ვაშინგტონში კაპიტოლიუმის ნაძვის ხე გაანათეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 03 დეკემბერი 2015 14:15

ვაშინგტონში კაპიტოლიუმის ნაძვის ხე გაანათეს. ცერემონიას კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი და 10 წლის ალიასკელი გოგონა უძღვებოდნენ.

სწორედ ალიასკიდან ჩაიტანეს ვაშინგტონში 22 მეტრის სიმაღლის ნაძვის ხე, რომელიც განათებებთან ერთად, ალიასკელი ბავშვების მიერ დამზადებული ორნამენტებით არის გაფორმებული.

აქტიური საშობაო სამზადისია თეთრ სახლშიც, სადაც მიშელ ობამამ საშობაო დეკორაციები პირველი სამხედრო ოჯახების წევრებს დაათვალიერებინა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა წელს 62 ნაძვის ხითა და 70 ათასი ორნამენტით მორთეს. 

წაკითხულია 748 ჯერ

Related items

  • "ვაშინგტონში გამართული შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემა ამერიკასთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაა"

    საქართველოს საგარეო საქმეთამინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, უცხოურიკერძო საინვესტიციო კორპორაციის (OPIC) პრეზიდენტთანრეი უოშბერნთან შეხვედრაზე მნიშვნელოვანი შეფასებამიეცა საქართველოს ეკონომიკურ-საინვესტიციო გარემოსდა დაისახა თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები. 

    მისი თქმით, OPIC  დაინტერესებულია საქართველოში ინფრასტრუქტურული, ლოჯისტიკისა და ტურიზმის სფეროში ინვესტიციების განხორციელებით.

     „მათი შეფასება ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების და იმ კურსისა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს, თანხვედრაშია აშშ-ის ინტერსებთან და მათ ხედვასთან თუ როგორ უნდა გახდეს საქართველო ეკონომიკური განვითარების მაგალითი რეგიონში“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

  • დავით ზალკალიანი ვაშინგტონში შეხვედრებს გამართავს

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი  2018 წლის 17-21 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან პოლიტიკურ საკითხებში დევიდ ჰეილთან და სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან ჯორჯ კენტთან.

    შეხვედრებზე განხილული იქნება საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის პრიორიტეტული საკითხები, განსაკუთრებით თავდაცვის,  უსაფრთხოებისა და სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და კონფლიქტის მოგვარების  სამშვიდობო პოლიტიკა, ასევე, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები და სათავრობო პროგრამის პრიროტეტები.

    პრემიერ-მინისტრის ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში  დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის და საქართველოს დელეგაციის  უმაღლესი და მაღალი დონის შეხვედრები აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონთან და აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან, მაიკლ პომპეოსთან.

    პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვდება აშშ-ს კონგრესის, არასამთავრობო და საექსპერტო წრეების, მედიისა და ბიზნესის წარმომადგენლებს. ასევე, გაიმართება შეხვედრები აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოში (USAID), ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციაში (MCC), აშშ-ს უცხოური კერძო ინვესტიციების კორპორაციაში (OPIC), მსოფლიო ბანკსა (WB) და საერთაშორისო სავალუტო ფონდში (IMF).

  • თბილისი მოლის საახალწლო ზრაპარი (ვიდეო)

    თბილისი მოლი საახალწლოდ ემზადება. ფასდაკლება მაღაზიებში უკვე დაიწყო. ბავშვებისა და უფროსებისთვის საინტერესო და მხიარული გასართობებიც მომზდდა. 14იანვრის ჩათვლით თბილისი მოლში მრავალფეროვანი ღონისძიები იგეგმება. გუშინ კი განსაკუთრებული საქველმოქმედო აქცია ,,2017 კგ. სიკეთე'' დასრულდა, რომლის მეშვეობითაც მოგროვებული შემოწირულობა სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცემათ. თბილისი მოლის სახალწლო განწყობას კი 6 იანვარს ბალეტი ,,მაკნატუნა'' გააგრძლებს.

  • თბილისი მოლში საახალწლო ოცნებები სრულდება!

    თბილისი მოლში ახალი წლის მოახლოებას 10 დეკემბრიდან იგრძნობთ. სავაჭრო ცენტრი ხელს უწვდის მათ, ვისაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება და 12-18 დეკემბრის ჩათვლით ატარებს დიდ საქველმოქმედო აქციას: „2017 კგ სიკეთე“

    აქციის ფარგლებში, თბილისი მოლი მოუწოდებს ყველა მსურველს, შეიძინოს პირველადი მოხმარების ნივთები, სათამაშოები, წიგნები, ტანსაცმელი, დატოვოს თბილისი მოლის ტერიტორიაზე სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში და ეს ყველაფერი სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცემა.

    10 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით, თბილისი მოლი წარმოგიდგენთ უნიკალურ საახალწლო პროგრამას:  ექსკლუზიურად შექმნილ დეკორაციებში ყოველდღე გელოდებათ საინტერესო და თავშესაქცევი აქტივობები, როგორც ბავშვებისთვის, ისე -უფროსებისთვის!

    10 დეკემბრიდან, სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით, აღმოჩნდით წარმოსახვითი რეალობის სამყაროში, სადაც თქვენ დაგხვდებათ მაკნატუნას გმირები.

    6 იანვარს, 20.00 საათზე შედგება გრანდიოზული საშობაო წარმოდგენა. მაყურებლები იხილავენ ბალეტს „მაკნატუნა“, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო დასის შესრულებით.

    თბილისი მოლი იწვევს თავის ერთგულ მომხმარებელს საახალწლო ოცნებების ასასრულებლად!

  • ახალი 2017 წელი


    საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში დედაქალაქის ქუჩები არ გადაიკეტება - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ მერიაში მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

    როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ახალი წლის ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად ხორციელდება.მისი თქმით, წელს დამატებითი  ახალი  საახალწლო ილუმინაციებით მოირთვება აეროპორტის გზა და აღმაშენებლიგგამზირი

    „გასულ წელს ახალი  განათებებით მოირთო რუსთაველის გამზირი,  მელიქიშვილისა და ჭავჭავაძის გამზირები. წელსაც გვექნება  ამ თვალსაზრისით სიახლეებია და დამატებითი  ახალი  საახალწლო ილუმინაციებით მოირთვება აეროპორტის გზა და აღმაშენებლის გამზირი. მათ შორის განახლებული  აღმაშენებელი, ასევე პეკინის ქუჩაზე განახლდება მოძველებული განათებები“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

    თბილისის მერის ინფორმაციით, საახალწლო ღონისძიებების ძირითადი ნაწილი „დედაენის ბაღში" გაიმართება.

    „წელს ჩვენ განსხვავებულად დავგეგმეთ ახალი წლის ღონისძიებების ლოკაციები, შესაბამისად, ახალი წლის ღონისძიებების ფარგლებში არ გადაიკეტება დედაქალაქის ქუჩები. ძირითადი საახალწლო ღონისძიებები „დედაენის ბაღში" გაიმართება. „დედაენის ბაღი", როგორც საახალწლო ქალაქი ისე მოეწყობა და შესაბამისად, 25 დეკემბრიდან დაიწყება იქ ძირითადი საახალწლო ღონისძიებები, როგორც კულტურული, ასევე გასართობი ფორმატის“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

    31 დეკემბერს, რესპუბლიკის მოედანზე გალა-კონცერტი ჩატარდება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური