ეროვნული სატყეო სააგენტოს ორგანიზებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 04 დეკემბერი 2015 11:09

სატყეო დარგის 2016 წლის პრიორიტეტებისა და თანამონაწილეობის განსახილველად ეროვნული სატყეო სააგენტოს ორგანიზებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრაზე სააგენტომ, სატყეო დარგის შემდგომი განვითარებისა და ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესების მიზნით, საპროექტო ინიციატივები წარადგინა. 

გარდა ამისა, შეხვედრაზე განხილეს ბუნებრივი კატასტროფების პრევენციისა და კრიტიკული სიტუაციების ინტერსექტორული მართვის კომპლექსური მოდელი, თანამედროვე საინფორმაციო სისტემები – ტყის სახელმწიფო და საზოგადოებრივი მონიტორინგისთვის. 

წაკითხულია 622 ჯერ

Related items

  • საქართველოს ჩინეთიდან ღვინის იმპორტიორებისა და ჟურნალისტების ჯგუფი ეწვია

    ღვინის იმპორტიორებისა და ჟურნალისტების ჯგუფი ჩინეთიდან ერთკვირიანი ვიზიტით საქართველოს ეწვია, რომლის ფარგლებშიც სტუმრები ღვინის მარნებსა და კომპანიებს ქართლში, კახეთში, იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში მოინახულებენ. ღვინის პროფესიონალები ადგილზე დააგემოვნებენ ქართულ ღვინოებს, გაეცნობიან ქართული ტრადიციული მეთოდით ღვინის დამზადების ტექნოლოგიასა და  რთველის პროცესს.  

    13-კაციან ჯგუფს ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტარქტორი, ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი ხელმძღვანელობს. ღვინის იმპორტიორები ვიზიტის პირველ დღეს თბილისში ღვინის კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. კომპანიებს მიეცათ შესაძლებლობა წარედგინათ საკუთარი პროდუქცია იმპორტიორებისთვის.

    დებრა მეიბურგის თქმით, ჯგუფის შემადგენლობაში შედიან იმპორტიორები და ჟურნალისტები ჰონგ-კონგიდან და ჩინეთის სხვა ქალაქებიდან.

     „მე ისევ ჩემს ერთ-ერთ უსაყვარლეს ქვეყანაში ვიმყოფები, რადგან ძალიან მინდა წარვუდგინო ეს ღვინოები აზიის ბაზარს. მინდა კარგად გაიგონ ის კულტურა, რომელიც ამ ღვინოების უკან დგას, ასევე საკვები, ადამიანები, სტუმართმოყვარეობა, თვისებები და ისტორია, რაც ამ ღვინოებს განსაკუთრებულობას სძენს. ჩემთვის ამაღელვებელია რთველის პერიოდში აქ ყოფნა. ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცა ყურძენი პირდაპირ ვენახიდან დაგვეგემოვნებინა და შეგვეგრძნო თითოეული კომპონენტი, რომელიც ამ ღვინოებს განსაკუთრებულს ხდის“, - აღნიშნა დებრა მეიბურგმა.

    ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი სამანიშვილის განცხადებით, მარკეტინგულ სტრატეგიაში ძალიან მნიშვნლოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი პროფესიონალი, ღვინით დაინტერესებული სტუმარი გაეცნოს ადგილზე უძველეს ქართულ ღვინის კულტურას.

     „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი ღვინის პროფესიონალი ჩამოვიდეს საქართველოში. ეს ჯგუფიც სწორედ ასეთი პროფესიონალი ღვინის იმპორტიორებისა და ჟურნალისტებისგან შედგება. მათ მიერ დაწერილი სტატიები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისთვის შესაბამის ბაზრებზე“,- აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

    მან იმედი გამოთქვა, რომ  ამ ვიზიტების შედეგად, ბიზნეს ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდება აზიის ბაზარზე მომუშავე იმპორტიორებსა და ქართულ ღვინის კომპანიებს შორის. 

    ვიზიტის ფარგლებში ღვინის პროფესიონალები მოინახულებენ შემდეგ ღვინის მარნებსა და კომპანიებს: „შატო მუხრანი“, „ბადაგონი“, „ვაზიანი კომპანი“, GWS,  „შალაურის ღვინის მარანი“, „კახური“, „ჭოტიაშვილის ღვინის მარანი“, „თელავის ღვინის მარანი“, „ფაფარი ველი“, „მარანი ჩუბინი“, „მეღვინეობა ხარება“, „კახური ღვინის მარანი“, „ამირან ვეფხვაძის ღვინის მარანი“, „არჩილ გუნიავას ღვინის მარანი“, „ვარციხის მარანი“, „რამაზ ნიკოლაძის ღვინოები“, „ბაიას ღვინო“, „საოჯახო მარანი - ოდა“.

    ჩინეთი რჩება ქართული ღვინის სტრატეგიულ საექსპორტო ბაზრად. 2017 წლის 8 თვის მონაცემებით, ექსპორტირებულია 5 მლნ-ზე მეტი ბოთლი, რაც 51%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.  ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში ჩინეთი მეორე ადგილს იკავებს.

  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის გაძლიერება საქართველოში

    2016 წლის 12 აპრილს, 15:30 საათზე, იუსტიციის სახლში, თბილისში, გაიმართება სამუშაო შეხვედრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის.
    შეხვედრის მონაწილეები განიხილავენ თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის გაძლიერებისა და ამ მიმართულებით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინსტიტუციური შესაძლებლობების გაზრდის სფეროში.
    შეხვედრას გახსნიან სახელმწიფო სერვისების სააგენტოს თავმჯდომარე -  გიორგი პატარიძე, და  გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროგრამული ნაწილის ხელმძღვანელი - ნათია ნაცვლიშვილი.    
    სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელშეწყობა ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს ერთობლივი პროგრამის „ადამიანის უფლებები ყველასათვის“  ფარგლებში, რომელშიც ჩართულია გაეროს ოთხი სააგენტო - გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF),  ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარიატი (OHCHR) და შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO). მეტი ინფორმაცია ამ ინიციატივის შესახებ იხილეთ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ვებ გვერდზე: http://bit.ly/25PvNFP

     

  • სამუშაო შეხვედრა ადამიანის უფლებათა საკითხებზე

    ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ  სამუშაო შეხვედრა გამართა.შეხვედრაზე  ეკა ბესელიამ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს 2016 წლის სამოქმედო გეგმა გააცნო. ღონისძიებაზე მთავარი თემა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხები იყო. სამინისტროებმა დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს, რომლებსაც პარლამენტს წარუდგენენ. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გეგმა წარადგინა, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის გაუმჯობესებას და ასევე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრაციას ეხება.

  • საქპატენტმა და მაიქროსოფთ საქართველომ სამუშაო შეხვედრა გამართეს

    ლიცენზირებული კომპიუტერული   პროდუქტების ინტელექტუალური საკუთრების დაცვისა და ციფრულ სივრცეში  საავტორო უფლებების დარღვევის საკითხთან დაკავშირებით, "რედისონ ბლუ ივერიაში“  ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა - საქპატენტმა და მაიქროსოფთ საქართველომ სამუშაო შეხვედრა გამართეს.      

    პირველ სამუშაო შეხვედრას აუდიტორული კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ,  რომელთაც ლიცენზირებული პროდუქტის უპირატესობები,  საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილება კიბერ უსაფრთხოებასა და ინტელექტუალური საკუთრების დასაცავად მიღებული ზომები, საქართველოში კომპიუტერული პროგრამების დაცვის სამართლებრივი მექანიზმები გააცნეს.  

     „ციფრული შემოქმედება: ტრანსფორმირებული კულტურა“ - ამ სლოგანით აღინიშნება  წელს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღე. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღის წლევანდელ თემასთან დაკავშირებით  იწყებს  კამპანიას, რომლის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ბრძოლა მეკობრეობისა და საავტორო უფლებების დარღვევების წინააღმდეგ ციფრულ სივრცეში.

    საქართველოს მთავრობასა და Microsoft-სშორის სალიცენზიო შეთანხება შარშან გაფორმდა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო დაწესებულებები კომპანიის ლიცენზირებულ პროდუქციას გამოიყენებენ, რომლის მიზანია სამთავრობო უწყებების საინფორმაციო ტექნოლოგიების სისტემათა უსაფრთხოების და მასშტაბირების ეფექტური უზრუნველყოფა.

  • საქპატენტი და Microsoft საქართველო - საავტორო უფლებების დასაცავად

    ამ წუთებში ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი და მაიქროსოფთ საქართველო სამუშაო შეხვედრას ციფრულ სივრცეში  საავტორო უფლებების დარღვევის საკითხთან დაკავშირებით,    ლიცენზირებული კომპიუტერული   პროდუქტების ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საკითხებზე მართავენ.  პირველ სამუშაო შეხვედრას აუდიტორული კომპანიების წარმომადგენლები ესწრებიან,  რომელთაც ლიცენზირებული პროდუქტის უპირატესობებს,  საერთაშორისო და ადგილობრივ გამოცდილებას კიბერ უსაფრთხოებასა და ინტელექტუალური საკუთრების დასაცავად მიღებულ ზომებს, საქართველოში კომპიუტერული პროგრამების დაცვის სამართლებრივ მექანიზმებს გააცნობენ.  შეხვედრა "რედისონ ბლუ ივერიაში“ მიმდინარეობს.

     „ციფრული შემოქმედება: ტრანსფორმირებული კულტურა“ - ამ სლოგანით აღინიშნება  წელს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღე. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღის წლევანდელ თემასთან დაკავშირებით  იწყებს  კამპანიას, რომლის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ბრძოლა მეკობრეობისა და საავტორო უფლებების დარღვევების წინააღმდეგ ციფრულ სივრცეში.

    საქართველოს მთავრობასა და Microsoft-სშორის სალიცენზიო შეთანხება შარშან გაფორმდა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო დაწესებულებები კომპანიის ლიცენზირებულ პროდუქციას გამოიყენებენ, რომლის მიზანია სამთავრობო უწყებების საინფორმაციო ტექნოლოგიების სისტემათა უსაფრთხოების და მასშტაბირების ეფექტური უზრუნველყოფა.

ბიზნეს ნიუსი

1 სექტემბრიდან პენსიების გაცემის წესი იცვლება

1 სექტემბრიდან პენსიების გაცემის წესი იცვლება

 საქართველოს მთავრობისა და ლიბერთი ბანკის ერთობლივ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური