გიგა კვენეტაძის და ქეთა თოფურია მორიგი წარმატება

გამოქვეყნებულია შოუ ბიზნესი
პარასკევი, 11 დეკემბერი 2015 14:14

რუსულ შოუ-ბიზნესში მოღვაწე ორი ქართველი, ქეთა თოფურია და გიგა კვენეტაძე, საზოგადოების ყურადღების ცენტრში მალე კიდევ ერთხელ ახალი სტატუსით მოექცევიან. 6 დეკემბერს, „წლის წიმღერის“ საახალწლო გადაცემის ჩაიწერა გაიმართა, რომელიც ახალ წელს ცენტრალური არხების ეთერში გავა. ტრადიციულად გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი. ქეთა გამორჩეულად ბრწყინავდა, რომელიც ოქროსფერი კაბით იყო შემოსილი, - ის გლამურულ მომღერლად დასახელდა, ხოლო გიგა კვენეტაძის სიმღერა „вот она любовь", რომელსაც ჯგუფი „ა სტუდიო“ ასრულებს, წლის სიმღერა გახდა.

წაკითხულია 1674 ჯერ

Related items

  • "იცოდით, რომ სოჭი ადრე საქართველოსი იყო?" - რუსი ჟურნალისტი ქეთას შეკითხვამ დააბნია.. (ვიდეო)

    "იცოდით, რომ სოჭი ადრე საქართველოსი იყო?" - ქეთა თოფურიამ, რომელიც საკუთარ ჯგუფთან ერთად ყუბანის ადგილობივი არხის ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრად იმოყფებოდა, რუს ტელეწამყვანს მოულოდნელად კითხვა შეუბრუნა.

  • "ამ ქვეყანაში არც კარგი სიმღერა უნდათ და არც კარგი მამაკაცი, წავალ თუნდაც მონღოლეთში"- ბორის ბედია

    მომღერალ ბორის ბედიას თქმით, მას არც ყოფილი და არც მოქმედი ხელისუფლება სწყალობს, რის გამოც ის ამჟამად უმუშევარია და საზღვარგარეთ წასვლას ფიქრობს, ამის შესახებ მან ჟურნალ „სარკესთან“ ისაუბრა.

    „ამ ქვეყანაში არც კარგი სიმღერა უნდათ და არც კარგი მამაკაცი. სულ პოლიტიკაზე საუბარი შეიძლება?! კარგი სიმღერა, ცეკვა და ხელოვნება არ ჯობია?! რაიმე კონცერტი თუ იმარტება, ხელმძღვანელებს თავიანთი რჩეულები ჰყავთ. არც ნაციონალების ხელისუფლების ფავორიტი ვიყავი და არც ახლანდელი მთავრობა მწყალობს. ველოდები გზა გამომიჩნდეს. უცხოეთში მინდა წასვლა. წავალ იქ, სადაც ჩემს ვოკალურ მონაცემებს სათანადოდ დააფასებენ, თუნდაც მონღოლეთში“- განაცხადა ბორის ბედიამ.

     წყარო "სარკე"

  • ვისთან ერთად ჩამოვიდა ქეთა თოფურია საქართველოში (ვიდეო)

    მომღერალი ქეთა თოფურია საქართველოშია.

    მან "ინსტაგრამ-სთორიში" წყნეთში გადაღებული ვიდეოები გამოაქვეყნა. ქეთა საქართველოში ქალიშვილთან, ოლივია გეიხმანთან ერთად ჩამოვიდა.

    როგორც ვიდეოდან ირკვევა, მომღერალთან ერთად მისი მეგობრებიც იმყოფებიან.

  • ქეთა თოფურია ქმარს გაშორდა

    რუსული მედია უკვე აქტიურად წერს ახალი ინფორმაციის შესახებ - ქეთა თოფურია ქმარს გაშორდა. როგორც ჩანს, გავრცელებულმა ხმებმა, რეპერ გუფთან რომანის შესახებ, საბოლოოდ დაუსვა წერტილი წყვილის 4-წლიან ურთიერთობას. ქეთას და ლევ გეიხმანს პატარა ქალიშვილი ოლივია ჰყავთ.

    თუმცა, როგორც გამოცემა dni.ru წერს, A'Studio-ს სოლისტის ახლო გარემოცვის ინფორმაციით, წყვილის ურთიერთობა ღალატის სკანდალამდეც აირია. ამის მიზეზი კი ლევ გეიხმანის მუდმივი მივლინებები გახდა საზღვარგარეთ. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბიზნესმენი წლის განმავლობაში დიდ დროს ატარებდა ამერიკაში, ქეთა თოფურია კი დატვირთული რეჟიმის და პატარა ქალიშვილის გამო რუსეთიდან წასვლას ვერ ახერხებდა.

    ცოტა ხნის წინ, ქეთა თოფურიას პატარა ქალიშვილის, ოლივიას ფან-გვერდზე ახალი ფოტოები გამოქვეყნდა, რომელზეც ოლივია, ქეთა და ლევი ერთად იყვნენ ასახულნი. როგორც გაირკვა გეიხმანი ამერიკიდან დროებით იყო დაბრუნებული.

    შეგახსენებთ, იანვარში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 30 წლის ქეთა თოფურიას უკვე 1 წელია 37 წლის რეპერ გუფთან აქვს რომანი. ჭორები ოფიციალურად არ დადასტურებულა, თუმცა ლევ გეიხმანთან ქორწინებაში მყოფ ქეთა თოფურიას ირგვლივ სკანდალი კარგა ხანს გაგრძელდა.

    ჭორის გავრცელებიდან მალევე, გადაცემაში "Ты не поверишь!" ქეთას დედამ, ნატალია თოფურიამ განაცხადა, რომ მისი ქალიშვილი ქმარს პრაქტიკულად ვერ ნახულობს, რადგან გეიხმანი აშშ-ში ცხოვრობს და მუშაობს. ქეთა თოფურიას ინსტაგრამის გვერდზეც, სადაც მომღერალი აქტიურად ათავსებს ფოტოებსა და ვიდეოებს, ლევ გეიხმანის ფოტოები აღარ გამოჩენილა.

  • 11 წლის ლიზი წერეთელმა სან-რემოში ფურორი მოახდინა და გრან-პრი აიღო

    ახალგაზრდა მომღერალმა ლიზი წერეთელმა სან-რემოს პრესტიჟულ კონკურსზე sanremoJunior 2017 ფურორი მოახდინა. 11 წლის გოგონამ ალიშა ქისის If I Ain't Got You სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შეასრულა. მისი შესანიშნავი შესრულებით მოხიბლულმა ჟიურიმ ქართველ კონკურსანტს გრან–პრი მიაკუთვნა. 

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთი ბანკის ცენტრალურმა ფილიალმა მუშაობა განაახლა

ლიბერთი ბანკის ცენტრალურმა ფილიალმა მუშაობა განაახლა

ლიბერთი ბანკის ცენტრალურმა, თანამედროვე სტანდარტებ...

პოპულარული

« February 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური