თამაზ ოქრუაშვილის სახელობის ტურნირი

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 07 დეკემბერი 2015 13:04

ვერის ბაღის საკალათბურთო სასახლეში ცნობილი ქართველი მწვრთნელის, თამაზ ოქრუაშვილის სახელობის ხსოვნის ტურნირი დასრულდა, რომელში მონაწილეობაც 14-15 წლის მოზარდებით დაკომპლექტებულმა ექვსმა გუნდმა მიიღო. ტურნირი ორგანიზებული იყო თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის გამგეობისა და საქართველოს აკლათბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ.

თამაშები ვერის ბაღის საკალათბურთო სასახლეში 5 და 6 დეკემბერს გაიმართა. 6 მონაწილე 2 ჯგუფში განაწილდა. პირველში თავი „აკადემიამ“, „ჰიუნდაი 2“-მა და „მართვემ“ მოიყარეს, ხოლო მეორე ჯგუფი „არმიამ“, „ჰიუნდაიმ“ და „ორბმა“ შეადგინეს.

ჯგუფებში გამარჯვებული გუნდები ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდნენ, ხოლო მეორეადგილოსნებმა ერთმანეთში მე-3 ადგილი გაითამაშეს. ბრინჯაოს მედლებისთვის „ჰიუნდაი“ „მართვეს“ შეხვდა და ანგარიშით 117:56 სძლია.  ფინალური მატჩი კი მეტად დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ზვიად დიდბარიძისა და ნინო ყიფშიძის გაწვრთნილი „ორბი“ მთელი პირველი ტაიმი უგებდა „აკადემიას“, თუმცა მეორე ნახევარში ალექსანდრე ჯაფარიძის გუნდმა ინიციატივა მოიპოვა და გამარჯვებამდე მივიდა.

საბოლოოდ „აკადემიამ“ 92:63 დაამარცხა „ორბი“ და ამაგდარი საკალათბურთო მწვრთნელის სახელობის თასი მოიპოვა. ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც პრიზიორ გუნდებთან ერთად ინდივიდუალური პრიზების მომგები მოთამაშეებიც დაასაჩუქრეს.

მე-3 ადგილზე გასული „ჰიუნდაი“ მთაწმინდის რაიონის გამგეობის კულტურის, სპორტისა და განათლების განყოფილების უფროსმა გიორგი კაშიამ მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვა.

„ორბის“ მწვრთნელებს და მოთამაშეებს შესაბამისი მედლები და სიგელები მთაწმინდის გამგებლის მოადგილე კახაბერ ქოროღლიშვილმა გადასცა, რომელმაც ასევე ტურნირის საუკეთესო უკანახაზელად დასახელებული რატი ანდრონიკაშვილი სპეციალური პრიზით დააჯილდოვა.

ტურნირზე დაწესებული იყო მაყურებელთა სიმპათიის პრიზი, რომელიც „ორბის“ მოთამაშე გიორგი ბიჭიაშვილს ერგო. გამარჯვებულს პრიზი თამაზ ოქრუაშვილის მეგობარმა, ვერის ბაღის გულშემატკივართა კლუბის წევრმა თემურ ღაღანიძემ გადასცა.

საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა აკადემიელთა ლიდრი მიშა ზურაბაშვილი, რომელიც კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ალეკო პეტრიაშვილმა დააჯილდოვა.

დაბოლოს, ჩემპიონ „აკადემიას“ მედლები, სიგელები და საჩემპიონო თასი მთაწმინდის რაიონის გამგებელმა გელა არჩვაძემ და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის უფროსმა ზვიად კოტრიკაძემ გადასცეს.

 

 

წაკითხულია 726 ჯერ

Related items

  • საქართველო 2021 წელს კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებს

    საქართველო იქნება ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც 2021 წელს კალათბურთში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება.

    ასპინძელი ქვეყნის გამოსავლენ კონკურსზე საქართველო დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა. აღნიშნული გადაწყეტილება დღეს მიუნხენში FIBA EUROPE -ის ბორდმა მიიღო.

    საქართველოს პრეზიდენტი ბორდის წინაშე მოხსენებით გამოვიდა და საქართველოს შესახებ ვიდეორგოლი წარადგინა. მოხსენებაში სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა ქვეყნის მზაობას FIBA EUROPE -2021 მასპინძლობის შესახებ. ასევე, სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა და საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია.

  • „არმია“ ოქროს ლიგის გამარჯვებულია
    თავდაცვის სამინისტროს გუნდი „არმია“ მინი-ფეხბურთის ტურნირის ოქროს ლიგა 2018-19 სეზონის გამარჯვებული გახდა. თავდაცვის უწყების მინი-ფეხბურთის გუნდმა დღეს ფინალში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გუნდი “RS” ანგარიშით 6:3 დაამარცხა და ტურნირის ჩემპიონობა მოიპოვა.
     
    ოქროს ლიგა 2018-19 თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა და მასში მონაწილეობა სახელმწიფო უწყებების და კერძო კომპანიების გუნდებმა მიიღეს. თავდაცვის სამინისტროს გუნდს, რომელიც თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეებით არის დაკომპლექტებული, შეჯიბრის თასი და მედლები გადაეცა. ტურნირში მონაწილე ფეხბურთელები სხვადასხვა ნომინაციებშიც დაჯილდოვდნენ. „არმიის“ ფეხბურთელებმა შეჯიბრის საუკეთესო მეკარის და საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაშიც გაიმარჯვეს.
     
    ოქროს ლიგა 2018-19 სპორტული სააგენტო SBM-ის ორგანიზებით გაიმართა.
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი Australian Open-ის მესამე წრეში გავიდა

    საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (61-ე ადგილი ATP-ს რეიტინგში) „დიდი სლემის" — Australian Open სერიიდან საჩოგბურთო ტურნირის მეორე რაუნდში ბელგიელ რუბენ ბენელმანს (117-ე) სამ სეტში მოუგო 7:5, 6:1, 6:3 და ტურნირის მესამე წრეში გავიდა. ტურნირი მელბურნში მიმდინარეობს.

    გამარჯვებისთვის ქართველ ჩოგბურთელს სულ 1 საათი და 41 წუთი დასჭირდა.

    მთელი მატჩის განმავლობაში ბასილაშვილს მეტოქეზე აშკარა უპირატესობა ჰქონდა. ბენელმანს მხოლოდ ერთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ მისი გამოყენება ვერ შეძლო.

    Australian Open-ის მესამე რაუნდში ბასილაშვილი პირველად გავიდა. ამით მან გამოიმუშავა 90 სარეიტინგო ქულა და საპრიზო 142 ათასი აშშ დოლარი.

    1/8 ფინალში გასასვლელად ბასილაშვილი 23 წლის ბრიტანელს, კაილ ედმუნდს (49) შეხვდება.




  • ნიკოლოზ ბასილაშვილი სეზონს დოჰას ტურნირით დაიწყებს

    ნიკოლოზ ბასილაშვილი ახალ საჩოგბურთო სეზონს ყატარის დედაქალაქ დოჰაში გასამართი ტურნირით დაიწყებს.
    მსოფლიო რეიტინგში 59-ე პოზიციაზე მყოფი ქართველი ძირითად ბადეშია დაშვებული,
    ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2018 წლის სეზონი გამარჯვებით დაიწყო. საქართველოს პირველმა ჩოგანმა, დოჰას ტურნირის პირველ წრეში, იტალიელი  ტომაზო ფაბიანო, ორ სეტში ანგარიშით, - 6:4 6:3 დაამარცხა.
    და მისი მეტოქე ხორვატი ბორნა ჩორიჩი იქნება, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 48-ე ადგილზე იმყოფება.
    ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას ტურნირზე წყვილთა თანრიგშიც მოახერხა გამარჯვების მოპოვება. ბასილაშვილი-ანდრეას ჰაიდერ-მაუერის დუეტმა მეკტიჩი-პეიას ტანდები 6:1, 6:7(8:10), 8:10 დაამარცხა.

  • 18 წლამდე გოგონათა ნაკრების 2 მარცხი ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში

    5 და 6 აგვისტოს კალათბურთსი საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში 2 შეხვედრა გამართა და სამწუხაროდ, ორივეში დამარცხდა. ნინო ყიფშიძისა და ზვიად დიდბარიძის გაწვრთნილმა გუნდმა ჯერ რუმინეთთან, შემდეგ კი ისრაელთან წააგო.

    რუმინელებთან ქართველებს შანსი არ ჰქონიათ. ჩვენმა გუნდმა შეხვედრა 47:122 წააგო. საქართველოს ნაკრებში 24 ქულით საუკეთესო იყო ვიქტორია გეგეშიძე. 12 ქულა მიითვალა ნატალია ოთხმეზურმა. რაც შეეხება ისრაელთან მატჩს, ქართველებმა შეხვედრა 39:77 დათმეს. 21 ქულით ბომბარდირი გახდა ნატალია ოთხმეზური. 7-7 ქულა ანა ქავთარაძემ და ვიქტორია გეგეშიძემ მიითვალეს.

    დღეს ტურნირზე დასვენებაა, ხოლო ხვალ, 8 აგვისტოს საქართველოს ნაკრები შვეიცარიას დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 16:45 საათზე დაიწყება. 

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური