერ  სააგენტოს შექმნის გადაწყვეტილებას. აღნიშნა, რომ რელიგიის თავისუფლებისა და დემოკრატიულობის  თვალსაზრისით     საქართველო რეგიონში  მოწინავე ქვეყანაა.  ამ  პროცესების ხელშეწყობაში სააგენტოს კვლავაც დიდი როლის შესრულება შეუძლია.

    ელჩმა დაადასტურა, რომ რუმინეთი მხარს უჭერს ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და  ევროკავშირის მიერ  საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დროულად ამოქმედებას. 

    მხარეებმა რეგიონში არსებული ვითარება   და საქართველო - რუმინეთს  შორის სამომავლო თანამშრომლობის   პერსპექტივაც განიხილეს.

    რადუ ჰორუმბამ  ზაზა ვაშაყმაძე  მიიწვია  ქალაქ ვულჩანში, სადაც ანთიმოზ ივერიელი მოღვაწეობდა.

    რადუ ჰორუმბა საქართველოს ელჩის რანგში   მიმდინარე წლის 26 სექტემბერს, წმიდა ანთიმოზ ივერიელის 300 წლისთავის  საიუბილეო დღეებში, ეწვია.

  • რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუმინეთში თურქული სკოლები კანონის შესაბამისად მუშაობენ

    რუმინეთში მოქმედი თურქული სკოლები კანონის შესაბამისად მუშაობენ, - ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლაზარ კომანესკუმ თურქეთში ვიზიტისას გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

    რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლაზარ კომანესკუს, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუს და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიტოლდ ვიშიკოვსკი შორის ჯერ პირისპირ და დელეგაციებს შორის გაფართოებულ ფორმატის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა, შეხვედრების დამთავრების შემდეგ კი მედიისთვის ერთობლივი პრესკონფერენცია მოაწყვეს.

    პრესკონფერენციის მსვლელობისას, ერთი ჟურნალისტის მიერ თურქული სკოლების ტერორიზმთან შესაძლო კავშირის შესახებ დასმულ კითხვაზე კომანესკუმ, ″ჩვენ ასეთ ფენომენს არ შევხვედრივართ. შეიძლება ასეთი ტიპის ინფორმაცია გავრცელდა, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩემს ქვეყანაში ყველა სკოლა კანონის შესაბამისად მოქმედებს.″-განაცხადა მან.

    პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიტოლდ ვიშიკოვსკიმ იგივე კითხვასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მის ქვეყანაში რომელიმე ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირის მქონე დაწესებულებები არ არსებობს.

  • „რუმინეთი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას"

    ბუქარესტში ოფიციალური ვიზიტი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა რუმინელ კოლეგასთან მიჰეა მოტოჩთან ორმხრივი შეხვედრით დაიწყო. შეხვედრის დასაწყისში თინათინ ხიდაშელმა კოლეგას პოლიტიკური მხარდაჭერისა და უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაში დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე განხილული საკითხებიდან დიდი ყურადღება დაეთმო ნატო-საქართველოს თანამშრომლობას. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესზე. თინათინ ხიდაშელმა იმედი გამოთქვა, რომ ვარშავაში დაგეგმილ ნატოს სამიტზე მოკავშირეები დეკემბერში გამართულ ნატოს საგარეო მინისტერიალზე მიღებული ღია კარის პოლიტიკის ერთგული დარჩებიან და საქართველოსთან მჭიდროდ ითანამშრომლობენ.

    მინისტრებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზეც ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ერთობლივ სამხედრო სწავლებებში ქართველი და რუმინელი სამხედროების მონაწილეობასა და სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობაზე.

    შეხვედრაზე განხილვის თემები იყო ასევე, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, მონაწილეობა საერთაშორისო მისიებში და თანამშრომლობა ევროკავშირთან. თინათინ ხიდაშელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო დიდ ყურადღებას უთმობს ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში მონაწილეობას. თინათინ ხიდაშელმა ხაზგასმით გამოყო რუმინელი დამკვირვებლების მონაწილეობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში. მისი თქმით, მისია საქართველოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მთავარ გარანტად რჩება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური