ბაზალეთიდან ყაზბეგამდე გზაზე 1000-ზე მეტი სატვირთოა გაჩერებული

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 06 დეკემბერი 2015 22:31

ბაზალეთის გადასახვევიდან ყაზბეგამდე ტრეილერები გაჩერებულია. ამის შესახებ "ნიუსდეის" საცობში მდგომი სატვირთო ავტომობილების მძღოლებმა აცნობეს. მათი გადმოცემით, ამ ტერიტორიაზე 1000-ზე მეტი მანქანაა გაჩერებული, რომელთა დიდი ნაწილი მალფუჭებადი პროდუქტებითაა დატვირთული. მძღოლებს გაჩერების მიზეზი არ აცნობეს და მათ არც ის იციან თუ როდის გაატარებენ საზღვრის მიმართულებით. 

"არავინ არაფერს გვეუბნება, მანქანაში კი უკვე მანდარინი მიფუჭდება, ბევრს უკვე საწვავი და საჭმელიც ელევა, აღარ ვიცით რა გავაკეთოთ," - განაცხადა "ნიუსდეისთან" თემურ ფირაშვილმა.

როგორც ცნობილია, სატვირთო ავტომობილებს გადაადგილების უფლებას უკვე 4 დღეა არ აძლევენ.

წაკითხულია 877 ჯერ

Related items

  • ყაზბეგში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში კერძო ვერტმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.

     
    6 ივლისს კომპანია "რუმს ჰოტელ ყაზბეგის" კუთვნილი ვერტმფრენი დაბა სტეფანწმინდის მიმდებარედ, ე.წ. ყანებთან, დაუსახლებელ ადგილზე ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ვერტმფრენში მყოფი სამივე ადამიანი: ეკიპაჟის ორი წევრი და სასტუმრო "რუმს ჰოტელ ყაზბეგის" თანამშრომელი.
     
    შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო სამსახურის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები. პოლიციამ და ექსპერტ-კრმინალისტებმა დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებები.
     
    გამოძიება საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.
  • ყაზბეგში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

    2 ნოემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, რუსეთის მოქალაქის ც.ბ-ს კუთვნილი ავტომობილის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა 94.8 გრამი) ნაკეთობები აღმოაჩინეს.

     

    საქონლის საბაჟო ღირებულებამ 8,112.63 ლარი შეადგინა. საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10-ე ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 8,112.63 ლარის ოდენობით შეეფარდა.

  • წინა წელთან შედარებით საქართველოს საზღვარზე ვიზიტორთა რაოდენობა 20,9 %-ით გაზრდილია

    შინაგან საქმეთა სამინისტრო ,საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემებს აქვეყნებს.

    "შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი წარმოგიდგენთ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს გასული თვის მდგომარეობით, კერძოდ:

    2017 წლის სექტემბრის თვე 763 729 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2016 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 20,9 %-ით მეტია.

    რაც შეეხება იანვარ-სექტემბრის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 5 822 835 ვიზიტი განხორციელდა, რაც 19,2%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო ტურისტული ვიზიტი 2 783 594-ით განისაზღვრა, რაც 2016 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 28,8%- ით მეტია.

    ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, 2017 წლის სექტემბრის თვეში ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:

    ა) ტურისტი - 380 895 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 49,9%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 24,8%);

    ბ) ტრანზიტი - 182 356 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 23,9%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 22,6%);

    გ) სხვა - 200 478 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 26,2%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 12,7%).

    2017 წლის სექტემბერშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ რუსეთიდან (+32%), აზერბაიჯანიდან (+15,6%), სომხეთიდან (+11,8%), თურქეთიდან (+10,5%), უკრაინიდან (+0,2%) და ირანიდან (+80%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-სექტემბერშიც გამოირჩნენ დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი, ლიტვა და იტალია (შესაბამისად 33%, 32%, 29%, 21%, 18%, და 16%), ახლო აღმოსავლეთიდან - ისრაელი (35%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთი (17%), უზბეკეთი (93%). აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან - ბელორუსია (30%). აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 26%-იანი ზრდა"- აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • 482,3 კარატიანი ზურმუხტის საზღვარზე უკანონოდ გადმოტანის ფაქტი

    საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა. 

    გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, საბაჟო - გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ გადმოიტანა დეკლარირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ქვა - 482,3 კარატის ზურმუხტი. საგამოძიებო სამსახურის მიერ საზღვარზე მალულად გადმოტანილი ძვირფასი ქვა ამოღებულია ნივთმტკიცების სახით. 

    საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214 - ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

  • 1500 კილოგრამი ყავის მარცვალი პირს ზედნადების გარეშე გადაჰქონდა

    შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს აღმოსავლეთის განყოფილების ოფიცრების მიერ, 1500 კგ. მოხალული ყავის მარცვლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების  ფაქტი გამოვლინდა. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილების დასკვნის მიხედვით, საქონლის საბაზრო ღირებულებამ 15450 ლარი შეადგინა.
    საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271–ე მუხლის მე–7 ნაწილის გათვალისწინებით, საქმის მასალები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთი ბანკის ცენტრალურმა ფილიალმა მუშაობა განაახლა

ლიბერთი ბანკის ცენტრალურმა ფილიალმა მუშაობა განაახლა

ლიბერთი ბანკის ცენტრალურმა, თანამედროვე სტანდარტებ...

პოპულარული

« February 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური