ევროკავშირის დღის აღსანიშნავად ფოტოგამოფენა მოეწყობა

გამოქვეყნებულია კულტურა
პარასკევი, 08 მაისი 2015 12:18

ევროკავშირის დღის აღსანიშნავად დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ფოტოგამოფენა მოეწყობა. 
  საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა, პროექტი "ერთად შევეგებოთ ევროპას" და საქართველოს ეროვნული არქივი ფოტოგამოფენას გამართავს. გამოფენა ქართულ-ევროპულ ურთიერთობებს ეძღვნება. 
ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი, იანოშ ჰერმანი გახსნიან. 
"გამოფენაზე წარმოდგენილი ადრეული ფოტოები მოგვითხრობენ ისტორიას ადამიანებისა, რომლებიც ქვეყნის განვითარების მომავალს ევროპული ღირებულებების კონტექსტში ხედავდნენ. აქვე იხილავთ დასავლეთთან საქართველოს სამრეწველო პარტნიორობის ამსახველ ფოტოებს მიულსების ბელგიური ოჯახის ქართული ეპიზოდიდან. მე-20 საუკუნის შუა და გვიანი პერიოდის ევროპულ-ქართული კულტურულ-პოლიტიკური მიმოსვლის ქრონოლოგიას პრესის ფოტოგრაფები გადმოსცემენ."-აცხადებენ გამოფენის ორგანიზატორები. 
ფოტოგამოფენა  18:00 საათზე გაიხსნება. 

წაკითხულია 693 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური