ჩინეთში საპილოტე ბირთვულ-ენერგეტიკული პროექტის „ჰუალონ 1-ის“ მშენებლობა იწყება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 08 მაისი 2015 14:55

ჩინეთმა გუშინ საპილოტე ბირთვულ-ენერგეტიკული პროექტის რეალიზაცია „ჰუალონ 1-ის“ ტექნოლოგიის გამოყენებით იწყება, - ამის შესახებ ჩინური საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ იუწყება.

ჩინეთის ენოვნული ბირთვული კორპორაციის დირექტორის, ციან ჩჟიმინის განცხადებით, „ჰუალონ 1-ის“ ტექნოლოგია ჩინეთს საშულებას აძლევს მოწინავე ბირთვული ტექნოლოგიების მქონე ქვეყნებს გაუტოლდეს.

პროექტის მთავარი კონტრუქტორი ცინ ძინი აღნიშნავს, რომ „ჰუალონ 1-ის“ ტექნოლოგია ჩინეთის ინტელექტუალური საკუთრებაა და ეს დანადგარი შემდგომ შეიძლება საერთაშრისო ბაზარზეც გავიდეს.

„ჰუალონ 1-ის“ რეაქტორი ჩინეთის ორი ბირთვული ენერგეტიკული გიგანტის და ჩინეთის ატომური ენერგიის გენერალურიკორპორაციის მიერ არის დაპროექტებული. ხოლო შემოწმება რეაქტორმა როვნულ ექსპერტთა ჯგუფთან 2014 წლის აგვისტოში გაიარა.

2014 წლის ნოემბერში, ჩინეთის ენერგეტიკის საქმეთა სახელმწიფო მმართველობამ „ჰუალონ 1-ის“ ტექნოლოგიის გამოყენების ნებართვა გასცა ფუცზიანის პროვინციაში ორი რეაქტორის ასაშენებლად.

ჩინეთის სახელმწიფო საბჭომ ამ პროექტის მშენებლობა ნებართვა 2015 წლის აპრილში გასცა.

წაკითხულია 476 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური