ყოფილი მთავარი პროკურორი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს უხელმძღვანელებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 03 დეკემბერი 2015 10:18

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გიორგი ბადაშვილი უხელმძღვანელებს.
ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა ახალი უფროსი საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს წარუდგინა.
გიორგი ბადაშვილმა სამართალდამცავი უწყების თანამშრომლებს მომავალი საქმიანობის საკუთარი ხედვა გააცნო და ყურადღება გაამახვილა მუშაობის მთავარ პრინციპებზე.
გიორგი ბადაშვილი 2006-2013 წლებში მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2013 წლის მაისიდან – ნოემბრამდე იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსის მოადგილე, ხოლო 2014-2015 წლებში იკავებდა საქართველოს მთავარი პროკურორის პოსტს. საგამოძიებო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა, ხოლო უწყების ყოფილი უფროსი, ლერი ბარნაბიშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.

წაკითხულია 428 ჯერ

Related items

  • საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადება გადადგომის შესახებ
    პირველ რიგში საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ დღეს მიღებული გადაწყვეტილება იყო სასამართლოს მხოლოდ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება; სამართლებრივი პროცესი აუცილებლად გაგრძელდება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს. ამისთვის ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ - საზოგადოებამ ეს უნდა იცოდეს.
    ჩემთვის, როგორც საქართველოს მთავარი პროკურორისთვის, უმნიშვნელოვანესია თითოეული მოქალაქის ნდობა ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების, განსაკუთრებით კი მართლმსაჯულების  მნიშვნელოვანი რგოლის - პროკურატურის მიმართ. ამ სისტემაში მუშაობის ყოველ მომენტში, მთელი ჩემი შრომა მიმართული იყო კანონის უზენაესობის დამკვიდრებისკენ და მინდა ვირწმუნო, რომ ჩვენი საზოგადოება, ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ დავამკვიდროთ კანონის უზენაესობა ჩვენს ქვეყანაში.
    ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სამართლიანი მართლმსაჯულება მით უფრო მაშინ, როდესაც საქმე არასრულწლოვნების მკვლელობას ეხება. 
    დღეს, პროკურატურის მიერ სასამართლოში წარდგენილი იქნა მტკიცებულებები, რომლებიც ჩემი აზრით, უზრუნველყოფდა საქმეზე სამართლიანი განაჩენის დადგომას.  პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად არ გაიზიარა ეს მტკიცებულებები და ამ ძალიან მძიმე საქმეზე სამართლიანი შედეგი ამ ეტაპზე ვერ დადგა. თუმცა, ეს პროცესი გაგრძელდება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში და ვფიქრობ, ყველა დამნაშავე სათანადოდ აგებს პასუხს კანონის წინაშე.
    ერთია სამართლებრივი მხარე, მაგრამ მეორეა ადამიანური დამოკიდებულება ამ საქმის მიმართ.
    მინდა პირადად მივმართო ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მშობლებს: მე ვიყავი და ვარ თქვენს გვერდით.  როგორც ქვეყნის მთავარ პროკურორს და როგორც მამას, არც თანამდებობა მიღირს თქვენი შვილის სიცოცხლედ და არც არაფერი სხვა. მინდა, იცოდეთ, რომ ყველაფერი გავაკეთე, რათა დამნაშავეებს პასუხი ეგოთ. მჯერა, ამ ნაბიჯით მაინც დარწმუნდებით, რომ  ბევრი უსაფუძვლო, ბინძური ბრალდება, რაც ჩემს მიმართ ისმოდა, მიზნად ისახავდა ჩემს მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას იმის გამო, რომ ჩემი ხელმძღვანელობით საქართველოს პროკურატურამ ბევრ ყოფილ თანამდებობის პირს, რომელთაც ჩვენს ქვეყანაში დაამკვიდრეს სისტემური უსამართლობა, პასუხი ვაგებინეთ კანონის წინაშე. დარწმუნებული ვარ, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი ჩვენს ქვეყანაში გაგრძელდება და ბოლომდე მივა.
    რადგან მინდა გჯეროდეთ იმისა, რასაც ვამბობ, დღეს ვტოვებ ჩემს თანამდებობას და დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმეზე მართლმსაჯულება სრულად აღსრულდება.
    აქვე მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, ვისაც სურს  გაუბედურებულ მშობლებს გვერდით დაუდგეს, ყველაფერი გააკეთოს გამოძიების დასახმარებლად და ითანამშრომლოს მასთან. 
    ბოლოს, მსურს მადლობა გადავუხადო პროკურატურის ყველა თანამშრომელს, რომლებიც ამ წლების განმავლობაში გვერდში მედგნენ და რომლებიც, საკუთარი უსაფრთხოების ფასად, ყოველდღიურ რეჟიმში  მუხლჩაუხრელად შრომობენ მართლმსაჯულების აღსასრულებლად. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი უწყება გააგრძელებს განვითარებას და უდიდეს როლს შეასრულებს განვითარებული სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბების გზაზე. 
  • მთავარი პროკურორი მზადყოფნას გამოთქვამს გიორგი მარგველაშვილს ნებისმიერ დროს შეხვდეს

    საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მზადყოფნას გამოთქვამს დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაუყონებლივ ან მისთვის მისაღებ დროს შეხვდეს საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს მის მიერ დღეს საჯაროდ გაკეთებული განცხადების ირგვლივ.
    საქართველოს მთავარი პროკურორი  ასევე მზადყოფნას გამოთქვამს  დაუყონებლივ ან მისთვის მისაღებ დროს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან გიორგი პაპუაშვილთან შესახვედრად, მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის განხორციელების ფაქტებზე მის მიერ გაკეთებული განცხადებების ირგვლივ დეტალური ინფორმაციის მისაღებად. 
    შეხვედრების შესახებ მთავარი პროკურატურის ადმინისტრაცის მიერ უკვე ეცნობათ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას და  საკონსტიტუციო სასამართლოს საორგანიზაციო სამსახურს.
     

  • "კარგი მოლოდინები გვაქვს, მოვიგებთ" - ხადური არჩევნებზე

    ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით კონსულტაციების შესაბამისად გადაწყდება თ8უ რა ფორმით ჩაერთვება ის წინასაარჩევნო კამპანიაში. მინისტრის თქმით მათ კარგი მოლოდინები აქვთ "კარგი მოლოდინები გვაქვს მოვიგებთ. ჩვენ ვმუშაობთ კონსულტაციები გაიმართება და კონსულტაციების შესაბამისად გადაწყდება თუ რა ფორმით ჩავერთვებით არჩევნებში",-განაცხადა ხადურმა

  • საჭირო ღონისძიებას შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ გავატარებთ, - გიორგი გაბიტაშვილი

    ”გამოძიება მიმდინარეობს. შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ გავატარებთ საჭირო ღონისძიებას. დაიკითხა კონფლიქტში მონაწილეთა გარკვეული ნაწილი. გამოძიების დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ," -  ეს განცხადება  მთავარი პროკურორის მოადგილემ, გიორგი გაბიტაშვილმა კორცხელში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გააკეთა.  
     - განუცხადა ჟურნალისტებს გაბიტაშვილმა. 

  • ნოდარ ხადური ეკონომიკის ზრდაზე

    რეგიონში მიმდინარე პროცესების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად იზრდება, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა შესრულებული და შეუსრულებელი დაპირებების კომენტირებისას განაცხადა. 
    „იმ გარემოებებიდან გამომდინარე რაც რეგიონში არსებობს, ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს, რათა ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს და მიუხედავად იმისა, რა ხდება რეგიონში, საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად იზრდება“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა. 
    კითხვაზე, იქნება თუ არა თავად საარჩევნო სიაში, მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები იქნება ან არ იქნება. რაც შეეხება, პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას, რომ შესაძლოა ზოგიერთ მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური დაინიშნოს, ხადურმა აღნიშნა, რომ ძალიან პლურალისტური გარემოა, თავისუფალი არჩევნები ჩატარდება, ამიტომ მეორე ტური გამორიცხული არ არის.
    „ძალადობა არ არის და არც იქნება. საარჩევნო გარემო იქნება ისეთი, რომ ადამიანმა საკუთარი სინდისით და გონების კარნახით მიიღოს გადაწყვეტილება საარჩევნო ყუთთან“, - აღნიშნა ხადურმა. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური