კალიფორნიის ფოსტის ოფისში განგაში გამოცხადდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 05 დეკემბერი 2015 15:38

მასშტაბური თავდასხმიდან რამდენიმე დღეში კალიფორნიის ქალაქ სან ბერნარდინოში გზავნილების მიმღები კომპანიის ოფისში ევაკუაცია განხორციელდა.

მიზეზი თავდასხმის ორგანიზატორთა სახელზე გაგზავნილი საეჭვო ამანათი გახდა.

გზავნილის შემადგენლობა უცნობია. თუმცა, შემოწმების შემდეგ სამართალდამცველებმა განაცხადეს, რომ ის საფრთხის შემცველი არ აღმოჩნდა.

წაკითხულია 595 ჯერ

Related items

  • დაშავებული სამხედროების მორიგი წარმატება კალიფორნიაში

    ქართველი დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურები ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიაში მიმდინარე „საზღვაო ქვეითთა კორპუსის“ თამაშებში წარმატებით ასპარეზობენ.

    ამჯერად საქართველოს გუნდმა მჯდომარე კალათბურთის ფინალში აშშ-ის საზღვაო ქვეითთა გუნდი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა. წარმატებით იასპარეზა ვიცე-პოლკოვნიკმა ალუდა სეთურიძემაც ტრენაჟორზე ნიჩბოსნობაში. მან 1 და 4-წუთიან შეჯიბრში ორი ოქროს მედალი აიღო.

    პენდელტონის საზღვაო ქვეითთა ბაზაზე საერთაშორისო თამაშები 24 თებერვლიდან - 10 მარტის ჩათვლით იმართება. დღეს მოპოვებული 11 მედლის გარდა, ასპრეზობის განმავლობაში ქართველმა დაჭრილმა და დაშავებულმა სამხედროებმა 23 მედალი უკვე აიღეს, მათ შორის ველოსპორტში - 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაოს მედალი, მშვილდით სროლაში - 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაოს მედალი, ეტლით სირბილში - 4 ოქრო, შაშხანით სროლაში - 1 ბრინჯაო და პისტოლეთის სროლაში - 1 ბრინჯაო.

    ტურნირში დაჭრილი და დაშავებული ქართველი სამხედროები სპორტის 8 სახეობაში ასპარეზობენ: მჯდომარე კალათბურთი, ცურვა, სროლა, მშვილდოსნობა, ნიჩბოსნობა, ეტლით სირბილი, ველოსპორტი. ტურნირისთვის დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებულმა 12-კაციანმა ნაკრებმა ინტენსიური მომზადება თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და ძალისხმევით გაიარა.

    ასპარეზობის მიზანი დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება და მოტივაციის გაზრდა, ასევე მათი რეაბილიტაციის პროცესში სპორტის აქტიურად გამოყენებაა.

  • სუს-მა ტერორიზმის დაფინანსების და ტერორისტული საქმიანობის ბრალდებით 5 პირი დააკავა

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ, დღეს დილით თბილისსა და ახმეტის რაიონის სოფლებში,  დუისსა და ომალოში  დაკავებულ იქნა საქართველოს 5 მოქალაქე: ზურაბ გორნაკაშვილი,  რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი.  დაკავებული პირები დაკავშირებულები არიან 21-22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და წარმოადგენდნენ მათ ხელშემწყობ პირებს.

    თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა წინაარმდეგობა გაეწია სამართალდამცავებისთვის, კერძოდ უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რა დროსაც დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა და მოხდა თემირლან  მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა თავის არეში მიიღო ცეცხლნასროლი დაზიანება. იგი ამჟამად ჰოსპიტალიზირებულია.

    გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ აღნიშნულმა პირებმა, უზრუნველყვეს ახმედ ჩატაევის და მისი თანამზრახველების ჯერ თურქეთის ტერიტორიაზე ტრანსპორტირება, მათი დროებითი საცხოვრებელი მისამართიდან საქართველოს საზღვრის კირნათი-მარადიდის  მწვანე ზოლის მონაკვეთამდე, ხოლო შემდგომ დაეხმარნენ ამავე მონაკვეთით  საქართველოში უკანონოდ შემოსვლაში. დაკავებულმა პირებმა ასევე უზრუნველყვეს  დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების  თბილისამდე ჩამოყვანა, დახმარება გაუწიეს ბინის ქირაობასა  და იარაღის მოძიებაში.

    სპეცოპერაციის დროს დაკავებული და გარდაცვლილი პირების მობილური ტელეფონებიდან ამოღებული მასალების შესწავლის შედეგად, დადგენილია იარაღის სამალავის კონკრეტული ადგილი. ამერიკელ კოლეგებთან  ჩატარებული ერთობლივი ღონისძიების შედეგად, აღნიშნული სამალავიდან ამოღებულია ავტომატის მჭიდები, ტყვიები, ზურგჩანთები, რუქები, დურბინდები, რაციები და სხვადასხვა მტკიცებულებები.

    საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით ოპერატიულად დადგენილია სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირი. იგი რუსეთის მოქალაქე  შოაიფ ბორზიევია, რომელიც ტერორიზმის ბრალდებით ინტერპოლის მიერ იძებნება. ასევე, ოპერატიულად დადგენილია სპეცოპერაციის  დროს ლიკვიდირებული  პირების ვინაობა:  რუსეთის მოქალაქე იბრაგიმ ადაშევი, რომელიც სხვადსხვა ყალბი პასპორტებით საქართველოში  2010-2012 წლებში იმყოფებოდა და ასლანბეგ სოლტახმადოვი.

    საგამოძიებო  მოქმედებების შედეგად, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ამოღებული ახმედ ჩატაევის კუთვნილი კომპიუტერიდან და სხვადასხვა ტექნიკური მოწყობილობებიდან მოპოვებულია აუდიო ჩანაწერები. ჩანაწერების მიხედვით, ახმედ ჩატაევი და მისი თანამზრახველები ტერორისტული აქტების განხორციელებას გეგმავდნენ საქართველოსა და თურქეთში. მათ მიზანს დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმები  წარმოადგენდა.

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ოპერატიულ -საგამოძიებო მოქმედებებისა და  21-22 ნოემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, აღნიშნული ტერორისტული აქტები დაგეგმარების პროცესში იქნა აღკვეთილი.

      დანაშაულებრივ ჯგუფთან კავშირზე მყოფი სხვა პირების გამოვლენის მიზნით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

    გამოძიება 331- ე პრიმა მუხლის  მესამე ნაწილით მიმდინარეობს. რაც ტერორიზმის დაფინანსებას , ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. სასჯელის ზომად  17 დან 20 წლამდე  ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • ევროპოლი და საქართველო ტრანსსასაზღვრო დანაშაულის და ტერორიზმის წინააღმდეგ

    4 აპრილს თბილისში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა და ევროპოლის დირექტორმა რობ უეინრაიტმა ხელი მოაწერეს ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას" მძიმე ტრანსსასაზღვრო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე.
    ხელშეკრულება ითვალისწინებს ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობას, რაც ასევე მოიცავს ეჭვმიტანილ დამნაშავეთა პირად მონაცემებს და ოპერატიული ღონისძიებების ერთობლივად დაგეგმვას.
    "ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ საქართველო ევროპოლის ოპერატიული პარტნიორი გახდება, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე“, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა. „საქართველო სრულად ითანამშრომლებს ევროპოლთან და გარდა ამისა, გააძლიერებს სამართალდაცვის სფეროში არსებულ ეფექტურ თანამშრომლობას ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლის კუთხით", აღნიშნა მინისტრმა.
    თანამშრომლობის ეს ახალი ეტაპი მნიშვნელოვანი იქნება დანაშაულის ძირითად სფეროებთან გასამკლავებლად, რომელთაც გავლენა აქვთ ევროკავშირზეც და საქართველოზეც. ეს სფეროებია ნარკო-ტრეფიკინგი, ქონებასთან დაკავშირებული ორგანიზებული დანაშაული, კიბერდანაშაული და მიგრანტების ფარული გადაადგილება.

    წყარო: http://www.euneighbours.eu

  • ფეთჰულაჰ გიულენი: გადატრიალების მცდელობებით დემოკრატიას ვერ დაამყარებ

    ფეთჰულაჰ გიულენი: გადატრიალების მცდელობებით დემოკრატიას ვერ დაამყარებ და არჩეული მთავრობების ანტი-დემოკრატიული გზებით ხელში ჩაგდება მიუღებელია

    თურქეთში მომხდარი წარუმატებელი გადატრიალების მცდელობის და მეორედ გადატრიალების მცდელობის შესაძლო განხორციელების შესახებ გავრცელებულ ჭორებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ოფიციალური ვებ-გვერდის საშუალებით გავრცელებული განცხადება ასეთია:
    ″როგორც ყველა დროს მომხდარი სამხედრო გადატრიალებების მსხვერპლი იმის მჯერა, რომ გადატრიალების მცდელობებით დემოკრატიას ვერც დაამყარებ და ვერც დაიცავ. როგორც ადრე ვთქვი, არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსულები მე და ამ მოძრაობის წევრებს საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების დარღვევით რომც გვდევნიდნენ, ანტი-დემოკრატიული გზებით მათ დამხობას არასოდეს არ დავეთანხმები.
    ყოველგვარ გადატრიალებას, გადატრიალების მცდელობას და გადატრიალების შესახებ ფიქრებსაც კი ვგმობ. ამ აზრის მატარებელნი მოძრაობა ჰიზმეთშიც თუ იქნებიან, მათ სიტყვით და ქმედებით შევეწინააღმდეგები.
    ჩემი განცხადების გაკეთების მიუხედავად იმასთან დაკავშირებით, რომ 15 ივლისს ვერაგულად დაგეგმილ გადატრიალების მცდელობაში არანაირი მონაწილეობა არ მიმიღია, ზოგიერთი ადამიანის ამ გადატრიალების მცდელობის ჩემთან დაკავშირებას და ჩემს ამ ამბოხების არქიტექტორად გამოცხადებას კატეგორიულად ვგმობ. როგორც ამბობენ, თუ ჩემთან ახლოს მყოფმა ზოგიერთმა ადამიანმა ამ ვერაგულად დაგეგმილ გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობა მიიღეს, ამით იმ ადამიანებს გაუწიეს სამსახური რომლებიც მშვიდობისა და სიმშვიდის გარდა სხვა არანაირი მიზანის მქონე ჩემი და მოძრაობა ჰიზმეთის გადატრიალების მცდელობასთან და ტერორიზმთან დაკავშირებას ცდილობენ.
    ვერაგულად დაგეგმილი სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდგომ, უსაფუძვლო ბრალდებებით ჩემი დადანაშაულების შემდეგ, ამ მცდელობის გამოსაძიებლად საერთაშორისო კომისიის შექმნა მოვითხოვე და განვაცხადე, რომ ამ კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დავთანხმდებოდი. ჩემი ასეთი შეთავაზების მიუხედავად, ამ მხრივ არანაირი უმოქმედობა, კვლევის არ ჩატარება და დაჟინებით მოძრაობა ჰიზმეთის მიმდევრების უსაფუძვლოდ და მტკიცებულებების გარეშე დადანაშაულება, იმის მაჩვენებელია, რომ ნამდვილი დამნაშავეების გამოააშკარავება არ უნდათ. წამების გზით მოპოვებული ჩვენებების საფუძველზე ″გამოკვლევა საჭირო არ არის″ მსგავსი განცხადებების გაკეთება ეჭვებს ზრდის.
    შესაბამისად, ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ ტანკების ქუჩაში გამოსვლამდე გადატრიალების მცდელობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ, ხოლო რამდენიმე საათის შემდეგ ამ მცდელობის განხორციელებაში მოძრაობა ჰიზმეთის დადანაშაულება, თავდაპირველი განზრახვის ნათელი დასტურია.
    ათწლეულების განმავლობაში ამ ქვეყანაში მშვიდობისა და უსაფრთხოების წარმომადგენელ ამ მოძრაობის ადრე სხვა მიზეზების გამო, ახლა კი ვერაგულად დაგეგმილი გადატრიალების მცდელობის გამო, ძალადობასა და ტერორიზმთან დაკავშირებას რომ ცდილობენ ეს ნათლად და მკაფიოდ ჩანს. თუმცა მოძრაობის მიმდევრების წინააღმდეგ განხორციელებული ადამიანის უფლება დარღვევის, დევნისა და წამების მიუხედავად ძალადობისთვის არ მიუმართავთ, თავიანთი უფლებების დაცვა სამართლებრივი გზებით გააგრძელეს და მათ ცილისმწამებლებს იმედები გაუცრუეს.
    ვფიქრობ, რომ ბოლო დღეებში მეორე გადატრიალების მცდელობის შესახებ ჭორები ამ კონტექსტში შეგნებულად გავრცელდა და შეშფოთებული ვარ იმით, რომ შესაძლოა ჩვენს მოქალაქეებს და განსაკუთრებით მოძრაობა ჰიზმეთის მიმდევრებს ახალ მახეს უგებენ. ამ კონტექსტში მედიაში გავრცელებული მუქარა იმის თაობაზე, რომ ციხეში მყოფ მოძრაობა ჰიზმეთის მიმდევრებს ერთად შეკრებენ და სიკვდილით დასჯიან შემაძრწუნებელია.
    მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მთელ მსოფლიოს განვუცხადო, რომ ყველაზე სასტიკი დევნას, ზეწოლას, დისკრიმინაციას, წამებასა და დასჯას რომც დაექვემდებარონ ამ მოძრაობის მიმდევრები დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ერთგული დარჩებიან. ამ ადამიანების მთავარი პრიორიტეტი მსოფლიოში მშვიდობის დასამყარებლად აზრთა სხვადასხვაობის, უცოდინრობისა და სიღარიბესთან ბრძოლა და ამ ლოზუნგებით ყველა დაბრკოლების მიუხედავად ″პოზიტიურ მოძრაობად″ დარჩენა და თავიანთი საქმიანობის გაგრძელებაა.″-ნათქვამია განცხადებაში.
    წყარო: http://afsv.org/fgulen-message-regarding-rumors-about-a-second-coup-attempt-10022016/#.V_MyFvmLTIW

  • ევროპელების აზრით, 2011 წლის შემდეგ აშშ-მ მსოფლიო უსაფრთხო ვერ გახადა

    „Sputnik-მნენიას" გამოკითხვის თანახმად, გერმანიის (74%), საფრანგეთისა (65%) და იტალიის (63%) მოსახლეობის უმეტესობა თვლის, რომ 11 სექტემბრის შემდეგ აშშ-ის მიერ ტერორიზმის წინააღმდეგ გატარებულმა ზომებმა მსოფლიო უსაფრთხოება ვერ გაზარდა. აშშ-ის მოსახლეობა, პირიქით, უფრო სკეპტიკურადაა განწყობილი საკუთარი ქვეყნის მიერ უსაფრთხოების გაძლიერებისადმი გადადგმულ ქმედებებთან დაკავშირებით: 54%-მა განაცხადა, რომ მათი ქვეყანა წარმატებით ახორციელებს ბრძოლას ტერორიზმის წინააღმდეგ, 39%-მა უარყოფითი პასუხი დააფიქსირა, 7%-მა კი პასუხი „არ ვიცი“ აირჩიეს. მონაცემები მიღებული იქნა საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ის დაკვეთით ცნობილი ფრანგული კვლევითი კომპანია Ifop-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად.
    2011 წლის 11 სექტემბერის ტერორისტული აქტის შემდეგ, აშშ-მ საერთაშორისო და შიდა უსაფრთხოების გაძლიერებისთვის რიგი ღონისძიებები გაატარა: მიღებული იქნა „პატრიოტული აქტი“, რომელიც უცხოეთსა და აშშ-ში მოქმედი კომპანიებისა და მოქალაქეების შესახებ მონაცემების შეგროვების კუთხით, გამოძიების ფედერალური ბიუროს უფლებებს აფართოებს. ტერორისტული საფრთხეების შემცირების მიზნით, ავღანეთსა და სირიაში სამხედრო ინტერვენცია განხორციელდა.
    პასუხად კითხვაზე, „თქვენი აზრით, 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის შემდეგ აშშ-ის მიერ გატარებულმა ზომებმა, უსაფრთხო გახადა თუ არა ცხოვრება მსოფლიოში?“ — გერმანელების მხოლოდ 20%-მა, ფრანგების 24%-მა და იტალიელების 30%-მა უპასუხა „კი“. პასუხი „არ ვიცი“ გერმანიაში რესპონდენტების 11%-მა, საფრანგეთში 11%-მა და იტალიაში 7%-მა აირჩიეს.
    გამოკითხვა ფრანგულმა კვლევითმა კომპანია IFop-მა გერმანიაში, საფრანგეთსა და იტალიაში 28 ივნისიდან 4 ივლისის პერიოდში ჩაატარა, ხოლო აშშ-ში, 26-30 აგვისტოს პერიოდში. გამოკითხვაში მონაწილეობა 4015-მა რესპონდენტმა მიიღო გერმანიიდან (1000), საფრანგეთიდან (1004), იტალიიდან (1002) და აშშ-დან (1009).
    შერჩეული რესპონდენტები მოსახლეობას სქესის, ასაკისა და გეოგრაფიის მიხედვით წარმოაჩენენ. შერჩევის მაქსიმალური ცდომილება არ აღემატება 3,1%-ს, 95%-იანი სანდოობის ალბათობით.
    ცნობა პროექტ „Sputnik.მნენიას“ შესახებ:
    ეს არის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი საერთაშორისო პროექტი, რომელიც 2015 წლის იანვარში დაიწყო. მისი პარტნიორია ცნობილი კვლევითი კომპანიები Populus-ი, Ifop-ი და forsa. ევროპის ქვეყნებსა და აშშ–ში პროექტის ფარგლებში რეგულარულად ტარდება გამოკითხვები აქტუალურ პოლიტიკურ თუ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით.
    Sputnik (sputniknews.com) — ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. „სპუტნიკი“ მოიცავს ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური