სოფელ ჯანდარაში "ბი-პის" კონტრაქტორი კომპანიის თანამშრომლები გაიფიცვას აგრძელებენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 04 დეკემბერი 2015 12:31

უკვე მესამე დღეა გაფიცვა გრძელდება სამხრეთკავკასიური მილსადენის გაფართოების პროექტის სამშენებლო სამუშაოებზე, გარდაბნის რაიონის  სოფელ ჯანდარაში. 400-მდე თანამშრომელი დღეს ისევ არ გამოცხადდა სამსახურში, ისინი "ბი-პის" კონტრაქტორ კომპანიას ჰყავს დასაქმებული. 

გაფიცულები აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნები უცვლელია და ითხოვენ პირობების გაუმჯობესებას. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათ კომპანიის ხელმძღვანელობა არ შეხვედრია. პროტესტი გრძელდება ვალეშიც. 

წაკითხულია 1014 ჯერ

Related items

  • 3 დღიანი გაფიცვა სრულდება - რომელი საათიდან განაახლებს მეტრო მუშაობას

    თბილისის მეტრო დღეს 14:00 საათიდან ამუშავდება - ამის შესახებ მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფკავშირის, "ერთობა 2013"-ის გამგეობის თავმჯდომარემ, რატი კაპანაძემ განაცხადა. მისი თქმით, შეთანხმება მიღწეულია და მათ მიერ დაყენებული საკითხის მოგვარება ხელფასების 45%-იან ზრდასთან დაკავშირებით ეტაპობრივად მოხდება. მისი განცხადებით, თბილისის მერიამ პასუხისმგებლობა აიღო, რომ ეს პრობლემა უახლოეს მომავალში გადაწყდება. ამ გადაწყვეტილებამდე კი, გვიან ღამით რატი კაპანაძე თბილისის მერიაში ვიცე-მერსა და დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს შეხვდა. ასევე, მემანქანეებმა გაფიცვა შეწყვიტეს. მათ "გლდანი დეპოს" ტერიტორიაზე კარვები აიღეს და ტერიტორია დატოვეს. მეტროს მემანქანეები 4 ივნისის დილიდან გაიფიცნენ, რის გამოც ამ დროისთვის ყველა მეტროსადგური გაჩერებულია. მეტროსადგურების მუშაობის აღდგენამდე ავტობუსებით მგზავრობა უფასო იქნება

  • ირაკლი ხმალაძე - მიმდინარე წელს მეტროს მემანქანეებისთვის ხელფასის ზრდის ფინანსური საშუალება მერიას არ გააჩნია

    ერთი რამ არის მნიშვნელოვანი, რომ მერია არ ვაჭრობს 45%-ია თუ 10%, ჩვენ ვიძახით, რომ მიმდინარე წელს მეტროს მემანქანეებისთვის ხელფასის ზრდის ფინანსური საშუალება მერიას არ გააჩნია, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.

    ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ 2018 წელს მერიას არ აქვს ხელფასის ზრდის საშუალება, რაც შეეხება 2019 წელს, მერია შეხედავს რისი საშუალება იქნება. 

    "გუშინ ასეთი კონკრეტიკა არ ყოფილა თუ რამდენ პროცენტიან ზრდაზეა საუბარი, მაგრამ ჩვენი მესიჯი რაც იყო და მივაწოდეთ მეტროს გაფიცულ თანამშრომლებს, 2019 წელს შევხედოთ რისი საშუალება ექნება მერიას იმისთვის, რომ მივიღოთ სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტილებები. ჩვენ არ ვართ იმ პირობებში რომ ვიმსჯელოთ, 10%, 15% თუ 20%. 2018 წელს ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება ხელფასების რაიმე ოდენობით ზრდასთან დაკავშირებით. გვინდა ვუთხრათ ამ ადამიანებს და ზოგადად, მერიის სისტემაში მომუშავე ადამიანებს, რომ ჩვენ მუდმივად ვიზრუნებთ იმაზე, რომ მათი შრომის ანაზღაურება იყოს სათანადო", - განაცხადა ხმალაძემ.

    მეტროს მემანქანეები უკვე მე-3 დღეა გაფიცვას მართავენ. ისინი ხელფასების ზრდას მოითხოვენ. 

  • თბილისის მერიამ მეტროს მემანქანეების გაფიცვის გამო 2 დროებითი მარშრუტი დაამატა

    თბილისის მერიამ მეტროს მემანქანეების გაფიცვის გამო მგზავრთა გადაადგილების გაუმჯობესების მიზნით 2 დროებითი მარშრუტი დაამატა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ერთი მარშრუტი იმოძრავებს მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ მოსკოვისა და ქეთევან დედოფლის გამზირების გავლით ბარათაშვილის ქუჩამდე, ხოლო მეორე - მეტროსადგურ „ახმეტელიდან“ გურამიშვილის გამზირისა და დადიანის ქუჩის გავლით რკინიგზის გადასასვლელ ხიდამდე. 
    ისინი, სხვა მუნიციპალური ავტობუსების მსგავსად, მგზავრებს უფასოდ მოემსახურებიან.

  • მეტროს მემანქანეები - მეტრო 4 ივნისს აღარ იმუშავებს

    ხვალიდან მეტროპოლიტენის თანამშრომლების გაფიცვა იწყება ამის  შესახებ პროფკავშირი - “ერთობა 2013” იუწყება. აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

    თქვენთვის უკვე ცნობილია, რაოდენ მძიმე და ურთულესი აღმოჩნდა სამართლიანობის პრინციპით იმ უფლების რეალიზება, რასაც ჩვენი კონსტიტუცია და შრომის კოდექსი გვანიჭებს. გაფიცვის არსზე და მის ფუნდამენტურ მნიშვნელობაზე არაერთი ითქვა და დაიწერა კომპეტენტური ადამიანების მიერ, რომლის შესაბამისად გამოყენების შესაძლებლობაც მოსამართლემ მეტროს მემანქანეებს ფაქტობრივად ერთი ხელის მოსმით მოუსპო.

    მოსამართლის პირველი გადაწყვეტილების მოქმედების ვადა, რომლის შედეგად მოხდა გაფიცვის თარიღის გადადება 3 ივნისამდე, იწურება და "ერთობა 2013"-ს ეძლევა იმ საგაფიცვო მოქმედებების წარმოების შესაძლებლობა, რომელიც 3 მაისიდან იყო დაანონსებული.
    მოგვიანებით, იგივე მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება სამუშაო საათებში ელ. მატარებლების მემანქანეთა გაფიცვის უფლების განუსაზღვრელი ვადით შეზღუდვის თაობაზე. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, სასამართლოს განჩინებაში ვკითხულობთ, რომ მოსამართლე მემანქანეებს არასამუშაო საათებში გვანიჭებს გაფიცვის რეალიზების უფლებას.

    ჩვენს წინააღმდეგ მიღებული უკანონო, უსამართლო და არაკონსტიტუციური გადაწყვეტიელებების მიუხედავად, მოგახსენებთ, რომ „ერთობა 2013“ ემორჩილება სასამართლოს გადაწყვეტილებას რომელიც მემანქანეებს მიუთითებს არასამუშაო დროს გაფიცვაზე, ხოლო სხვა პოზიციებზე დასაქმებულ ჩვენს წევრებს აძლევს გაფიცვის გამოყენების უფლებას. ეს ნიშნავს, იმას, რომ მემანქანეები საკუთარი დასვენების დროის ხარჯზე გავიფიცებით და შემდეგი ცვლისთვის მომზადების ნაცვლად დასვენების დროს სრულად გამოვიყენებთ გაფიცვის უფლების რეალიზებისთვის.

    დასვენება და სამუშაო ცვლისთვის მომზადება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მემანქანეებისთვის. ამდენად, მოსამართლის გადაწყვეტილების აღსრულება და დასვენების დროს გაფიცვა მემანქანეთა ფიზიკურ მდგომარეობაზე ავტომატურად მოახდენს გავლენას, რამდენადაც თითოეული მათგანი ცვლამდე ვერ მოახერხებს დასვენებას და შესაბამის მდგომარეობაში სამუშაო ადგილებზე გამოცხადებას.

    აქედან გამომდინარე, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ დასვენების დროს საგაფიცვო რეჟიმში ყოფნის გამო, გარკვეული პერიოდის შემდგომ ფიზიკურად ვეღარ შევძლებთ ქალაქისა და მოსახლეობის მომსახურებას ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რაზეც სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ ქალაქ თბილისის მერიას და თბილისის სატრანსპორტო კომპანიას.

    ჩვენის მხრივ ვაცხადებთ, რომ ჩვენ მოვემსახურებით ქალაქის მოსახლეობას პასუხისმგებლობით, ვიდრე ჩვენ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა მოგვცემს ამის შესაძლებლობას.

    მოსამართლის მიერ მიღებული განჩინებით კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა შინაგანაწესის ის უმნიშვნელოვანესი დებულება, რომელიც მემანქანის სამსახურში გამოცხადებას, სწორედ რომ დასვენებულ მდგომარეობაში გულისხმობს, რაც პრობლემად არ მიიჩნია ჩვენმა დამსაქმებელმა.

    ამდენად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, "ერთობა 2013" კვირას, 3 ივნისს, 15:00 საათზე, გლდანის დეპოში, სასამართლოს გადაწყვეტილების ფარგლებში იწყებს უვადო გაფიცვას შიმშილობასთან ერთად, რომელიც 4 ივნისს მეტროს სრულმასშტაბიან პარალიზებას გამოიწვევს, იმ ადეკვატური და სამართლიანი მოთხოვნით, რაც მეტროპოლიტენში დასაქმებულთა ანაზღაურების გაზრდას ითვალისწინებს.
    ყველა იმ შემთხვევაზე, რაც გამოიწვევს ჩვენი თანამოქალაქეების დისკომფორტს ან საფრთხეს შეუქმნის რომელიმე სასიცოცხლო მნიშვნელობის უწყების ფუნქციონირებას, პასუხისმგებლობას სრულად ვაკისრებთ დამსაქმებელს და ყველა იმ სუბიექტს, რომელთაც ამ დავის უმტკივნეულოდ გადაწყვეტა ხელეწიფებოდათ.
    კიდევ ერთხელ მივმართავთ ხელმძღვანელობას!!!
    - ჯერ კიდევ არის იმის დრო, ყურად იღოთ დასაქმებულთა მოთხოვნების არსი და მოგვცეთ იმისი საშუალება, ჩვეულ რიტმში შევძლოთ ჩვენი საზოგადოების მომსახურება, რასაც დღემდე ღირსეულად და სიამაყით ვახორციელებთ.
    - დააფასეთ ჩვენი შრომა და თქვენც დაფასდებით!!!

    მეტროს თანამშრომელთა სახელით ყველა თანამოქალაქეს ბოდიშს გიხდით დისკომფორტისათვის და იმ მნიშვნელოვანი სიკეთის ვერ შესრულებისთვის, რასაც მიწისქვეშა ტრანსპორტით გადაადგილება ჰქვია. ასევე მადლობა მთელი ამ დროის მანძილზე გამოხატული მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის. ჩვენ თქვენი მხარდაჭერა ამ გადამწყვეტ მომენტში განსაკუთრებულად გვჭირდება. ჩვენ ერთად შევქმნით ჯანსაღ გარემოს მშრომელთა უფლებების დასაცავად, უკეთესი ქვეყნისა და უკეთესი ქალაქისათვის !!!  - აღნიშნულია პროფკავშირი - “ერთობა 2013”-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

     

     

  • ხარაგაულის სოფელ ლაშეში მდინარემ გზა ჩაანგრია

    ხარაგაულის რაიონში ძლიერი ნალექის შედეგად მდინარე ჩხირიმელა ადიდდა. ადიდებულმა მდინარემ სოფელ ლაშეში გზის ნაწილი წაიღო. ამ დროისთვის საავტომობილო მოძრაობა შეწყვეტილია. 
    სოფლის გზა ცენტრალურ ავტომაგისტრალსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტს აკავშირებს, რის გამოც რაიონულ ცენტრში ავტომანქანებს გადაადგილება შემოვლითი გზით უწევთ. 
    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, არჩილ მაღრაძის თქმით, გზის აღდგენითი სამუშაოები ხვალიდან დაიწყება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური