ბაქტერიული მენინგიტი სკოლაში

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ხუთშაბათი, 10 დეკემბერი 2015 12:32

 მენინგიტის შემთხვევა სკოლაში. თბილისის 23-ე საჯარო სკოლის მოსწავლეს ბაქტერიული მენინგიტის დიაგნოზი დაუდგინდა. მეექვსე კლასის მოსწავლე იაშვილის სახელობის საავადმყოფოში მკურნალობს.11 წლის ბიჭი გაციებული იყო, ჰაიმორიტი ჰქონდა, რამაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულება და ბაქტერიული მენინგიტის განვითარება გამოიწვია. დირექტორის ცნობით, მოსწავლეს გუშინ მენინგიტის ყველა ნიშანი გაუქრა, უკეთ არის, თუმცა იაშვილის საავადმყოფოში მკურნალობას განაგრძობს.რაც შეეხება სკოლაში მიმდინარე პროცესებს, ნინო ნაბახტეველის განმარტებით, საგანმანათლებლო დაწესებულებაში კვირას დეზინფექცია ჩატარდა და სველი წესით დამუშავდა საკლასო ოთახი, სადაც მოსწავლე სწავლობს. ასევე დამუშავდა ყველა ის ადგილი, სადაც შესაძლოა გაციებულ მოსწავლეს შეხება ჰქონოდა.სკოლაში სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა

წაკითხულია 1075 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური